სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ალუმინი
მილერის მიხედვით
სიზმარში ალუმინის ნახვა ნებისმიერი, თუნდაც მცირე იღბლით კმაყოფილებას ნიშნავს. ქალისთვის ალუმინის ნივთების ნახვა, რომლებიც ფერმკრთალია და არ ბზინავს, მოულოდნელ სევდას მოასწავებს. ამ ქალს დანაკარგი ელოდება.
დაგესიზმრათ რკინა
მილერის მიხედვით
სიზმარში რკინის ნახვა უბედურების ნიშანია. ისეთი სიზმრის ნახვა, რომელშიც რკინის სიმძიმეს გრძნობთ და მისგან გათავისუფლებას ცდილობთ, თქვენთვის სულიერ დაბნეულობას და მატერიალურ დანაკარგს მოასწავებს. რკინით დარტყმა ნიშნავს, რომ გამოავლენთ ეგოიზმს და სიუხეშეს მათ მიმართ, ვინც თქვენზეა დამოკიდებული. სიზმარში იმის ნახვა, რომ რკინას ამუშავებთ, ნიშნავს, რომ გამდიდრებისთვის უსარგებლო სახსრებს იყენებთ. სიზმარში რკინის გაყიდვა ნიშნავს, რომ საეჭვო წარმატება გელოდებათ, ხოლო მეგობრები მატყუარები აღმოჩნდებიან. სიზმარში ჟანგიანი რკინის ნახვა სიღარიბეს და იმედგაცრუებას ნიშნავს. სიზმარში გავარვარებული რკინის ნახვა უიღბლობას მოასწავებს, რომელიც თავისი ენერგიის ბოროტად გამოყენებით არის გამოწვეული.
რატომ გვესიზმრება რკინა
ცვეტკოვის მიხედვით
მომგებიანი საქმე, საჩუქარი; ზოლიანი- აღიარება; გავარვარებული- ორმხრივობა; ჭედვა- ბედ-იღბალი; ვინმესთვის მიცემა- კამათი
რკინა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
რკინა ომის, დაპირისპირების, მტრობის, ძლიერი ხელისუფლების სიმბოლოა. ადამიანის ნახვა, რომლის თავიც რკინაში არის ჩასმული, იმის სიმბოლოა, რომ ქვეყანაში იმ მცირე დაჯგუფებების შეიარაღებული შეჯახებები დაიწყება , რომლებსაც ძალაუფლების მოპოვება სურთ. სიზმარში იმის ნახვა, რომ ბავშვებს ხელში სხვადასხვა რკინის იარაღი უჭირავთ , არის მონობის, უცხოელების მიერ ქვეყნის დაპყრობის ნიშანი. თუ სიზმარში ცდილობთ მწერის გაჭყლეტას, რომელსაც რკინის ჯავშანი აქვს,- ნიშნავს, რომ გავლენის მქონე მლიქვნელი ადამიანი თავის განზრახვებს განახორციელებს , რადგან ის ყოველ დღე თავის პოზიციებს აძლიერებს. თუ იმის მოწმე გახდით, რომ მეფემ თავისი მოუწყვლელობის საიდუმლო გაამხილა: მას რკინის გული აქვს, - ეს იმის სიმბოლოა, რომ აპრილში ხელისუფლების პოლიტიკა მკვეთრად შეიცვლება, ის უფრო ლოიალური გახდება და შეამსუბუქებს გაჭირვებულების და სიკვდილის პირას მყოფი ადამიანების ცხოვრებას. იმის ნახვა, რომ რკინას ოქროზე უფრო ძვირად აფასებენ, ნიშნავს, რომ აგვისტოში მიღწეული შერიგება აპრილში დაირღვევა და უნდა მოამზადოთ იარაღი, რადგან მხოლოდ თითოეული მოწინააღმდეგის სრული მზაობა ომისთვის დაასრულებს ამ დაპირისპირებას.
სიზმარში რკინის ნახვა
ლოფას მიხედვით
რკინა ყოველთვის გამოხატავდა მართლმსაჯულებასა და ძალაუფლებას. რკინის ურო თორის ხელში აიძულებს სხვებს, პატივი სცენ მის ძალას. თუ ადამიანზე ამბობენ "რკინასავით მაგარია", ნიშნავს, რომ ეს ადამიანი თავის თავში ითავსებს სიძლიერეს, უდრეკობასა და ძალაუფლებას. რკინა ასევე განსჯასაც ნიშნავს- თქვენ განსჯით ან თქვენ განგსჯიან. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს ის, ვისაც ხელში რკინის საგანი უჭირავს. რკინა ასევე სახლის აშენებასაც, კარიერისთვის საფუძვლიან მომზადებას, ვინმესთან ურთიერთობებს ან სხვა დასახული მიზნის მიღწევას ნიშნავს.