კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ავადმყოფობა
აიურვედის მიხედვით
თუ ავადმყოფ ადამიანს ესიზმრება, რომ ავადაა, მაშინ მალე გამოკეთდება. თუ ავადმყოფობა დაესიზმრება ახალგაზრდა ადამიანს, მაშინ ეს სიზმარი იქნება ცუდი კომპანიისგან ან ცხელებისგან თავის არიდება. თუ დაგესიზმრათ, რომ ავად ხართ, მაშინ თქვენ, სავარაუდოდ, ცდუნების მსხვერპლი იქნებით. თუ წინ არ აღუდგებით მას, ის ავნებს თქვენს ხასიათს.
დაგესიზმრათ ავადმყოფობა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ავად ხართ, გპირდებათ მეტ უძლურებას ან არასასიამოვნო საუბარს. ახალგაზრდა ქალის მიერ თავისი თავის უკურნებელ ავადმყოფად ნახვა ნიშნავს, რომ ცოტა ხანში ის ძალიან დააფასებს გაუთხოვარი გოგოს მდგომარეობის მშვენიერებას. თუ თქვენ დაინახავთ სიზმარში ავადმყოფ ნათესავს- ეს ნიშნავს, რომ მოულოდნელი მოვლენა დაარღვევს თქვენი სახლის კეთილდღეობას. ცოფით, წყლის შიშით დაავადება გაფრთხილებს არაკეთილმოსურნეების ცილისწამებას. თუ სზმარში თქვენ გიკბენთ ცოფიანი ცხოველი- რეალურ ცოვრებაში უფრთხილდეთ ტყუილს ახლო მეგობრის მხრიდან. სიზმარში მუცლის ტიფი ასევე გაფრთხილებთ თქვენ: იყავით ფრთხილად თქვენს მტრებთან და ყურადღებით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. სიზმარში ტიფის ეპიდემიის დაკვირვება- თქვენი საქმის არახელსაყრელ განვითარებას მოასწავებს. წყლის შიშით დაავადება სიზმარში- რამე ავადმყოფობის თავიდან მოშორება. თუ მისით ვინმე სხვაა დაავადებული- კარგ სიახლეებს ელოდეთ. განგრენა სიზმარში არაფერ კარგს არ გპირდებათ წინ. დიზენტერია სიზმარში თქვენ ან თქვენს ახლობლებს- ასევე ცუდის მომასწავებელია. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით თავისი საქმეები მიმართ- შესაძლებელია წარუმატებლობები ვინმეს დაუდევრობის გამო. თქვენი თავის სულიერად ავადმყოფად ნახვა- თქვენი შესრულებული სამუშაოს მოულოდნელ ცუდ შედეგს ან ავადმყოფობას მოასწავებს, რომელიც ყველაზე ცუდი გზით შეცვლის თქვენი მომავლის ხედვას. ყვითელით დაავადება სიზმარში ნიშნავს რთული ამოცანების სწრაფ ხელსაყრელ გადაწყვეტას. სიზმარში ნახვა, რომ თქვენი შვილი კრუპით არის ავად,- მთლიანობაში კარგის მომასწავებელია: ამაო შიშები თქვენს შვილზე გაივლის, და სახლში შეთანხმება დამკვიდრდება. პოდაგრა სიზმარში გპირდებათ არაჩვეულებრივ გაღიზიანებას უაზრო სიჯიუტისგან ვინმე ახლობლის გამო, რაც მიგიყვანთ მცირე მატერიულ ზარალამდე. კეთრით დაავადება- ავადმყოფობის მომასწავებელია, რის შედეგადაც თქვენ დაკარგავთ ფულს და გამოიწვევთ ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას. ამ საშინელი ავადმყოფობით დაავადებული ადამიანების ნახვა- მოასწავებს თქვენი სასიყვარულო საქმეების მოულოდნელი შეტრიალებას, რომელიც დაგაბნევთ. ვინმე განკურნება სიმსივნისგან- საქმეებში წარმატების და სიმდიდრის მომასწავებელი. სიმსივნით დაავადება- საყვარელ არსებასთან ჩხუბი. ასეთი სიზმრის მერე ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს და მიუშვას თავისი საქმეები. შესაძლებელია სიყვარულში გაცივება, დარდი და მღელვარება. იმის დანახვა სიზმარში, თუ როგორ აცარიელებს ქოლერა ქვეყანას, მოასწავებს რეალობაში ვირუსული დაავადების ეპიდემიას, მრავალ უბედურ და მრელვარე დრეს. ზოგადად ნებისმიერი სიზმარი ავადმყოფობაზე ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით საკუთარი პიროვნების მიმართ.
დაგესიზმრათ ექიმი
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა გოგოს დაესიზმრა ექიმი- ეს ნიშნავს, რომ ის შეწირვას თავის სილამაზეს ცარიელ გართობას. თუ ის სინამდვილეში არ არის ჯანმრთელი და ამიტომ ხედავს მსგავს სიზმარს, მაშინ ის მოასწავებს ავადმყოფობას და მღელვარებას, რომლებსაც მალე დაძლევს, თუ ექიმი მის სიზმარში არ გამოჩნდება ზედმეტად აღელვებული,- რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს დანაკარგით ან უბედურებით. თუ ქალი სიზმარში თხოვდება ექიმზე- ეს შესაძლებელი ტყუილის მომასწავებელია მომავალში. ექიმი- თაღლითი, რომელიც ამაოდ ცდილობს სიზმარში თქვენს განკურნებას, მოასწავებს მღელვარებას და ავადმყოფობას. თუ თქვენ სიზმარში მიდიხართ კბილების სამკურნალოდ სტომატოლოგთან- ეს მალე იმედგაცრუების ნიშანია. შესაძლებელია, რომ ახლობლების არაგულწრფელობა გულს გატკენთ. თუ ტქვენ ხედავთ სტომატოლოგს, რომელიც უკურნავს კბილებს ახალგაზრდა გოგოს,- რეალობაში თქვენ უნდა ელოდოთ ნამდვილს სკანდალს თავისი მეგობრების წრეში.
დაგესიზმრათ საავადმყოფო
მილერის მიხედვით
თავის თავის დანახვა, როცა საავადმყოფოს ტოვებთ ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ მზაკვრული მტრების მოშორებას, რომლებიც ცდილობდნენ თქვენთვის საკმაოდ ბევრი უსიამოვნების მიყენებას. სიზმარში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნახვა- გპირდებათ მეტ სულიერ დაძაბულობას, რომელთანაც თქვენ გადალახავთ სირთულეებს. თუ გესიზმრებათ, რომ ავად ხართ და ხართ საავადმყოფოს პალატაში, ეს არის მოსალოდნელი ავადმყოფობის ნიშანი. ავადმყოფების მონახულება- არასასიამოვნო სიახლეების მომასწავებელია.
დაგესიზმრათ ტკივილი
მილერის მიხედვით
ეს სიზმარი ჩვეულებრივ გამოწვეულია ფიზიკური მიზეზებით და არ საჭიროებს მსგავს განმარტებას. ზოგჯერ ტკივილის განცდა სიზმარში მოასწავებს, რომ მალე თქვენ მოგიწევთ დიდი უბედურების გადატანა. თუ თქვენ ხედავთ, თუ როგორ იტანჯებიან ტკივილისგან სხვები, ეს სიზმარი არის შესაძლებელი შეცდომის გაფრთხილება.
ექიმის ნახვა სიზმარში
ლოფას მიხედვით
ექიმის ფიგურა ხშირად გვხვდება სიზმრებში როგორც თქვენს გარემოცვაში ამ პროფესიის რეალური ადამიანის არსებობის ანარეკლი, თუმცა შეიძლება გამოჩნდეს როგორც თქვენი პირველადი ცოდნის მიმართ დამოკიდებულების სიმბოლო. ის სიმბოლურად გამოხატავს წმინდა ცოდნას, სულიერ ძალას და განკურნებას არა მხოლოდ სხეულისგან, არამედ სულისგან. ამ როლში შეიძლება გამოვიდნენ სიზმრების მრავალი პერსონაჟი- უცნობებიდან ოჯახის წევრებამდე ან მეგობრებამდე. ექიმთან შეხვედრა- ეს არის შეხვედრა მსოფლიო ქვეცნობიერიის სიბრძნესთან. მისი ფიგურა ატარებს რაღაც დამაშინებლად ზებუნებრივის და ამავდროულად, იმედისმომცემის; უსაფრთხო და, ამავდროულად, მღელვარების შთამაგონებელ ანაბეჭდს. ასეთი შეხვედრა ან უბრალოდ ექიმის ყოფნა ხშირად ცვლის ჩვენი მსოფლიოს აღქმას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ სიზმრების პერსონაჟის როლი- განასახიეროს წარსულის და მომავლის, ცნობიერი და სულიერი საწყისების კავშირი. ამგვარად, სიზმრები ექიმის ყოფნით ხშირად ასახავენ ჩვენს დამოკიდებულებას ფაქტორების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობაზე. გინახავთ თქვენი თავი თქვენი ოჯახის სხვა წევრების ან საზოგადოების მკურნალის როლში? ჩანს ექიმის ფიგურა, იქნებით ეს თქვენ თუ სხვა, კეთილმოსურნე, ძლევამოსილი ან ტაბუ უბრალო მომაკვდავებთან შედარებით, რომლებიც არიან სიზმარში?
რატომ გესიზმრებათ საავადმყოფო
ცვეტკოვას მიხედვით
ნათლობა, ვინმეს მონახულება ან მიყვანა- წარმოუდგენელი ამბები, მასში ყოფნა- უფულობა, უხერხული მდგომარეობა; ფსიქიატრიული, მასში განთავსება- სრული წარმატება, სახელი განთქმა, აღიარება; ექიმად, მედდად ყოფნა- წარმატებული საქმეები; საავადმყოფოში მოხვედრა- სხვა სქესის ინტრიგებს უფრთხილდი.
რატომ გვესიზმრება ექიმი
ცვეტკოვას მიხედვით
ნახვა - ქალისთვის დანაკარგი პირადში, კაცისთვის- საქმეებში; კბილის ექიმი- ავადმყოფობისკენ; საზოგადოებაში, კომპანიაში ექიმის ნახვა- იღბლის, კეთილდღეობის ნიშანია; სასიყვარულო ნუგეში (ქალებისთვის); ცხოვრებაში ამაღლება (კაცებისთვის); მიღებაზე ყოფნა ან შეხვედრა (ახალგაზრდა ექიმის)- ფულისკენ, (მოხუცის ექიმის)- პროტექციისკენ, დაცვისკენ, (ქალი-ექიმის)- ავადმყოფობა ან უსიამოვნებები გაივლის.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ავადმყოფობაზე
ვანგას მიხედვით
არ უნდა აღვიქვათ სიზმარში ამ სიმბოლოს გამოჩენა როგორც რამე ტრაგიკული. ბიბლიური ახსნით ავადმყოფობა ეგზავნება ადამიანებს როგორც სასჯელი ცოდვებისთვის და აზრების, გრძნობების, ქცევების განწმენდისთვის. ადამიანისთვის ეს სიმბოლო არის იმის გაფრთხილება, რომ დადგა დრო გადახედოს თავის პოზიციას და ცხოვრებისეულ ფასეულობებს. სიზმარი, რომელშიც თქვენი თავი დაინახეთ მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული იმას მოწმობს, რომ რეალობაში თქვენ არასწორად მოიქეცით და სულში თქვენს თავს განსჯით წუთიერი სისუსტისთვის. სიზმარში თქვენთვის ახლო ადამიანის ავადმყოფად ნახვა იმი ნიშანია, რომ რეალობაში თქვენს ახლობლებს სჭირდებათ მხარდაჭერდა და ყურადღება. სიზმარში თქვენ დაინახეთ ამომწვარ მიწაზე ადამიანებსი ბრბო, რომლებიც იხოცებიან ქუჩებში მძიმე და უკურნებელი სენისგან,- ეს სიზმარი წინასწარმეტყველებს ეკოლოგიურ უბედურებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებით. შესაძლებელია, თქვენ გახდებით ამ კატასტროფის მოწმე. სიზმარში თქვენი თავის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელებულად ნახვა- რეალობაში შეძლებთ არასასიამოვნო სიტუაციისგან თავის დაღწევას. თუ სიზმარში თქვენთვის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა მძიმე სენისგან- ეს ნიშნავს გაფუჭებულ ურთიერთობებს და პირად პრობლემებს.
რატომ გვესიზმრება ტკივილი
ცვეტკოვას მიხედვით
განთავისუფლება იმაში, რაც ნიშნავს მტკივნეულ ადგილს.
სიზმარში ავადმყოფობის ნახვა
ლოფას მიხედვით
განკურნებადი დაავადებები მეტყველებს კეთილმოსურნე დამოკიდებულებაზე გარშემო სამყაროს მიმართ. ბევრ ჩვენგანს სურს სჯეროდეს, რომ ჩვენ კეთილი ადამიანები ვართ, რომლებსაც შეუძლიათ თავისი წვლილის შეტანა კაცობრიობის მემატიანეში. ხოლო ავადმყოფობა და მისგან განკურნება იძლევა შესაძლებლობას, რომ იგგრძნო ძალაუფლება სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. ავადმყოფობა ასახავს თვითგანადგურებელი ცხოვრების სტილს, განსაკუთრებით თუ ავადმყოფობის შედეგად თქვენ ხდებით დასახიჩრებული. ვინმესგან ავადმყოფობის გადადება ნიშნავს, რომ თქვენუარყოფითად ხართ დამოკიდებული ამ ადამიანის თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მიმართ. თუ სენი ატარებს ამკრძალავ ხასიათს, როგორც, მაგალითად, შიდსი ან სხვა ვენერული დაავადება, ნიშნავს, რომ შეწუხებული ხართ თქვენი ცხოვრების მორალური მხარით. დაავადებას ასევე ასახავს თქვენში არსებულ შიშებს, როგორც რაციონალური ოჯახური ისტორია, ისევე ირაციონალური, მაგალითად საგაზეთო სტატია როგორც საწყისი მოვლენა. არის თუ არა რამე არაჩვეულებრივი ამ დაავადებაში: მაგალითად, მის შესახებ იცის მხოლოდ პირთა გარკვეულმა წრემ, ან, შეიძლება, ის გამოვლინდება თქვენთან მხოლოდ კონკრეტული ადამიანების დასწრებით? სხეული ხშირად სიმბოლურად გამოხატავს თქვენი გარშემომყოფებთან ურთიერთობების ემოციურ ავსებას. ცდილობთ თქვენ დამალოთ ტქვენი დაავადება და მისი შედეგები თუ პირიქით ტრაბახობთ?
სიზმარში მედდის, მედძმის ნახვა
ლოფას მიხედვით
მედდა- სიზმრების სამედიცინო პერსონალის მონაწილებოთ უნიკალური პერსონაჟი რომანტიკის ორეოლის წყალობით, რომელიც თან ახლავს პროფესიების წარმომადგენლებს, რომელთა ამოცანაა, უპოვრების დახმარება. ზოგჯერ მედდები ანგელოზების სახით გამოდიან. რომანტიულ შეფერადებასთან ერთად, მედდები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები, როგორც უბრალო მოქმედი პირები სამედიცინო და ავადმყოფურ სიზმრებში.
სიზმარში სამედიცინო პერსონალის ნახვა
ლოფას მიხედვით
მეცნიერების და ტექნიკის საუკუნეში ჩვენ სულ უფრო ნაკლებად ვგრძნობთ დამოკიდებულებას საღვთო ძალებზე და უფრო ვენდობით სპეციალისტების პროფესიონალიზმს. ამ კავშირში ფსიქიკის აშლილობამ შეიძლება მიიღოს სამედიცინო სიზმრის ფორმა. სამედიცინო სიზმრები შეიძლება გამოვლინდეს სამ ტიპიურ ვარიანტში: თქვენ პაციენტის როლში, თქვენ ექიმის როლში და თქვენ იღებთ ექიმის დახმარებას უხერხულ, აბსურდულ გარემოებებში. პაციენტის როლი ასახავს თქვენს სურვილს ისარგებლოთ გარე დახმარებით რამე დაავადების სამკურნალოდ. სიზმარში ეს გამოიხატება უძლურობის გრძნობით ან უუნარობით გავლენა მოახდინოთ მომხდარ მოვლენებზე. ფიზიკური აშლილობის სურათი, ალბათ, სიმბოლურად გამოხატავს ემოციური დისკომფორტის ზონას. ამ ორ ცნებას შორის კავშირი შეიძლება სხვადასხვა იყოს. თუ თქვენ გამოდიხართ მკურნალი ექიმის ან მედდის როლში, შეიძლება არ იცოდეთ თქვენი პაციენტი, მაგრამ თქვენს თავს ხედავთ მინიჭებული ცოდნით და უნარებით, აუცილებელი იმისთვის, რომ დაეხმაროთ ავადმყოფს, გაუმკლავდეს მის სენს. თუ თქვენ იცნობთ პაციენტს- მით უკეთეს.სიზმარი შეიძლება ანიშნებდეს იმ ზრუნვას ან მხარდაჭერას, რომელსაც უზრუნველყოფთ რეალურ ცხოვრებაში. პაციენტის ავადმყოფობის აშკარა სიმპტომები შეიძლება იყოს დაკავშირებული ცხოვრების იმ მხარესთან ან პიროვნებათაშორის ურთიერთობასთან, რომლებსაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ექიმებისგან ან მედდებისგან დახმარების მიღების სიუჟეტი აბსურდულ გარემოებაში ჩვეულებრივ ეკუთვნის იმ სიზმრების კატეგორიას, რომელთა ზუსტი ინტერპრეტირება რთულია. შესაძლებელია, გარშემომყოფები ვერ ხვდებიან თქვენს საჭიროებებს, ან თქვენ არ შეგიძლიათ მათი ზუსტი ფორმულირება. სავარაუდოდ, ტქვენი კავშირები ადამიანებთან საკმაოდ არამდგრადია და თქვენი მოთხოვნილებები, არსებითად, არ კმაყოფილდება. რომანტიული კავშირი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთან- კიდევ ერთი შესაძლო განვითარების სცენარი სიზმარში, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი. მსგავსი სიზმრები მიანიშნებენ ტქვენს სურვილზე მიაღწიოთ მეტ ყურადღებას იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც მოგწონთ რეალურ ცხოვრებაში. ან თქვენ იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელიც მიდრეკილია ექიმების/ მედდების შეყვარებულობისკენ და სიზმარში განიცდით სურვილების აღსრულებას. ექიმი, რომელიც ჩნდება თქვენს სიზმარში, სიმბოლურად გამოხატავს ადამიანს, რომელიც ცდილობს გადაარჩინოს თქვენი ახლობლის სიცოცხლე. შესაძლებელია, ექიმი- თქვენივე თავის ანარეკლია, რომელიც მიანიშნებს ვინმეს დახმარების სურვილს, ვისაც ეს დახმარება სჭირდება. ექიმი გაიგნორებთ ან არ შეუძლია თქვენი კითხვების გაგება? ექიმი გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება?
სიზმარში ტკივილის ნახვა
ლოფას მიხედვით
ფიზიკური. ტკივილი სიზმრებში- საინტერესო მოვლენაა. ზოგჯერ საწყისი მოვლენა არის მძინარის მოუხერხებელი მდგომარეობა; ამგვარად სხეული გეუბნებათ: "ძვირფასო, გადატრიალდი სხვა მხარეს". თანაც გონების შესაძლებლობა გამოიმუშაოს ფიზიკური სტიმულები, რომლებიც შეესაბამება სიზმრის მოვლენებს, უკვე თავითავად არის საოცარი. ემოციური თვალსაზრისით, სიზმრები ფიზიკური რეაქციების ელემენტებით უფრო რეალისტურია, ან, უფრო სწორად, უფრო რეალური. ხშირად მტკივნეულ შეგრძნებებს აქვს შეხება სხეულებრივი დაზიანებების გარკვეულ სფეროსთან. ყველაზე უფრო ესადაგება ასეთი შეგრძნებები იმ სიზმრებს, სადაც არსებობს დარტყმები, ინფექციები ან ამპუტაცია, ტანაც ფიზიკურ შეგრძნებებს თან ახლავს ვიზუალური გარეგნობა. ეცადეთ გაიხსენოთ, ზუსტად სად იგრძნობოდა ტკივილი და მიუსადაგეთ სხეულის ეს ნაწილი მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულ თქვენი ცხოვრების ასპექტებს. იყო თუ არა ტკივილი გამოწვეული თქვენ მიერ, სხვა პირის ან საგნის მიერ? ის გამოწვეულია განზრახ თუ შემთხვევით? მტკივნეული შეგრძნება იყო იმდენად ძლიერი, რომ ამპუტაციამდე შეიძლება მისულიყო , ან უბრალო დისკომფორტს იწვევდა? ფსიქოლოგიური. სიზმრებში ჩვენ ხშირად ვხვდებით დილემებს, რომლებიც არის მძინარის მღელვარების წყარო. ზოგიერთი ნივთი, რომელთა უშუალო მნიშვნელობაც ჩვენთვის მიუწვდომელია, რჩება უცნობი თვითანალიზის შედეგადაც, რადგან მათი გამოცნობის ტრავმატული ეფექტი შეიძლება ნამდვილად გამანადგურებელი იყოს. თუ სიზმარი არის ფსიქოლოგიური ტკივილის წყარო, მას უნდა მოეკიდოთ დაახლოებით ისე, როგორც სიზმარს, რომელშიც არსებობს ფიზიკური ტკივილი. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ საჭიროა დახმარება, თუ ის გამოაჩენს თავის თავს მხოლოდ რომელიმე ქმედების სწრაფი მიმდინარეობის შედეგად? რამდენად ხშირად ჩნდება მტკივნეული შეგრძნებები? ძლიერდება თუ არა ტკივილი თუ რჩება იმავე დონეზე? გაწუხებთ დარჩენილი მტკივნეული შეგრძნებები რეალურ ცხოვრებში და როგორ გავლენას ახდენს თქვენი ყოველდღიური მოვალეობების შესრულებაზე? ტქვენ გრძნობთ, რომ გაქვთ საკმარისი ცოდნა და რესურსი, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ტკივილის, თუ გიჩნდებათ გრძნობა, რომ ტკივილის ფესვები თქვენი მეხსიერების სიღრმეში მიდის? გააჩნია პასუხებს, რომლებსაც გასცემთ დასმულ კითხვებზე, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ პროფესიონალური დახმარება, რათა გაარკვიოთ იმ ფსიქოლოგიური ტკივილი, რომელსაც განიცდით სიზმარში.