სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ პარსვა
მილერის მიხედვით
თუ თქვენს სიზმარში უბრალოდ აკვირდებით პარსვას- ნიშნავს, რომ სინამვილეში დააპირებთ რომელიმე პერსპექტიული საქმის განხორციელებას, მაგრამ არ გეყოფათ საჭირო სტიმული, რომ მიაღწიოთ წარმატებას. თუ გესიზმრებათ, რომ აპირებთ გაპარსვას- ეს ნიშნავს, რომ მატყუარებს აძლევთ მოტყუების უფლებას . თუ თქვენს თავს პარსავთ სიზმრის დროს- ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად უხელმძღვანელებთ თქვენს საქმეს და უბრძანებთ შინაურებს თქვენს სახლში, თუმცა მოჩხუბარი დიასახლისის არსებობა გახდება მუდმივი კამათის მიზეზი. თუ გაპარსვის შედეგად თქვენი სახე გამოჩნდება თქვენს სიზმარში გლუვად გაპარსული- ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ დატკბებით სიმშვიდით, ხოლო თქვენი ქცევა საქმიანი პარტნიორების მიმართ იქნება უნაკლო. თუ თქვენი სახე სიზმარში იქნება წვერიანი, თქვენ განიცდიდთ ბევრ მღელვარებას მეუღლეთა ურთიერთობაში. თუ თქვენი საპარსი დაჩლუნგებულია და გიკაწრავთ სახეს, თქვენ მისცემთ თქვენს მეგობრებს თქვენი პირადი ცხოვრების კრიტიკის საფუძველს. თუ სიზმარში თქვენი წვერი იქნება ჭაღარა- ნიშნავს, რომ სინამდვილეში თქვენ არ გეყოფათ სამართლიანობის ელემენტარული გრძნობა, რომელსაც თქვენგან მოითხოვს გარემოებები. თუ ქალს დაესიზმრება კაცი, რომელიც იპარსავს, ნიშნავს, რომ მის პიროვნებას გაუჭირდება გაუძლოს ხორციელ სიამოვნებას. თუ მას დაესიმზრება, რომ ის თვითონ იპარსავს, ნიშნავს, რომ მის ქცევას იმდენად დააკლდება ქალურობა, რომ კაცები მას ზიზღით აქცევენ ზურგს .