დაგესიზმრათ შემწვარი თევზი
ფროიდის მიხედვით
დიდი შემწვარი თევზი გამოხატავს მოწინააღმდეგეს ან მტერს, რომელიც ჯერ დაგძლევთ, მაგრამ საბოლოოდ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნებით. სიზმარში თევზის ჭამა- თქვენს ხელმძღვანელობაზე უფრო ძლიერი და იღბლიანი იქნებით. თუმცა, ეს არ უნდა გამოიტანოთ სააშკარაოზე , რათა ხელმძღვანელობის უკმაყოფილება არ გამოიწვიოთ . სიზმარში თევზის შეწვა მოასწავებს გაუგებრობას, კონფლიქტებს ოჯახურ ან სამუშაო ასპექტში, ასევე მოულოდნელი ამბების მიღებას. სიზმარში ვინმე სხვა ამზადებს ხორცს- შესაძლებელია პრობლემები სახელმწიფო სტრუქტურებთან.
დაგესიზმრათ შემწვარი თევზი
ლონგოს მიხედვით
მოცემული ახსნა კარგი მნიშვნელობით განმარტავს სიზმარს შემწვარი თევზის შესახებ. ასეთი სიუჟეტი მოასწავებს იღბალს, სურვილების ასრულებას, საქმეებში წარმატებას. სიზმარი ასევე სასიამოვნო სიახლეების მიღებას ნიშნავს, ხოლო ორსული ქალისთვის- მალე განაყოფიერებას. სიზმარში შემწვარი თევზი შეიძლება მიანიშნებდეს ჩახლართული საქმის წარმატებულად დასრულებაზე, რომელსაც დიდი ხანი ვერ ასრულებდით. დაგესიზმრათ მსხვილი თევზი- დიდ მოგებას ნიშნავს, პატარა თევზი- უმნიშვნელო, მაგრამ სასიამოვნო შენაძენს.
დაგესიზმრათ შემწვარი თევზი
ოჯახური ახსნით
იმის ნახვა, რომ ვიღაც თევზს წვავს- უახლოეს დროს შესაძლებელია, გაუგებრობა მოხდეს მართლწესრიგის ორგანოებთან. მხოლოდ თქვენს გონივრულ ქცევაზე იქნება დამოკიდებული მისი წარმატებით გადაჭრა. ზოგადად, ეცადეთ, ფრთხილად მოიქცეთ, რათა არასასიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ. სიზმარში მსხვილი თევზის ჭამა- ასეთი სიზმარი მოასწავებს ძლიერ და საშიშ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას. ეს ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ გაქვთ ყველა შანსი, რომ გამარჯვებული გამოხვიდეთ. იმისთვის, რომ მსგავსი სიუჟეტის მქონდე სიზმარი სწორად ახსნათ, უნდა გახსოვდეთ, როგორ აღმოჩნდა ის თქვენს ხელში. თუ გაჩუქეს, ეს ნიშნავს, რომ ძალისხმევა უნდა დაატანოთ დასახული მიზნების მიღწევისთვის. თუ ის მაღაზიასა ან ბაზრობაზე იყიდეთ , ეს კეთილდღეობას, ბარაქას და წარმატებას გამოხატავს.
რატომ გვესიზმრება შემწვარი თევზი
მილერის მიხედვით
სიზმარში თვითონ შეიწვით თევზი- ეს სამუშაო გამგზავრებას ნიშნავს, რომელიც დიდ სარგებელს მოგიტანთ. თქვენ ბევრ გამოცდილებასა და ცოდნას მიიღებთ. თუ თევზს ( განსაკუთრებით პატარას) სხვა ადამიანი ამზადებს- ეს მოასწავებს ხარჯებს რომელიმე ღონისძიებაზე, რომელიც სარგებელს არ მოგიტანთ, მაგრამ ამასთან, სრულ სულიერ კმაყოფილებას განიცდით. სიზმარში შემწვარი თევზის ჭამა ძალიან კარგი ნიშანია. ასეთი სიზმარი სურვილის ასრულებას, საქმეებში წარმატებას, ყველა დაგროვებული პრობლემის გადაწყვეტას მოასწავებს. რაც უფრო დიდია თევზი, მით უფრო მარტივად გაუმკლავდებით სირთულეებს.
რატომ გვესიზმრება შემწვარი თევზი
თანამედროვე ახსნით
ამ ახსნაში მნიშვნელობა ენიჭება სიზმარში ნანახი თევზის ზომას. რაც უფრო მსხვილია ის, რაც უფრო მეტს იწონის, მით უფრო იღბლიანი იქნება თქვენი წამოწყებები და უფრო სტაბილური იქნება მატერიალური მდგომარეობა. პატარა თევზი წვრილმანებზე ფულის ხარჯვას მოასწავებს , მაგრამ საბოლოოდ დიდ თანხას დააგროვებთ. ასეთი სიზმრის შემდეგ ეცადეთ, არ გაფლანგოთ ფული, ის კიდევ დაგჭირდებათ. სიზმარში შემწვარი თევზის ჭამა ოჯახში ახალი წევრის გაჩენას მოასწავებს. ხშირად სიზმარში ნანახი თევზი, რომელიც სუფთა, გამჭვირვალე წყალში ცურავს, მოსალოდნელ ორსულობას მოასწავებს.
სიზმარი შემწვარი თევზის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში თევზის შეწვა მოასწავებს ხარჯებს რომელიმე ღონისძიებისთვის, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ბედის ნიშნებს, და ეცადეთ, მომგებიანად ჩადოთ ფინანსები შესაბამის საქმეში. თამამად და გამბედავად უნდა იმოქმედოთ , და მაშინ ზუსტად მიიღებთ კარგ დივიდენდებს. ამასთან, არ გაავრცელოთ თქვენი განზრახვები გარშემომყოფებს შორის, რათა არაკეთილმოსურნეების შური არ გამოიწვიოთ. სიზმარში შემწვარი თევზის მირთმევა მომავალ გამგზავრებას ნიშნავს.