კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ნაცნობების დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ნაცნობ ადამიანს შეხვდით და მასთან სასიამოვნოდ ისაუბრეთ, რეალობაში საქმეები წარმატებით წაგივათ. ასევე, ეს სიზმარი მიანიშნებს ოჯახური უთანხმოების წარმოშობაზე. თუ საუბარი მაღალ ტონში მიმდინარეობს - რეალობაში კამათი და დამამცირებელი ტექსტების მოსმენა მოგიწევთ. თუ უხერხულობას გრძნობთ საუბრის დროს - დაუფიქრებლად მონაწილეობას მიიღებთ თქვენთვის მიუღებელ აქტივობაში, რსაც დიდი ხნის მანძილზე ინანებთ. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს სიზმარში ბევრ ნაცნობს - წინ რამოდენიმე მსუბუქი რომანი და საბოლოოდ დიდი სიყვარული ელის, რომელიც დიდ ბედნიერებას მოუტანს. თუ სიზმარში ახალგაზრდა ქალი შეწუხებულია ახლობლების ქცევით, რეალობაშიც იგივე ელის, თუ უფრო მეტად კრიტიკული არ იქნება საკუთარი ქცევისა და გარემოცვის მიმართ.
რატომ გვესიზმრება ნაცნობები
ცვეტკოვის მიხედვით
ძველი ნაცნობის შეხვედრა სიზმარში ნიშნავს, რომ რეალობაში დაკარგულს დაიბრუნებთ; ნაცნობებში ყოფნა - საქმეები წარმატებით წავა; ახალი ნაცნობობა - გაფრთხილება; თუ სიზმარში ვერ გცნობენ - ფულის შოვნა, დიდება; თუ თავად ვერ ცნობთ - ჭორები, სიცრუის გავრცელება, ზუგის შექცევა.
რატომ გვესიზმრება საუბარი
ჰასეს მიხედვით
თუ საუბრისას ჭამდით - მუცლის ღრუს დაავადებების მიმანიშნებელია; თუ მხოლოდ საუბრობდით - თქვენი სტატუსი საზოგადოებაში ამაღლდება და დაფასდებით.
სიზმარში გაცნობის ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე გაიცანით, ცხოვრებაში გამოირჩევით მორიდებული ხასიათით და უცხო ადამიანთან საუბრის გაბმა ყოველთვის გერიდებათ. რატომღაც მიდრეკილი ხართ საკუთარი თავის არასათანადოდ შეფასებისკენ, დიდი ხნის მანძილზე ინახავთ გონებაში მომხდარ ამბებს. გახსოვდეთ, რომ ძველი დროის ან წარსულში არსებული ადამიანების დაბრუნება შეუძლებელია. ნუ ფიქრობთ, რომ წარსულთან შეხვედრით დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ. შეწყვიტეთ წარსულით ცხოვრება. ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანს, რომელიც მოთმინებით და ჩუმად განაგრძობს თქვენს გვერდით არსებობას მთელი ამ წლების მანძილზე ერთგული მეგობრი სახით და დაფიქრდით, იქნებ დროა ამ როლზე მეტი შესთავაზოთ ურთიერთობაში?