კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ პატიმარი
მილერის მიხედვით
სიზმარში პატიმრების ნახვა ნიშნავს უბედურებას, კატასტროფებს და სევდიან ამბებს. თუ სიზმარში პატიმარი ხართ, ეს მომავალი მღელვარების , შფოთვის ნიშანია რომელიმე საქმის გამო; მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაუგებრობების მოაგვარებას და შეცდომების გასწორებას. ახალგაზრდა ქალისთვის თავისი შეყვარებულის პატიმრის ტანსაცმელში ნახვა ნიშნავს, რომ მას მალე თავის სიყვარულში ეჭვი შეეპარება .
დაგესიზმრათ საპატიმრო
მილერის მიხედვით
სიზმარში სხვები ნახეთ საპატიმროში - ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაიჟინებთ პრივილეგიების მინიჭებას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ენდობით . თუ გესიზმრებათ საპატიმრო განათებული ფანჯრებით , ეს ნიშნავს, რომ თქვენი გამჭრიახობა დაგეხმარებათ უბედურების თავიდან აცილებაში. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ნახულობს თავის შეყვარებულს საპატიმროში , მას მის წესიერებაში იმედი გაუცრუვდება. თუ საკუთარ თავს ნახულობთ საპატიმროში, ეს მოასწავებს მოვლენებს, რომლებიც თქვენს საქმეებზე ცუდ გავლენას მოახდენს. თუ დაპატიმრებას თავი ააცილეთ, ეს სიზმარი გპირდებათ რამდენიმე მომგებიან საქმებში მონაწილეობის მიღებას. ყველაზე კარგი სიზმარი საპატიმროს შესახებ, რომელიც მოასწავებს, რომ უბედურებას თავიდან აიცილებთ ან მას გაუმკლავდებით,- არის სიზმარი, რომელშიც ტუსაღის გათავისუფლებას ნახულობთ.
დაგესიზმრათ ტყვე
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ტყვე ხართ, ნიშნავს, რომ საქმე ღალატთან გექნებათ. წყენა, შეურაცხყოფა და უიღბლობა გელოდებათ, თუ სიზმარში ტყვეობას ვერ აიცილებთ თავიდან. იმის ნახვა, რომ ვინმე დაატყვევეთ, ნიშნავს, რომ საერთო ინტერესები გექნებათ ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი ფენის ადამიანებთან. ახალგაზრდა ქალისთვის იმის ნახვა, რომ ის ტყვეა, ნიშნავს, რომ ქმარი იეჭვიანებს მისი ახლო მეგობრების მიმართ, ან იმას, რომ მას განსჯიან გაუაზრებელი საქციელის გამო.
პატიმრის დასიზმრება
ჰასეს მიხედვით
თქვენი მძიმე მდგომარეობა გამოსწორდება.
რატომ გვესიზმრება პატიმარი
ცვეტკოვის მიხედვით
დიდი უსიამოვნება გელით; საეჭვო ურთიერთობა და კავშირი (ქალისთვის).
რატომ გვესიზმრება საპატიმრო
ცვეტკოვის მიხედვით
სასჯელის მოხდა - ცხოვრებისეული სირთულეები ( წლების რაოდენობა შეიძლება მიანიშნებდეს უბედურებების დასრულებაზე); ცრუ გზა ცხოვრებაში, ცრუ საქმიანობა; დაპატიმრებული ხართ ან ტყვეობაში აღმოჩნდით- ოჯახური ბედნიერება, ოჯახური ცხოვრება; საპატიმროში აღმოჩნდით- თავადობა; განსაზღვრეს ვადა, სასჯელი- საქმეებში წარმატება; ბრბო შემოიჭრა- ტყუილი ფულში; ვინმეს გათავისუფლება- იღბალი; (პირდაპირი გაგებით) - ცხოვრების სირთულეები ; იძულება; საპატიმროში ან ბანაკში სასჯელის მოხდა - გამოჯანმრთელება (ავადმყოფისთვის); გათავისუფლება საზრუნავისგან რაღაც დროის შემდეგ; საპატიმროში ყოფნა ( ქალებისთვის) - წარუმატებელი ქორწინება; შეცდომები პირადში შედეგებით; (კაცებისთვის)- ოჯახი, შეცდომები საქმეებში.
რატომ გვესიზმრება სიზმარი საპატიმროს შესახებ
ვანგას მიხედვით
საპატიმრო - მტანჯველი სიჩუმის, საბედისწერო უთქმელობის ნიშანია. თუ დაგესიზმრათ საპატიმროს შენობა, ეს ნიშნავს, რომ განდობენ საიდუმლოს, რომლის შენახვაც თქვენთვის უკიდურესად არასასიამოვნო იქნება, დაიტანჯებით და ინერვიულებთ. თუ სიზმარში პატიმარი ხართ , ეს სიზმარი მოასწავებს, რომ დროულად არ გაგაფრთხილებენ საფრთხესა ან მუქარის შესახებ. დაზარალდებით იმის გამო, რომ არ ისაუბრებთ მნიშვნელოვანის შესახებ თქვენთვის ნაცნობ ადამიანთან.
რატომ გვესიზმრება ტყვეობა
ცვეტკოვის მიხედვით
(საპატიმროში ყოფნა) - მარცხი, ტყუილი; ( დაგატყვევეს) - მაცდუნებელი წინადადება ; ( შენ ატყვევებ) - ცუდი კავშირები ; ანგარიშსწორება არ გამართლდება; ცარიელი საზრუნავი ; ( ქალების) - ეჭვიანობა, განსჯა; ( ცხოველების)- ახალი სიხარული.
რატომ გვესიზმრება ციხე
ცვეტკოვის მიხედვით
თუ სასჯელს იხდით — მძიმე ბედი გელით (სასჯელის რაოდენობა შეიძლება მიუთითებდეს რთული ვითარების ხანგრძლივობას); ცრუ გზა ცხოვრებაში, ფუჭი საქმიანობა; თუ სიზმარში სასჯელის ვადას გისახელებენ — საქმეებში წარმატება გელით; თუ ბრბო იჭრება ციხეში - ფინანსურ საკითხებში მოგატყუებენ; თუ ვინმეს ათავისუფლებთ ციხიდან — წარმატება გელით; ციხეში ან ბანაკში სასჯელის მოხდა თუ დაგესიზმრათ — გამოჯანმრთელდებით (ავადმყოფისთვის); საზრუნავისგან გათავისუფლდებით გარკვეული დროის შემდეგ; ციხეში ყოფნა (ქალისთვის) — წარუმატებელი ქორწინების ნიშანია; პირად ცხოვრებაში შეცდომების დაშვება და ცუდი შედეგები გექნებათ; (მამაკაცისთვის) — ოჯახურ საკითხებსა და საქმიანობაში შეცდომების დაშვება.
რატომ გვესიზმრება ციხე
ვანგას მიხედვით
ციხე - მტანჯველი სიჩუმის, უთქმელობის ნიშანია. თუ ციხის შენობა დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც საიდუმლოს გაგანდობთ, რომლის შენახვა თქვენთვის მტანჯველი იქნება და ძალიან შეწუხდებით. თუ პატიმარი ხართ, ეს ნიშნავს, რომ რეალურად არავინ გაგაფრთხილებთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. თქვენ დაზარალდებით იმის გამო, რომ დროულად არ ისაუბრეთ არსებულ პრობლემაზე ახლობელ ადამიანთან.
საპატიმრო
აიურვედას მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ საპატიმროში ხართ, ეს ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი იქნებით.
სიზმარში საპატიმრო
ნოსტრადამუსის მიხედვით
საპატიმრო შეზღუდვის, ჩაკეტილობისა და მარტოობის სიმბოლოა. თუ სიზმარში ტუსაღი ხართ , ეს ნიშნავს, რომ რეალობაში თავისი კომპლექსების გავლენის ქვეშ იმყოფებით , რომლებიც ხელს გიშლით ჩაფიქრებულის განხორციელებაში. თუ სიზმარში სამყაროს საპატიმროს ფანჯრებიდან უყურებთ , შესაძლოა, უახლოეს მომავალში თქვენ გვერდით გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც თქვენზე შეუზღუდავი ძალაუფლება ექნება. სიზმარი, რომელშიც საპატიმროდან გაქცევას ცდილობთ, მძინარეს აფრთხილებს მისი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგების შესახებ. სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ გატეხეთ საპატიმროს გისოსი, ნიშნავს სხვისი გავლენისგან გათავისუფლების მცდელობას. თუ სიზმარში ნახეთ, რომ რომელიმე თქვენი ახლობელი საპატიმროშია, ნიშნავს, რომ ბოროტად იყენებთ თქვენი ახლობლების ნდობას, რომლებიც თქვენში ტირანს ხედავენ. ვინმეს საპატიმროდან გათავისუფლება- რეალობაში სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოთ მარტოობის პრობლემა.
სიზმარში საპატიმროს, დაპატიმრების ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმარში ხაფანგში ყოფნა საინტერესო მოვლენას წარმოადგენს. იმ დროს, როცა ზოგიერთისთვის ეს არის მიზეზი მღელვარებისთვის, ამ სიზმრის დადებითი მხარე შეიძლება იყოს მისი შედარებითი განმარტოება და დაცულობა მტრული სამყაროსგან, რომელიც კედლებს მიღმა იმყოფება. როგორც წესი, უსაფრთხოების ასპექტს აიგნორებენ თავისუფლებით შეპყრობის გამო . სიზმარი ხაფანგში ყოფნის შესახებ თვითანალიზს შეიცავს . თუ ვერ გაიქეცით, ეს შეიძლება მიანიშნებდეს რამის მიღწევის უუნარობაზე , რაც ცხოვრებაში განსაკუთრებით სასურველია. ასეთი სიზმრის ახსნის დროს სასარგებლოა იუნგის იდეებზეც დაყრდნობა, რომლებიც განხილულია მის თეორიაში პირველადი ინდივიდუალურობის შესახებ. დაპატიმრება შეიძლება იყოს განმარტებული როგორც არჩევანის არარსებობა, ან როგორც გადაჭარბებული არჩევანი. არჩევანის არარსებობა აშკარაა იმ შემთხვევაში , თუ მძინარე ერთოთახიან კამერაშია, გადაჭარბებული არჩევანი კი - ბევრი ოთახის მქონე სახლი გასასვლელის გარეშე. კიდევ ერთი ვარიანტი: სადაც არ უნდა წახვიდეთ, გასასვლელს ვერ პოულობთ. ასეთი სიზმარი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ბევრი არჩევანის არსებობისას, მათ შორის არ არის ერთადერთი ეფექტური იმ თავისუფლებების და ახალი შესაძლებლობების მიღწევისთვის, რომლებისკენაც მიისწრაფვით. გზა საპატიმროდან გათავისუფლებისკენ ხშირად კოდირებულია იმ ადამიანებში, ვინც დაგატყვევათ , ან საპყრობილეს ადგილმდებარეობაში. სიზმრის უფრო ზუსტი განმარტებისთვის ეცადეთ , იპოვოთ ნაცნობი თვისებები თქვენს მცველებში, სახლის გაფორმებაში, ასევე - გაქცევის სურვილის მიზეზი . შესაძლოა, იგრძნობთ დისკომფორტს სურვილის არ ქონისგან, შეასრულოთ სხვების ბრძანებები , ან გრძნობთ რეალური მუქარის არსებობას საპატიმროში , სახლსა ან შენობა- ხაფანგში? ზოგიერთი შენობა- ხაფანგი უსაფრთხოებისთვისაა, სხვები- დასჯისთვის. რომელში იმყოფებით თქვენს სიზმარში? როდესაც გაიღვიძეთ, რომელ შეგრძნებებს განიცდიდით იმ ადგილის მიმართ, რომელიც სიზმარში უსაფრთო თავშესაფარს წარმოადგენდა და არაფერს იდუმალს არ შეიცავდა?
სიზმარში ტყვეობის ნახვა
ლოფას მიხედვით
თქვენ ტყვეობაში იმყოფებთ, ოთახში ხართ ჩაკეტილი ან ნების წინააღმდეგ ხართ დაკავებული . სიზმრები ასეთი თემატიკით ძალიან მნიშვნელოვანია. მათში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი დამოკიდებულება, რეაქცია ტყვეობაზე. შეგვიძლია, ვცადოთ გაქცევა, შევეგუოთ, ან დავეხმაროთ კიდეც დამპყრობლებს. ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გვაკავებს და რა მიზეზით. თუ ეხმარებით ადამიანს, რომელსაც იცნობთ, ალბათ, გრძნობთ, რომ ეს ადამიანი იმდენად აკონტროლებს თქვენს ცხოვრებას , რომ სხვა არაფერი გრჩებათ, მასზე დაქვემდებარების გარდა. ფროიდის მიმდევრები ალბათ იტყოდნენ, რომ სიზმარი ტყვეობის შესახებ, განსაკუთრებით, პატარა ოთახში, ასახავს ავტორიტეტულ დედას ან წარმოადგენს დედის წიაღში დაბრუნებას. ეს არის " აღზრდა- ძალაუფლების" კონფლიქტის გამოვლენა. შესაძლოა, ტყვეობაში დედა კი არა, არამედ სხვა ადამიანი გაკავებთ, რომელიც დედასავით გეპყრობათ. იუნგის მიმდევრები კი განმარტავდნენ ტყვეობას როგორც დაბრკოლებას ზრდის შემდეგ დონეზე გადასვლისთვის. მაშინ თქვენი დამპყრობელი გახდება ის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდება ტყვეს ასეთი შინაგანი ზრდისგან. პოლიტიკური მიზეზით დატყვევება ძლიერი სიმბოლოა, რომელიც ასახავს თქვენი "მე"-ს დაპირისპირებას გარშემო სამყაროსთან. სიზმარში ტყვე ხართ- ეს ბოროტებისა და სიკეთის მუდვივი ბრძოლის სიმბოლოა. შეიძლება გახდეთ თქვენზე დამოუკიდებელი გარემოებების ტყვე , თავის შესწიროთ კონფლიქტის ან ბრძოლის დასრულებას. ალბათ , ამ სიზმრის არსი ბოლომდე გაუგებარია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვინ იმყოფება თქვენთან ერთად ტყვეობაში . ახსნისთვის არსებით მომენტს წარმოადგენს სწორედ თქვენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
სიზმრის მნიშვნელობა იზოლატორის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, თუ როგორ ატარებდით დროს იზოლატორში, ნიშნავს, რომ რეალობაში მწვავედ განიცდით თავის მარტოობას, განცალკევებას და ყველა დანარჩენისგან მოწყვეტილობას. ამავე მიზეზით, ახლა სირთულეებს განიცდით, რადგან თქვენთვის საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობები უცხოა.
ციხე
აიურვედას მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ციხეში ზიხართ - საქმიანობაში კარგი მოსწრება გექნებათ და წარმატებები გელით.
ციხის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
ხაფანგში ყოფნა, საინტერესო მოვლენას წარმოადგენს სიზმარში. მაშინ, როცა ეს ზოგიერთისთვის შეშფოთების საბაბია, მის დადებით მხარედ შეიძლება დავასახელოთ ის კედლები, რომლებიც იცავენ ხშირ შემთხვევაში არანორმალური გარესამყაროსგან. როგორც წესი, უსაფრთხოების ასპექტის იგნორირება ხდება ჩვენი მხრიდან თავისუფლებისადმი დიდი ლტოლვის გავლენით. ასეთი სიზმარი გვაძლევს მინიშნებას თვითანალიზის აუცილებლობაზე, ზუსტად ისე, როგორც ძველი გამოთქმა გვეუბნება: «სადაც არ უნდა წახვიდე, თან წაიყვანე საკუთარი თავი». სიზმარში ციხიდან გაქცევის შეუძლებლობა, რალობაში შეიძლება მიანიშნებდეს თქვენს უძლურებას სასურველი საკითხების მოგვარებასა ან დასახული მიზნების მიღწევაში. მსგავსი სიზმრის ახსნა კარგად აქვს გადმოცემული იუნგს პირველადი ინდივიდუალიზმის თეორიაში. შესაძლებლობების არქონა უნდა უკავშირდებოდეს ან არჩევანის ან სურვილის არქონას. არჩევანის არქონას გამოხატავს სამარტოო საკნის დასიზმრება, არჩევანის გაკეთების შეზღუდვა – მრავალადგილიან ოთახში ყოფნაა, რომელსაც გასასვლელი არსაიდან აქვს. არის სიზმრის კიდევ ერთი ვარიანტი ამ დგომარეობის ასახსნელად: ადამიანს ესიზმრება, რომ გასასვლელს ვერსად ვერ პოულობს, საითაც არ უნდა წავიდეს. ასეთი სიზმარი აიხსნება იმით, რომ რეალობაში ბევრი არსებული ვარიანტის მიუხედავად, არცერთი მათგანი არ არის ის ერთადერთი, რომელიც დაგეხმარებათ იმ სასურველი მდგომარეობის ეფექტურად მიღწევაში, რომლისკენაც ასე მიილტვით. უფრო ზუსტი ახსნისთვის, შეეცადეთ სიზმარში გარშემო მყოფი ადამიანების ამოცნობა, განსაკუთრებით ციხის თანამშრომლებს შორის. დაფიქრდით ციხიდან გაქცევის მიზეზსა და სურვილზე. შეიძლება რეალობაში განიცდით დისკომფორტს სხვების გავლენის ქვეშ ყოფნის გამო. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი „შენობა-ხაფანგი“ არის უსაფრთხოებისთვის, ზოგი კი სასჯელის მოსახდელად. რომელ მათგანში იმყოფებით სიზმრის ნახვისას? გაღვიძების შემდეგ რა განცდები გაქვთ იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც იმყოფებოდით - შესაძლოა ეს დაგეხმაროთ რეალობასთან პარალელების გავლებაში.
ციხის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ციხეში სხვები სხედან - ეს ნიშნავს, რომ პრივილეგიას მიანიჭებთ თქვენს ნდობით აღჭურვილ პირებს. ციხე განათებული ფანჯრებით - ნიშნავს, რომ თქვენი საზრიანობის წყალობით შეძლებთ თავიდან აიცილოთ უბედურება. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ მისი რჩეული ციხეშია – საფუძვლიანი იმედგაცრუება ელის მის წესიერებასთან დაკავშირებით. საკუთარი თავის პატიმრად ნახვა - უსიამოვნო მოვლენების განვითარების ნიშანია. თუ სიზმარში ციხეში ჩასმას თავიდან იცილებთ - მომგებიანი გარიგებების დადებას შეძლებთ. თუ პატიმარს ათავისუფლებთ - უდიდესი წარმატება გელით.
ციხის დასიზმრება
ნოსტრადამუსის მიხედვით
ციხე - შებოჭილობის, ჩაკეტილობისა და მარტოობის სიმბოლოა. თუ სიზმარში პატიმარი ხართ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი კომპლექსების ტყვეობაში იმყოფებით, რაც ხელს გიშლით ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ გესიზმრებათ, რომ გარესამყაროს ციხის ფანჯრიდან უყურებთ - ცხოვრებაში თქვენს გვერდით გაჩნდება ადამიანი, რომელსაც თქვენზე დიდი ზეგავლენა ექნება. სიზმარი, რომლის დროსაც ციხიდან გაქცევას ცდილობთ, ნიშნავს, რომ ნაადრევი გადაწყვეტილებების მიღება ცუდ შედეგებს მოგიტანთ. ციხის ჟალუზების დამტვრევა სიზმარში ნიშნავს, რომ რეალურად სხვისი გავლენისგან გათავისუფლება გინდათ. თუ სიზმარში ციხეში თქვენი ახლობელი ადამიანები არიან, ეს ნიშნავს, რომ მათ ნდობას ბოროტად იყენებთ ცხოვრებაში და ისინი თქვენში ტირანის დანახვას იწყებენ. თუ ციხიდან ვინმეს ათავისუფლებთ - რეალობაში მოგიწევთ მარტოობის პრობლემის მოგვარება.