დაგესიზმრათ გასროლა
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ გისროლეს და სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის შეგრძნება გაქვთ- ნიშნავს, რომ მოულოდნელ შეურაცხყოფას მიიღებთ მეგობრების მხრიდან; მაგრამ თუ სიკვდილს თავიდან აიცილებთ უცებ გაღვიძებით, მეგობრებს შეურიგდებით.
დაგესიზმრათ იარაღი
მილერის მიხედვით
ეს არის უბედურების სიზმარი. იარაღის ხმის გაგონება სამსახურის დაკარგვას ან საწარმოობის ხელმძღვანელობისას შეცდომების დაშვებას ნიშნავს. თუ ვინმეს ესვრით- შერცხვენა გელოდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გისროლეს- ბოროტი ადამიანები შეგაწუხებენ. შესაძლოა, ავადმყოფობა გელოდებათ. თუ ქალს სიზმარში იარაღის ხმა ესმის- რეალობაში სკანდალური მოვლენებია შესაძლებელი, რომლებიც მის რეპუტაციაზე ცუდად აისახება. გათხოვილი ქალისთვის ეს სიზმარი უბედურებას მოასწავებს, რომელშიც სხვა ქალებს დაადანაშაულებს.
დაგესიზმრათ ომი
მილერის მიხედვით
სიზმარში ომის ნახვა- საქმეების ცუდი მდგომარეობის, ასევე სახლში უწესრიგობის და არეულობის ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ მისი შეყვარებული საომრად მიდის- ეს ნიშნავს, რომ ის რაღაც არასასიამოვნოს გაიგებს მისი ხასიათის შესახებ. სიზმარში იმის ნახვა, რომ თქვენი ქვეყანა ომში დამარცხდა- იმის ნიშანია, რომ ხალხი რევოლუციის, ბიზნესსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ცვლილებების გამო დაიტანჯება. თუ გამარჯვება დაგესიზმრათ- რეალობაში საქმიანი აქტიურობა გამოცოცხლდება, ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონია იქნება.
დაგესიზმრათ პისტოლეტი
მილერის მიხედვით
სიზმარში პისტოლეტი უბედურების ნიშანია. თუ საუბარი თქვენს პისტოლეტზე- ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თქვენივე აფორიაქებული ბუნება დაგამარცხებთ. თუ სიზმარში რომელირაც პისტოლეტის შესახებ საუბარი გაიგონეთ- ნიშნავს, რომ ვინმეს გეგმის ჩაშლა გამოგივათ, რომელიც თქვენ წინააღმდეგ არის მიმართული. თუ გესიზმრებათ, რომ საკუთარი პისტოლეტიდან ისვრით- ნიშნავს, რომ ვიღაცის შეგშურდებათ და ბევრს მიაღწევთ, რომ შემოთავაზებული ბოროტებისთვის შური იძიოთ.
დაგესიზმრათ სროლა
მილერის მიხედვით
ადამიანები, რომლებიც სიზმარში ისვრიან, ან გასროლის ხმები- შეყვარებულებს ან მეუღლეებს შორის უთანხმობებს ნიშნავს, რომელიც ეგოიზმით არის გამოწვეული, ასევე სიზმარი მუშაობაში დაუკმაყოფილებლობას და უიღბლობას მოასწავებს, რომელიც საკუთარი დაუდევრობით არის გამოწვეული.
პისტოლეტის შესახებ სიზმრის ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში პისტოლეტის ნახვა ნიშნავს, რომ რეალობაში პარტნიორს სექსს ხშირად აიძულებთ. ვერ ვიტყვით, რომ წესების წინააღმდეგ მოქმედებთ, უბრალოდ იმ მომენტში, როდესაც სიყვარული გინდათ, თავის სურვილს უქვემდებარებთ ადამიანს, იმის მიუხედავად, რომ ის სექსისთვის საერთო არ არის განწყობილი ამ მომენტში. პისტოლეტიდან სროლა- ეს ნიშნავს, რომ მალე გამბედავად მოქმედება მოგიწევთ, რათა ძვირფას ადამიანთან კავშირი შეინარჩუნოთ. იმის მიუხედავად, რომ გამბედაობა თქვენთვის დამახასიათებელი არ აირს, ყველაფერი შესაძლებელის გაკეთება მოგიწევთ, რომ ახლობელ ადამიანს იმედი არ გაუცრუვდეს.
რატომ გვესიზმრება ანთება
ცვეტკოვის მიხედვით
ამბები; გასროლებისგან- ფულიანი საქმეები
რატომ გვესიზმრება გასროლა
ცვეტკოვის მიხედვით
ხმა- არაჩვეულებრივი ამბები, სიახლე, რომელიც ყველა გააცვიფრებს; შეყვარება.
რატომ გვესიზმრება ომი
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი, ოჯახში კავშირის გაწყვეტა, სასიყვარულო განცდები, თქვენი ან შეყვარებულის რეპუტაციისთვის დიდი ზარალი
რატომ გვესიზმრება პისტოლეტი
ცვეტკოვის მიხედვით
ურთიერთობების დასასრული (თუ ქალი ვინმეს ხელში ხედავს მას)
რატომ გვესიზმრება პისტოლეტით მოკვლა
ცვეტკოვის მიხედვით
ვინმეს მოკვლა- მიზნის მიღწევა, მოგკლეს- შეურაცხყოფა
რატომ გვესიზმრება სიზმრები ომის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ომის ნახვა- ძალიან ცუდი ნიშანია, რომელიც შიმშილს, დიდებისთვის და ბავშებისთვის მძიმე დროს, ხოლო ახალგაზრდებისთვის -ან ბრძოლას, ან სიკვდილს მოასწავებს. თუ ომში მონაწილეობთ, ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ უბედურება თქვენ და თქვენს ახლობლებს შეეხება, თუ თავშესაფრის ნახვას ვერ მოასწრებთ- საკუთარი ან საერთო უბედურების გადატანა მოგიწევთ.
რატომ გვესიზმრება ტყვია
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- საბაბი ჭორისთვის; იარაღში ჩადება- საეჭვო საქმეები; ტყვიების გაკეთება- კარგი ამბები.