დაგესიზმრათ მუხლუხი
მილერის მიხედვით
მუხლუხი სიზმარში მოასწავებს დაბალ, მლიქვნელ არსებებთან შეხვედრას. თქვენ კარგად მოიქცევით, თუ შეძლებთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობიდან თავის არიდებას.
დაგესიზმრათ პეპელა
მილერის მიხედვით
პეპლის ნახვა ყვავილებში ან მწვანე ბალახში- ნიშნავს აყვავებას და პატიოსან, კანონიერ შეძენას. მფრინავი პეპლის ნახვა მოასწავებს აქ არმყოფი მეგობრებისგან ამბების მირებას. ახალგაზრდა ქალისთვის- ბედნიერი სიყვარულის ნიშანია, რომელიც დასრულდება მჭიდრო კავშირით მთელი ცხოვრება. თეთრი პეპლის დანახვა სიზმარში- თქვენი ავადმყოფობის წინასწარმეტყველება, რომლის მიზეზშიც თქვენ ვინმე სხვას დაადანაშაულებთ. თუ ქალს დაესიზმრება, რომ თეთრი პეპელა შემოფრინდა მის ოთახში- ეს ნიშნავს, რომ მისი სურვილები არ ასრულდება. თუ ოთახში შემოფრენილი პეპელა რამეზე დაჯდება- ეს ვინმე ახლობლის ავადმყოფობის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება მუხლუხი
ცვეტკოვას მიხედვით
შური; მოკვლა- თავისი თავის ვნება; ბევრი მუხლუხი- დაცვა.
რატომ გვესიზმრება პეპელა
ცვეტკოვას მიხედვით
პაემანისკენ; დაფრინავს მზეზე- სიხარულის, ერთგული სიყვარულის ნიშანი; კაშკაშა ფერები- უყვარხართ, შავი პეპელა- არაერთგულება, ეჭვიანობა; მოკვლა ან ფრთების მოხევა- ღალატი სიყვარულში, გრძნობის, კავშირის განადგურება.
სიზმრის მნიშვნელობა მუხლუხის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში მუხლუხის ნახვა- სიზმარი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ გქონდათ შეხვედრა საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელიც ვერ დააფასეთ სათანადოდ. ამ მიზეზით თქვენ საკმაოდ ცივად მოეკიდეთ მას, რის გამოც ძალიან ინანებთ, რადგან პირველი შთაბეჭდილება იყო მცდარი და ძირშივე არასწორი. დროის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, და თქვენ მხოლოდ თქვენი თავის დადანაშაულება დაგრჩებათ.