კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
მღვდლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
მოძღვარი სიზმარში – ავადმყოფობის ნიშანია. თუ სიზმარში ხედავთ, რომ მოძღვარი დაკავებულია საეკლკესიო საქმიანობით – ავადმყოფობა და მოუსვენრობა გელით. თუ ქალს ესიზმრება, რომ მოძღვარზეა შეყვარებული – ეს ნიშნავს, რომ უნდა უფრთხილდეს საყვარლსიგან მოტყუებას. თუ ქალს ესიზმრება, რომ მოძღვარი ცდილობს მისი სიყვარულის მოპოვებას – მას გაკიცხავენ სითამამისა და გართობის ზედმეტად სიყვარულისთვის. თუ მოძღვარს აღსარებას აბარებთ, წინ დამცირება და მწუხარება გელით. ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ ჩაიდინეთ, ან მომავალში ჩაიდენთ ისეთ, რამეს, რაც მოგაყენებთ ზიანს. მოძღვარი ან მოციქული - სასულიერო პირები და სიზმარი, რომელშიც მათ ხედავთ, ნიშანია თქვენს მიერ ჩადენილი ცოდვებისა და არსებული სისუსტეებისა, რაც თავის მხრივ გაფრთხილებთ, რომ მეტად უნდა დაუკვირდეთ საკუთარ ქცევას. თუ სიზმარში მოძღვარს ხედავთ, მაგრამ არ ესაუბრებით მას - სხვის ნება-სურვილს დაემორჩილებით. თუ ესაუბრებით - სამომავლოდ დიდი პატივი გელით. სიზმარი, რომელშიც მოძღვარი დაღლილი და მოწყენილია, გაფრთხილებთ სამომავლოდ დიდ სიბოროტეზე.
რას ნიშნავს სიზმარში მღვდელის ნახვა
ვანგას მიხედვით
თუ სიზმარში მოძღვარს ხედავთ, რომელიც ლოცვას აღავლენს - ეს იმის ნიშანია, რომ დადგა დრო მიმართოთ ღმერთს და მოინანიოთ ჩადენილი ცოდვები. თუ სიზმარში მოძღვარი გლოცავთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში გავლენიანი პირის მფარველობას მიიღებთ და წარმატებები გექნებათ ყველა სახის წამოწყებაში. თუ სიზმარში საკუთარ თავს ანაფორაში ხედავთ, ეს მიგანიშნებთ იმას, რომ დედამიწაზე მოვლენილი ხართ სხვების დასახმარებლად და სიკეთის საკეთებლად. შეიძლება მსგავსი სიზმარი იმასაც ნიშნავდეს, რომ სასულიერო მოღვაწეობა გიწერიათ ბედისგან. თუ კათოლიკე სასულიერო პირი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში გარდატეხები გელით. შეიძლება რთული არჩევანის გაკეთება ან მძიმე გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ. თუ სიზმარში მოძღვარი ჯვარს გწერთ, რეალურად გელით ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად. აღსარების ჩაბარება სიზმარში – ნიშნავს, რომ მალე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომლისგან თავის დაღწევასაც გავლენიანი ნაცნობის წყალობით შეძლებთ, თუმცა დახმარებამდე, ის მოითხოვს სიტუაციაში გარკვევას და ახსნა-განმარტებებს, რაზეც თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ დუმილს.
რატომ გვესიზმრება მღვდელი
ცვეტკოვის მიხედვით
წარმატება, სასიამოვნო ცნობა.
რატომ გვესიზმრება საკურთხეველი
ცვეტკოვის მიხედვით
ახალი შესაძლებლობები; შესაწირის მიტანა, ყვავილების დადება — ქორწილის ნიშანია; მუხლის მოდრეკვა — დახმარებას მიიღებს ის, ვინც მუხლმოდრეკილია.
რატომ გვესიზმრება ტაძარი
ცვეტკოვის მიხედვით
წარმატების ნიშანია.
საკურთხევლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში საკურთხეველთან მღვდლის ნახვა – ნიშნავს საქმიანობაში, საოჯახო საკითხებში კამათს და საქმეების ცუდად წარმართვას. ჯვრისწერის ნახვა – თქვენს მეგობრებს სამწუხარო ამბები შეემთხვევათ. ზოგადად, საკურთხეველი გესიზმრებათ იმიტომ, რომ დაგიცვათ რეალურ ცხოვრებაში მცდარი ნაბიჯებისგან. მსგავსი სიზმარი ასევე მონანიების საჭიროების მიმანიშნებელიცაა.
ტაძრის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
ტაძრები და სულიერი მოძღვრები ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ. ეს იმით აიხსნება, რომ ბევრი სიუჟეტი მოიცავს განწმენდის ელემენტებს, სულიერი ცხოვრებისთვის მზაობას, მორალურ ფასეულობებს ან უფლის წინაშე დადებული პირობის შესრულების აუცილებლობას. ასეთი სიზმრები მაშინ მოდის, როცა შინაგანი სამყარო სუსტი გაქვთ და ცდილობთ მის გამყარებას. მსგავს სიზმრებში სასულიერო პირებად უცხო ადამიანები ჩნდებიან, რომლებიც მიგანიშნებენ რა უნდა გააკეთოთ სულიერი სამყაროს მოსაწესრიგებლად და ცხოვრების რომელ ნაწილებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ასაკობრივად, როგორც წესი, ისინი უფროსები არიან, თან იმავე სქესის წარმომადგენლები, ვინც სიზმარს ხედავს. თუ ტაძარში სასულიერო პირები ან მოძღვარი არ არის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენი შინაგანი სამყარო ეწინააღმდეგება რეალურ ცხოვრებაში გაკეთებულ მორალურ არჩევანს და მიგანიშნებთ, რომ მეტი დაფიქრება გჭირდებათ.