დაგესიზმრათ სუფრა
ლოფას მიხედვით
ამ ახსნის მიხედვით , სიზმარში მდიდარი სუფრის ნახვა იმის ნიშანია, რომ მძინარეს თან ახლავს იღბალი ყველა წამოწყებაში. თუ სიზმარში იცით, რომ მოსალოდნელია სუფრა ნათესავებსა ან მეგობრებთან, მაგრამ თქვენ არ მიგიწვიეს- გარშემომყოფები გულგრილად მოგეკიდებიან, როდესაც მათ დახმარებას სთხოვთ. სიზმარში სუფრა ასევე შეიძლება გამოხატავდეს დაშორებას საყვარელ ადამიანთან, სამსახურის დაკარგვას, ახლო მეგობართან ჩხუბს. გესიზმრებათ, რომ რესტორანში ბანკეტია ორგანიზებული - მალე ელოდეთ წინადადებას საქმიანი პარტნიორებისგან. საახალწლო სუფრის ნახვა , რომელზეც უამრავი კერძია, იმის ნიშანია, რომ მძინარის ცხოვრებაში რამე საინტერესო ცვლილებები მოხდება.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სუფრის შესახებ
ვანგას მიხედვით
ბულგარელი წინასწარმეტყველი თვლიდა, რომ სუფრა და ბევრი სტუმარი ოჯახში ახალი წევრის გაჩენას მოასწავებს. განსაკუთრებით წინასწარმეტყველურია სიზმარი გათხოვილი ქალებისთვის. ამასთან, არ არის აუცილებელი , რომ ბავშვი მძინარეს ეყოლოს: ის შეიძლება გახდეს, მაგალითად, დეიდა ან ნათლია. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში სუფრის ნახვა მალე ხელის თხოვნას მოასწავებს. ზოგადად, სიზმარი ასეთი სიუჟეტით დადებითია, და ნიშნავს მომატებას, მოგებას. ფერმერისთვის ის შეიძლება ნიშნავდეს კარგ მოსავალს, მეთევზისთვის- უხვად დანაჭერ თევზს.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სუფრის შესახებ
მილერის მიხედვით
მილერი სუფრას დადებითად განმარტავს. ის გამოხატავს ჰარმონიას და ურთიერთგაგებას ოჯახურ ცხოვრებაში. იმის მიუხედავადაც, რომ თქვენ და მეორე ნახევარს შორის უთანხმოებები წარმოიქმნა, თქვენ შეგიძლიათ მათი მშვიდობიანი გზით მოგვარება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა , კამათისა და სკანდალის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც ბევრი წყვილისთვისაა დამახასიათებელი, ამიტომაც მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სუფრის შესახებ
ქალების თანამედროვე ახსნით
ხალხში ამ სიუჟეტისთვის ბევრი განმარტება არსებობს. . დიდი მნიშვნელობა აქვს სიზმრის დეტალებს. სუფრისთვის მომზადება, პროდუქტების დაჭრა, სუფრის მორთვა იმის ნიშანია, რომ იღბალი თან გახლავთ ყველა წამოწყებაში . სუფრასთან ბევრი თეთრი პურის ჭამა ნიშნავს კეთილდღეობას და მდიდარ ცხოვრებას. ხოლო შემთხვევით იმის აღმოჩენა, რომ ბანკეტზე ცარიელი მაგიდაა, ნიშნავს, რომ ცხოვრებაში რთული პერიოდი გელოდებათ. სუფრასთან ჯდომა უცხო ადამიანებთან ნიშნავს მოულოდნელ მოვლენას . არ არის აუცილებელი, რომ ის ცუდი იყოს. ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო სიურპრიზი. თუ სტუმრები სუფრასთან არ მოვიდნენ , გელოდებათ იმედგაცრუება ვინმეში ან რამეში. მაგიდაზე ბევრი ალკოჰოლი ცხოვრების ამორალურ სტილზე მეტყველებს. მაგიდაზე გადასაფარებელი არ არის- არ გაღელვებთ გარშემომყოფების აზრი, ხოლო სადღესასწაულო მაგიდის გადასაფარებლის დასვრა ნიშნავს კამათს ნათესავებთან ან თავის მეორე ნახევართან. თუ ოჯახურ სუფრასთან ხალისობთ , ეს პრობლემების გადაჭრას ნიშნავს. ნადიმის დროს ხმამაღლა სიმღერა სასიამოვნო ადამიანებთან დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას ნიშნავს. ბევრი სხვადასხვა კერძის ნახვა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს. შეიძლება მოიგოთ ლატარია, მიიღოთ მემკვიდრეობა, ან შეიძლება მოგიმატონ ხელფასი. თუ სუფრა ქორწილისთვის არის ორგანიზებული , ეს მძინარისთვის საკუთარ მომავალ დაქორწინებას ნიშნავს. ღარიბი, მცირე საქორწილო სუფრა ნიშნავს, რომ წყვილს სიღარიბე ელოდება. სიზმარში სადღესასწაულო სუფრაზე მოწვევის მიღება საინტერესო მოგზაურობას ნიშნავს. თუ ერთ სუფრასთან ხართ რეალობაში უკვე გარდაცვლილ ადამიანთან, ყურადღებით მოუსმინეთ მის სიტყვებს- მათ დიდი მნიშვნელობა ექნება. თუ დღესასწაულზე ყველა კაცს შავი, ხოლო ქალებს- თეთრი აცვიათ, ეს ცუდი ნიშანია, რომელიც უბედურებას მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სუფრის შესახებ
ჩინური ახსნით
ამ ახსნაში სუფრას ბევრი მნიშვნელობა აქვს. ის შეიძლება იყოს დაკავშირებული სირთულეებთან შემდგომ პერიოდში. ასევე შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ. გესიზმრებათ, რომ გაშლილ სუფრასთან სხედხართ - ელოდეთ სტუმრების მოსვლას. თუ თქვენ მარცხნივ და მარჯვნივ კაცები სხედან, ეს საკითხის გადაჭრას ნიშნავს , რომელიც წარმოიქმნა თქვენსა და ახლობელს შორის. სუფრაზე ბევრი პური შეიძლება მოასწავებდეს კონფლიქტს, , რომელშიც ჩართული აღმოჩნდებით. კერძების და წასახემსებლის მდიდარი ასორტიმენტი რელიგიურ რწმენას გამოხატავს: რაც უფრო მეტია ისინი, მით უფრო ძლიერია ის. თვითონ ამზადებთ სადღესასწაულო კერძებს სტუმრების მოსვლისთვის - გელოდებათ იღბლიანი პერიოდი. ამ დროს უნდა ეცადოთ, გადაწყვიტოთ დაგროვებული პრობლემები, განახორციელოთ მსხვილი შენაძენი ან დადოთ გარიგება- იღბალი თან გახლავთ. ცარიელი მაგიდის ნახვა მატერიალურ ზარალს ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება სუფრა
ცვეტკოვის მიხედვით
დიდი, ხმაურიანი ბანკეტი რესტორანში ახლობლებსა და მეგობრებთან ერთად , პირიქით, არასასიამოვნო მოვლენებს მოასწავებს. შესაძლოა, მძინარეს ემუქრება დაშორება მისთვის ძვირფას ადამიანთან . მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი- თუ ინციდენტების გარეშე და მშვიდად, მაშინ დაშორება ძალიან მძიმე არ იქნება. თუ მაგიდაზე სადღესასწაულო კერძები ცოტა იყო, შესაძლებელია სირთულეები უახლოეს პერიოდში. მთლიანობაში, სუფრის მნიშვნელობა სხვადასხვა ახსნაში უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი. ხშირად, ასეთი სიზმარი წარმოადგენს გაფრთხილებას მოსალოდნელი მოვლენების შესახებ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, დეტალურად გაიხსენოთ სუფრა, რათა ზუსტად განმარტოთ ეს სიუჟეტი. ყველაზე მეტად სუფრა დაკავშირებულია ოჯახურ მოვლენებთან.
სიზმარი სუფრის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი სიზმრების ორიგინალური ახსნით გამოირჩეოდა, თუმცა ისინი იშვიათად წინასწარმეტყველებენ რეალურ მოვლენებს. ფროიდი მნიშვნელოვნად თვლიდა, თუ ვის დაესიზმრა სუფრა - კაცს თუ ქალს. ქალისთვის ასეთ სიზმარს აქვს კავშირი ინტიმურ სფეროსთან. ცარიელი მაგიდა საწოლში მის ფრიგიდულობას ან რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას ნიშნავს. თუ მაგიდა გატყდა დღესასწაულის დროს, ეს ასახავს ქალის გულგრილობას სექსუალური ცხოვრების მიმართ. კაცებისთვის სიზმარში ნანახი დღესასწაული და მხიარულება მოასწავებს შეხვედრას ახალ პარტნიორთან, რომელთანაც არ მოიწყენს. მათ საერთო ინტერესები და საწოლში ურთიერთკმაყოფილება ექნებათ . ბევრ შემთხვევაში ასეთი სიზმარი არის სიგნალი კანონიერი ქორწინების შესახებ. თუ სიზმარში მაგიდა გადაყირავებულია, ეს შეიძლება ასახავდეს არაგაცნობიერებულ სწრაფვას ანალური სექსისკენ. დღესასწაულზე მოწვევის მიღება ნიშნავს , რომ ახალ სექსუალურ შეგრძნებებზე ოცნებობთ. თუ სიზმარში რამდენიმე მაგიდაა, შესაძლოა, ჯგუფურ სექსში მიიღებთ მონაწილეობას.
სიზმარში სუფრის ნახვა
ზოგადი ახსნით
საერთო დღესასწაულები დიდი სუფრით, როგორც წესი, სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. მაგრამ სიზმარში სუფრასთან დღესასწაულის აღნიშვნა ყოველთვის დადებით ნიშანს არ წარმოადგენს. ზოგჯერ ის არის სიგნალი, გაფრთხილება მოსალოდნელი გაუგებრობების, კონფლიქტების შესახებ. მნიშვნელოვანია სიზმრის დეტალები. გავიგოთ, რას გვეუბნებიან სიზმრების პოპულარული ახსნები სიზმარში ნანახი სუფრის შესახებ. იმისთვის, რომ სწორად განმარტოთ სიზმარი, რომელშიც სადღესასწაულო სუფრა ნახეთ , ყველა დეტალი უნდა გაიხსენოთ. გაიხსენეთ, როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდით, რომელი კერძები იყო სუფრაზე. თუ ბევრი, და მათ შორის საყვარელი კერძები იყო, ეს იმის ნიშანია, რომ ამ მომენტში ძალებით სავსე ხართ, მზად ხართ ახალი პროექტების რეალიზაციისთვის . შესაძლოა, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ თქვენი სამსახური უფრო მომგებიანით შეცვალოთ, უძრავი ქონება შეიძინოთ, დაიწყოთ პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით- ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ. ხოლო ღარიბი სუფრა, რომელზეც ცოტა კერძია, პირიქით, მოსალოდნელ ზარალს, გაუმართლებელ ხარჯებს , ასევე ჯანმრთელობის პრობლემებს ნიშნავს. ამ პერიოდში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სადღესასწაულო სუფრას გვერდიდან უყურებთ - ეს არის გაფრთხილება, რომ თქვენს გარემოცვაში არაკეთილმოსურნეა. ეცადეთ, ამოიცნოთ ეს ადამიანი და მასთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. თუ სუფრის დროს ხელებზე აგიყვანეს , ნიშნავს, რომ მიჰყვებით დინებას, და საკუთარ ცხოვრებას ვერ ცვლით , ბედის უკუღმართობას იტანთ. სუფრასთან ჯდომა ადამიანთან, რომელიც რეალობაში გარდაცვლილია, ნიშნავს, რომ ის გენატრებათ ან ნანობთ იმის გამო, რომ სიცოცხლეში მას ცოტა დროს უთმობდით ურთიერთობისთვის.