სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბისერი
მილერის მიხედვით
სიზმარში ბისერის ნახვა- გპირდებათ თქვენ მიმართ ადამიანების ყურადღებას, რომლებიც საზოგადოებაში მაღალ პოზიციას იკავებენ. ბისერის დათვლა- სასიხარულო მოვლენებისკენ. ბისერის წამოცმა- მდიდარი ადამიანების კეთილგანწყობა. თუ სიზმარში ისვრით ბისერს- მეგობრების პატივისცემის დაკარგვა გემუქრებათ.
დაგესიზმრათ ვერცხლი
მილერის მიხედვით
ვერცხლი სიზმარში არი გაფრთხილება: ნუ ენდობით ფულს ზედმეტად, აღწევთ რა ბედნიერებას და კმაყოფილებას. ვერცხლის მონეტის ნახვა- სხვა ფულის ნაკლებობის მოწმობაა. შესაძლოა, ზედმეტად ხშირად ჩქარობთ დასკვნებთან საკუთარი დამვიდების გულისთვის. სუფრის ვერცხლი სიზმარში მღელვარებას და დაუკმაყოფილებელ სურვილებს მოასწავებს
დაგესიზმრათ მარგალიტი
მილერის მიხედვით
სიზმარში მარგალიტის ნახვა- კარგ ბიზნესს, წარმატებულ ვაჭრობას და საზოგადოებრივ საქმიანობაში იღბალს მოასწავებს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ შეყვარებული მას მარგალიტს ჩუქნის, ის ძალიან ბედნიერი იქნება: მას მხიარულებაც, სიამოვნებაც, მოსიყვარულე და ერთგული ქმარი ელოყება, რომლისთვისაც ეგოისტური ეჭვიანობა, რომელიც ბედნიერებას ანადგურებს, მიუღებელია. თუ ქალი კარგავს ან აბნევს მარგალიტს, დაიტანჯება აღუწერელი სევდისგან. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში მარგალიტით აღფრთოვანება- ნიშნავს, რომ წმინდა სიყვარული მის სულს აღავსებს, და ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა რჩეულს მოეწონოს.
დაგესიზმრათ საიუველირო ნაკეთობები
მილერის მიხედვით
სიზმარში გატეხილი ან გაფუჭებული საიუველირო ნაკეთობების ნახვა- მწვავე იმედგაცრუებას მოასწავებს, რომელსაც გადაიტანთ, როცა სასურველ მიზანს მიაღწევთ. ეს სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს, რომ მალე ერთგული მეგობრები გიღალატებენ, ხოლო საქმეებზე საზრუნავი მხოლოდ თქვენს მხრებზე დაგაწვებათ.
დაგესიზმრათ სამაჯური
მილერის მიხედვით
სიზმარში სამაჯურის ნახვა თავის ხელზე- საყვარლის ან მეგობრის საჩუქარი- არის ადრეული და ბედნიერი გათხოვების ნიშანი. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს თავის სამაჯურს- მას სხვადასხვა უსიამოვნება ელოდება. სიზმარში სამაჯურის ნახვა- მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი გახდებით.
ვერცხლი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ვერცხლი- სიკეთის, მთვარის სიმბოლოა. ვერცხლის ნაწილის ნახვა, რომელსაც მიწიდან იღებენ- სიზმარი ნიშნავს, რომ ახალი საბადო იქნება აღმოჩენილი, რომელიც ბევრ შემოსავალს მოიტანს. ხიდის ნახვა, რომელიც ვერცხლისგანაა გაკეთებული- საეჭვო იღბლის, კავშირის სიმბოლოა, რომელიც ფულითაა ნაყიდი. ვერცხლის მონეტების ნახვა მთვარის გამოსახულებით- არსებების მოსვლის ნიშანია, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ რომლებიც დედამიწას სიგნალებს დიდი ხანია უგზავნიან. ბევრი ვერცხლით სავსე ზანდუქის ნახვა - სიზმარი, რომელიც ფულადი ნიშნების მრავალდონიან რეფორმას მოასწავებს. უზარმაზარი გველის ნახვა, რომელიც ვერცხლის გროვას იცავს- იმის სიმბოლოა, რომ დიდი მნიშვნელობის და შედეგის არქეოლოგიურ აღმოჩენას გააკეთებენ, მას საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება და ძველი ცივილიზაციების ისტორიის სახელმძღვანელოებში ცვლილებებს შეიტანს . ვერცხლის სვეტების ნახვა, რომლითაც ბაღია შემოფარგლული - განუვითარებელ ქვეყნებს შორის აგრესიის მატების ნიშანია, რომელიც გადასახლებასთან ან ახალი ტერიტორიების ძალით დაპყრობასთან არის დაკავშირებული.
მარგალიტი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში მარგალიტისგან სამკაულების ნახვა - ასეთი სიზმარი დედამიწაზე საოცარი სილამაზის სანახაობაის გაჩენას მოასწავებს, რომლის მოწმეები ისეთ გულწრფელობას მიიღებენ, რომელიც მათ ჩვეულებრივ ცხოვრებას გადაატრიალებს. სიზმარში ნიჟარის გახნსა და იქ მარგალიტის ნახვა- მოულოდნელ მოვლენას მოასწავებს, რომელიც სერიოზულად შეარყევს ბევრი ადამიანის ფსიქიკას. სიზმარში შავი მარგალიტის ნახვა- საშინელი ნიშანია, რომელიც ბოროტი ძალების მოსვლით იმუქრება. ყველაზე საშინელი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების სუსტი ნერვული სისტემით ბოროტებას მოემსახურებიან, არც შეეპარებათ ეჭვი ამაში, თითქოს ჰიპნოზს ან ბოროტების ჯადოსნურ ზემოქმედებას დაექვემდებარნენ. თუ სიზმარში ყიდულობთ იშვიათ მარგალიტს, ნიშნავს, რომ თქვენში უდიდესი პოტენციალია დამალული, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება უცაბედი ცვლილებების გავლენის ქვეშ.
რატომ გვესიზმრება ვერცხლი
ცვეტკოვის მიხედვით
მემკვიდრეობის ან სხვა ქონების მიღებისკენ ( მუსულმანური ახსნა)
რატომ გვესიზმრება მარგალიტი
ცვეტკოვის მიხედვით
ცრემლები
რატომ გვესიზმრება მეტალი
ცვეტკოვის მიხედვით
გამდნარი- აუსრულებელი
რატომ გვესიზმრება სამაჯური
ცვეტკოვის მიხედვით
ჩასაფრება; ხელზე- სკანდალური ისტორია, მიღება- საიდუმლო სიყვარულო
სიზმარში მარგალიტების ნახვა
ლოფას მიხედვით
არქეტიპის დონეზე მარგალიტი განიხილება როგორც ნახევრადძვირფასი ქვა. ცალკეული მარგალიტები სიზმრებში პირადი აღმოჩენების მომენტებს ეკუთვნის. ადამიანების უმეტესობა, რომლებიც მათზე სიზმარს ხედავენ, აცნობიერებენ, საიდან ჩნდება ისინი, და განიხილავენ მარგალიტებს როგორც საგანძურს, რომელიც უნდა ნახონ. თუმცა მარგალიტები იშვიათად მდებარეობს ნიჟარებში: მათ უბრალოდ პოულობენ და გადასცემენ მძინარისთვის, ან თვითონ მძინარე აძლევს მათ სხვებს. ასეთი ჟესტი საიდუმლო ცოდნის გადაცემას განასახიერებს მძინარეს და სიზმრის სხვა პერსონაჟებს შორის. მარგალიტის სამკაულები ხშირად აღიქმება როგორც ძვირფასი საჩუქარი და ასოცირდება რაღაც კლასიკურთან, თანამედროვეობისგან შორეულთან. შესაძლოა, ეს არის ძველი ფულის გამოსახულების მეტაფორა, ძველსა და ახალს შორის კონტრასტი. როგორ მოხდა თქვენთან მარგალიტები ან მარგალიტის სამკაული? იყო თუ არა მარგალიტი ძვირადღირებული წვრილმანი თუ ოჯახური ძვირფასეულობის სტატუსი ჰქონდა, ჰქონდა ემოციური ქვეტექსტი? მოეკიდეთ მარგალიტს როგორც სამყაროს საჩუქარს, სხვა ადამიანის საჩუქარს, ან საჩუქარს, რომელიც სხვას აჩუქეთ? ვინ იღებდა მონაწილეობას სჩუქრის მიცემაში? ეს მოვლენა ეხმიანებოდა თქვენს რეალურ ცხოვრებას თუ დისონანსში იმყოფებოდა მასთან?
სიზმრის მნიშვნელობა ბისერის შესახებ
ფროიდის მიხედვით
დასიზმრებული ბისერი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში მიდრეკილი ხართ წვრილმანებით გაცვლისკენ. არ გაქვთ ის გულუხვობა, რომელიც იპყრობს და თავს აყვარებს. თქვენთან სექსი ნამდვილად სიამოვნებას პედანტს თუ მიანიჭებს.
სიზმრის მნიშვნელობა ვერცხლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ რაღაც ვერცხლის ნაკეთობები დაგესიზმრათ, ნიშნავს, რომ მალე საჩუქრად მიიღებთ ნივთს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით
სიზმრის მნიშვნელობა მარგალიტის შესახებ
ფროიდის მიხედვით
არც ისე კარგ ნიშნად იგულისხმება, როდესაც მარგალიტი გესიზმრებათ, რადგან ადამიანს ცრემლებს, იმედგაცრუებას მოასწავებს. ამიტომ თუ დაგესიზმრათ მარგალიტი- ნიშნავს, ურთიერთობების გაწყდება. ამისკენ მიდიოდა ყველაფერი, რამის გაკეთება თქვენს ძალას აღემატება. თუ სიზმარში მარგალიტით მოირთეთ- ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ეცდებით დაკარგული ურთიერთობების აღდგენას. ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან პარტნიორი ვერ ნახავს მათი აღდგენის აზრს და შეეწინააღმდეგება თქვენს სურვილს. ნუ გამოავლენთ დაჟინებას, რათა საბოლოოდ არ განაწყოთ ადამიანი თქვენ წინააღმდეგ. ჯობია შეინარჩუნოთ თბილი მეგობრული ურთიერთობები, ვიდრე მტრობა მიიღოთ.