სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ სარკე
მილერის მიხედვით
სიზმარში სარკეში იყურებით, ეს ნიშნავს, რომ ბევრი უთანხმოება შეგხვდებათ . თქვენი ტანჯვის მიზეზი სხვისი ავადმყოფობა იქნება. სიზმარში გატეხილი სარკის ნახვა ნათესავის მოულოდნელ გარდაცვალებას მოასწავებს. სხვების ნახვა სარკეში თქვენ მიმართ მათ უსამართლო ქცევას მოასწავებს. სიზმარში ცხოველების ნახვა იმედგაცრუებას და დანაკარგს ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში ნანახი გატეხილი სარკე წარუმატებელ მეგობრობას და არც ისე ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. სარკეში ფერმკრთალი და დაქანცული შეყვარებულის ნახვა მის სიკვდილს ნიშნავს. ასევე, შესაძლოა, რომ ნიშნობა არ მოხდება. თუ ის ბედნიერად გამოიყურება, მაშინ თქვენ შორის გაუგებრობები მოიმატებს. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თანხმობა ისევ დამკვიდრდება თქვენს გულებში. სიზმარში უბრალოდ სარკის ნახვა შესაძლო ტყუილს ან რთულად გადასალახ დაბრკოლებებს ნიშნავს. ქალისთვის ეს სიზმარი შეიძლება გახდეს ოჯახური დაპირისპირებების ან განქორწინების ნიშანი.
რატომ გვესიზმრება სარკე
ცვეტკოვის მიხედვით
გატეხა- დანაკარგი ღალატის გამო, დაშორება; თავისი სახის ნახვა- ამბები შორიდან, მოგება პირადში, ბავშვების გაჩენა; როგორც გამოიყურები- ასეთივე დამოკიდებულება აქვთ შენ მიმართ; თუ მთლიანად ხედავთ თავის თავს- ავადმყოფობას ნიშნავს; სახე არ გაქვთ- ავადმყოფობა, უიღბლობა; უცნობი სახე- დიდი ცვლილებები, საყვარლის ღალატი; საკუთარი ანარეკლი- უკუგაგდებენ, ფინანსური უიღბლობა; შეყვარებულის ნახვა- საბაბი დაშორებისთვის; ცოლი ხედავს ქმარს- ღალატი; უცნობს- შემთხვევითი კავშირი; (კაცისთვის) უცნობი ქალის ნახვა- კავშირი- ხაფანგი, მოერიდე ხაფანგს პირადში.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სარკის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში სარკეში თავისი ანარეკლის ყურება იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები თქვენზე. ხშირად უყურებთ საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან, ცდილობთ, გააანალიზოთ თქვენი ქცევები და საქმეები. თუ სარკეში იყურებით, მაგრამ თქვენს ანარეკლს ვერ ხედავთ, ასეთი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ უწმინდური ძალის ძალაუფლების ქვეშ ხართ მოქცეული, რომელიც თქვენი ხელებით ბოროტებას ასრულებს. მიმართეთ ღმერთს, ან მძიმე ცხოვრება გელოდებათ. სიზმარში გატეხილი სარკის ნახვა დიდ უბედურებას მოასწავებს. თქვენ გელოდებათ ტანჯვა და ცრემლები. სიზმარში სარკესთან მკითხაობა იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში ზედმეტად გაინტერესებთ თქვენი მომავალი. ყველაფრის გაგება გინდათ: იქნებით თუ არა მდიდარი და ბედნიერი, რამდენი შვილი გეყოლებათ, გცემენ თუ არა პატივს გარშემომყოფები, და თქვენი გარდაცვლების დღეც. გახსოვდეთ, რომ ზუსტად ვერავინ ვერ უპასუხებს თქვენს კითხვებს. როდესაც მუდმივად მიმართავთ სხვადასხვა წინასწარმეტყველს ან თვითონ მკითხაობთ, ამით მხოლოდ უწმინდური ძალის ყურადღებას იქცევთ.
სარკე სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სარკე ორობითობის, საიდუმლოს სიმბოლოა. სიზმარში სარკეში თავისი ანარეკლის ნახვა მოულოდნელი ამბის მიღებას ნიშნავს. თუ სიზმარში სარკე გატეხეთ- რეალობაში განიცდით თქვენთვის ახლო ადამიანის ვერაგობის გამო. სიზმარი, რომელშიც სარკეში ურჩხული ნახეთ, მიანიშნებს თქვენი დაპირებების არაგულწრფელობასა და შინაგან სიცარიელეზე. თუ უზარმაზარი სარკე ნახეთ მუქი ზედაპირით, ინტრიგების და ცილისწამების მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში სარკეში თავისი ანარეკლი ვერ ნახეთ, ეს ცუდი ნიშანია. სიზმარში სარკესთან მკითხაობა ნიშნავს შიშს, ეჭვს, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უუნარობას.
სიზმარში სარკის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმრებში სარკეები ზუსტად გადასცემს რამის ანარეკლს, ასახავს საგნებს, ან ცვლილებები შეაქვს, როგორც ეს მულტფილმ "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" მოხდა, სადაც სარკე სხვა რეალობაში კარს წარმოადგენს. სარკე ხშირად იწვევს მღელვარებას თავისი უნარის გამო, შეფერადების გარეშე გვაჩვენოს ის, რაც გველოდება წინ. გვაიძულებს, ავხსნათ ნანახი და დავფიქრდეთ, მოგვწონს თუ არა ის. თუ სარკე საგნებს არათანმიმდევრულად ასახავს - ამატებს ან შლის დეტალებს- ის წარმოადგენს ცხოვრების აღქმის ანარეკლს რეალური მდგომარეობის ფონზე. ასეთ შემთხვევაში, სიზმარი მიგანიშნებთ იმაზე, რომ გარშემომყოფების მამოძრავებელ მოტივებს არასწორად განმარტავთ. ვინ ან რა არის დამატებული ან წაშლილი სარკიდან? და ბოლოს, სარკე , როგორც სიმბოლური კარი სხვა სამყაროში, ჩვეულებრივ, წარმოადგენს ქვეცნობიერის მიერ წარმოქმნილ ფანტაზიას. როდესაც ალისამ სარკე შემოაღო, აღმოაჩინა, რომ ის მეტაფორას წარმოადგენდა, რომელიც სხვა სამყაროების არსებობაზე მიანიშნებს. წარმოადგენს თუ არა თქვენი სარკე სხვა სამყაროს კარს ან საზღვრის გადაკვეთის ხაზს ? რა გიზიდავთ ან გაშინებთ ამ ახალ სამყაროში?