კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
მარათონის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
სამარათონო სირბილი სიზმარში წარმოადგენს არქეტიპის დონეზე გამოვლენილ სიმბოლოს თქვენს რეალურობასა და ადამიანის სხეულის შესაძლებლობებს მიღმა არსებულ მდგომარეობას შორის. ხშირად, ადამიანები სიზმარში ხედავენ რომ ვიღაცას ეჯიბრებიან და ეს მიანიშნებს ჩვენს კომპეტენციაზე, სხვა შემთხვევებში, ჩვენ არ გვყოფნის უანრ-ჩვევები ან ფიზიკური შესაძლებლობები, რისი აღქმა ქვეცნობიერად ხდება სიზმრის მეშვეობით. ეს ახსნა უკავშირდება ისეთ სიზმარს, როცა კოლეგები და პარტნიორები თქვენთან ერთად დარბიან და გისწრებენ. დააკვირდით სიზმარს - თავად მონაწილეობთ მარათონში? გრძნობთ რომ დისტანციის გარბენას შეძლებთ? ვინ არიან თქვენს გვერდით - ნაცნობები თუ უცნობები? - ამ ყველაფრის გაშიფვრა, დაგეხმარებათ რეალობასთან დამაკავშირებელი ხაზების პოვნაში და მინიშნების უკეთ გაგებაში.
რატომ გვესიზმრება სირბილი
ცვეტკოვის მიხედვით
ფეხშიშველი - სიღარიბე, უკმარისობა; უბრალოდ სირბილი - ავადმყოფობა, გართულებები, წარუმატებლობა საქმეში; ქალისთვის სირბილი ნიშნავს - თავაშვებულ ცხოვრებას; ავადმყოფისთვის - მდგომარეობის გაუარესებას; თუ მტერს მისდევთ - წარმატება გელით.
სირბილის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
სირბილი - დღეგრძელობის და ჯანმრთელობის ტრადიციული სიმბოლოა. ის ასევე პოტენციური საფრთხისგან თავის შველის საშუალებაცაა. ჩვეულებრივ, ისეთ სიზმრებში, სადაც ადამიანი ხედავს სირბილს, ან როგორ მირბის დაუსრულებლად და ბოლოს და ბოლოს აღწევს თავს საფრთხეს, თან სიზმარში დომინანტი გრძნობა არის შიში, ძალ-ღონის გამოცლა - საჭიროა სიზმარს მოვლენების პრიზმიდან შეხედოთ და ყურადღება მიაქციოთ მის იმ ნაწილს, რომელშიც ყველაზე მეტად გრძნობდით შიშს და ცდილობდით სწრაფად გერბინათ. ხშირ შემთხვევაში, ეს წარმოადგენს დაგროვილი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარების საუკეთესო მინიშნებას.
სირბილის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ, რომ სხვა ადამიანების ჯგუფთან ერთად დარბიხართ - ეს მიგანიშნებთ უახლოეს მომავალში მხიარულ კამპანიაში მოხვედრაზე, ხოლო ამის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თქვენი საქმეები აღმავლობისკენ მიდის. თუ სიზმარში რამეს ან ვინმეს შეეჯახებით და ეცემით - გაკოტრების და რეპუტაციის შელახვის ნიშანია. მარტო სირბილი - ნიშნავს, რომ მეგობრებს აჯობებთ კეთილდღეობისა და წარმატებული ცხოვრების მოპოვებასა და საზოგადოებაში პრივილეგირებული ადგილის დაკავებაში. თუ გესიზმრებათ, რომ საფრთხისგან გარბიხართ - დანაკარგი გემუქრებათ და საქმეების დალაგების იმედსაც კი დაკარგავთ. თუ ხედავთ, რომ სხვა ადამიანები გარბიან საფრთხისგან - ცუდი ნიშანია, მეგობრების დაღუპვის ამბავს გაიგებთ.