სიზმრების ახსნა
სამგზავრო ჩანთის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ბევრ სამგზავრო ჩანთას ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ წინ მოგზაურობასთან დაკავშირებული მზადება და არეულობა გელით. თუ სამგზავრო ჩანთებში ნივთებს ალაგებთ, ესეიგი მსხვილი დანაკარგი გელით. პრობლემები გაგიჩნდებათ უძრავ ქონებასთან და მის დაზღვევასთან დაკავშირებით. თუ სიზმარში სადგურში ზიხართ სამგზავრო ჩანთებთან ერთად, მიგანიშნებთ, რომ მოლოდინებში მოტყუვდებით, თუმცა საქმეების გამოსწორებას შეძლებთ. თუ სიზმარში მოუხერხებელი და მძიმე სამგზავრო ჩანთა მიგაქვთ, რეალობაში გააცნობიერებთ, რომ ავი ჩანაფიქრის განხორციელება არ არის ყოველთვის სიამოვნების მიღების საბაბი, ზოგჯერ სასარგებლოა სულგრძელობის გამოჩენაც.