კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ასტრას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
წარმავალი სილამაზის სიმბოლოა. ჩინეთში აღნიშნავს მომხიბვლელობას, მოკრძალებას, მშვენიერებას, ელეგანტურობას. ძველ ბერძნებში სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ეძღვნება აფროდიტას.
ასტრას სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
ასტრა უბრალოების, რიდის, სინაზის სიმბოლოა. თუ დაგესიზმრათ, რომ მათ კრეფთ, ეს ნიშნავს რეალობაში ბედნიერების, ჰარმონიის და სტაბილურობის მიღწევას პირად ცხოვრებაში, თუმცა, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება არაამბიციური ადამიანის გვერდით, რომელბსაც ნაზი, მორიდებული დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ.
ბაბუაწვერას დასიზმრება
ფროიდის მიხედვით
თუ ბაბუაწვერა დაგესიზმრათ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სექსი პარტნიორთან გაქვთ შემდეგი წყობით: მარტივად, მაგრამ გემოვნებით. ბაბუაწვერების დაკრფა სიზმარში ნიშნავს რეალობაში ცვლილებების დაწყებას, რაც დაკავშირებული იქნება ახალ პარტნიორთან - ის გამორჩეული იქნება უბრალოებითა და თბილი ხასიათით.
ბაიას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
არასტაბილურობის, მოწყვლადობის ნიშანია.
ბაიას სიზმარში ნახვის ახსნა
მცენარეების ახსნის მიხედვით
სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელია. ბერძნულ-რომაულ ტრადიციაში არაკეთილგანწყობის, არაგონივრულობისა და ირონიის სიმბოლოა და არესისა და მარსის ემბლემას წარმოადგენს.
დაგესიზმრათ ანემონი
მცენარეების ახსნის მიხედვით
სიმყიფეს გამოხატავს
დაგესიზმრათ ასტრი
მცენარეების ახსნის მიხედვით
წარმავალ სილამაზეს გამოხატავს სიმბოლურად. ჩინელებში სილამაზეს, ხიბლს, თავმდაბლობას, შეგუებას და ელეგანტურობას ნიშნავს. ძველ ბერძნებში სიყვარულს გამოხატავს და აფროდიტეს ეძღვნება.
დაგესიზმრათ ბაია
მცენარეების ახსნის მიხედვით
კეთილგანწყობას გამოხატავს. ბერძნულ-რომაულ ტრადიციაში გახუმრებას, არაკეთილმოსურნეობას, უგუნურებას გამოხატავს. არის არესა მარსის ემბლემა
დაგესიზმრათ დამასკოს ვარდი
მცენარეების ახსნის მიხედვით
მორცხვ სიყვარულს გამოხატავს
დაგესიზმრათ ვაზა
მილერის მიხედვით
სიზმარში ვაზის ნახვა- იმის ნიშანია, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო მოვლენა გელოდებათ. სიზმარში რამე ჭურჭლიდან დალევა- სიხარულს და საიდუმლო სიყვარულის უბედურებას მოასწავებს თქვენთვის. გატეხილი ვაზის ნახვა- მალე უბედურებას ელოდეთ. ახალგაზრდა ქალი საჩუქრად ვაზას იღებს- ნიშნავს, რომ ის თავისი სანუკვარი სურვილის ასრულებას მიაღწევს.
დაგესიზმრათ ვარდები
მილერის მიხედვით
აყვავებული და სურნელოვანი ვარდები სიზმარში რაღაც სასიხარულო მოვლენის მოახლოებას და თქვენი რჩეულის ერთგულებას მოასწავებს. თუ გოგონა სიზმარში ვარდებს ჭრის- ნიშნავს, რომ მას მალე ხელს სთხოვენ, და ეს მას მოეწონება. დამჭკნარი ვარდები იმაზე მეტყველებს, რომ არ გყავთ ერთადერთი საყვარელი. თუ სიზმარში თეთრ ვარდებს ხედავთ, რომლებსაც არ ეცემა მზის სხივები და რომელთა ფოთლებზე არ არის თრთვილის წვეთები,- ნიშნავს, რომ სერიოზული ავადმყოფობა გელოდებათ. თუ სიზმარში ვარდის სურნელს შეისუნთქავთ- ეს სიხარულს მოგიტანთ. თუ გოგონას ვარდები გროვა ესიზმრება, ან ის, რომ ჭრის ვარდებს და მათგან თაიგულს აკეთებს,- ნიშნავს, რომ ის ძალიან ბედნიერი იქნება, მიიღებს რა წინადადებას ადამიანისგან, რომელსაც ძალიან აფასებს. თუ სიზმარში ხედავთ ჯერ კიდევ არაყვავებულ ვარდის ბუჩქს- კარგი მატერიალური კეთილდღეობა გელოდებათ. გამხმარი ვარდის ბუჩქი ახლობლებს შორის ავადმყოფობას და სხვა დარდს მოასწავებს. წითელი ვარდების ხასხასა ბუჩქი დიდი იმედების ასრულებას მოასწავებს თქვენს ოჯახში. თუ შეყვარებული თავის თმას სიზმარში წითელი ვარდით ალამაზებს- მას ტყული ელოდება. სიზმარში წითელი ვარდების თაიგულის მიღება გაზაფხულზე- ბედნიერებსიკენ, ზამთარში- ცრუ მოლოდინისკენ.
დაგესიზმრათ ვარდი
მცენარეების ახსნის მიხედვით
ძალიან რთული სიმბოლოა. ამბივალენტური, რადგან სიმბოლურად გამოხატავს ციურ სრულყოფილებას, მიწიერ ვნებას, დროს და მუდმივობას, სიცოცხლეს და სიკვილდს, ნაყოფიერებას და ქალწულობას. დასავლეთში ვარდი და ლილია აღმოსავლური ლოტოსის ადგილს იკავებს, მისტიური ვარდი- მისი სიმბოლური მნიშვნელობის ახლო ანალოგია. ვარდი- ეს სრულყოფილებაა, პლერომა, დასრულება, ცხოვრების საიდუმლო, მისი გულია, უცნობი, სილამაზე, კეთილშობილება, ბედნიერება, მაგრამ ასევე ავხორცობა, ვნებიანობა; ღვინოსთან ერთად- მგრძნობელობა და ცდუნება. გამოხატავს რა გულს, ვარდი ჯვრის ცენტრში იკავებს ადგილს- ერთიანობის წერტილში. როგორც ქალური ღვთაებების ყვავილი, ვარდი სიყვარულს, სიცოცხლეს, შემოქმედებას, ნაყოფიერებას, სილამაზეს და ასევე ქალწულობას ნიშნავს. ვარდის ჭკნობა სიკვდილს, სიკვდილიანობას და დარდს გამოხატავს, მისი ეკლები- ტკივილს, სისხლს და წამებას. დასაფლავების წესებში ის მუდმივ ცხოვრებას, გაზაფხულს და აღდგომას გამოხატავს. ვარდი ასევე სიჩუმეს და საიდუმლოს გამოხატავს. ითქმის sub rose, ანუ "ვარდის ქვეშ", რაღაც რაზეც არ საუბრობენ. ვარდს ჰკიდებენ ან ხატავებ საბჭოს ოთახებში, რაც საიდუმლოებას და სიფრთხილეს გამოხატავს. ოქროს ვარდი სრულყოფილებას ნიშნავს, წითელი- სურვილს, ვნებას, სიხარულს, სილამაზეს, დასრულებას. ეს ვენერას ყვავილია, ადონისის და ქრისტეს სისხლის. თეთრი ვარდი- "სინათლის ყვავილია", უმანკოების, ქალწულობის, სულიერი გახსნილობის, ხიბლის ყვავილი. წითელი და თეთრი ვარდები ცეცხლის და წყლის კავშირს გამოხატავს, ასევე საპირისპიროების შეერთებას; ცისფერი ვარდი- მიუწვდომელის და შეუძლებელის სიმბოლოა. ოთხფოთლიანი ვარდი კოსმოსის ოთხმაგ გაყოფას განასახიერებს, ხოლო ხუთოთლიანი- მიკროკოსმოსს, ექვსფოთლიანი- მაკროკოსმოსს. როზეტი- ვარდის ან ლოტოსის გამოსახულებაა ზემოდან შეხედვით. "ქარების ვარდი" წრის სახით იხატება, რომელიც ორმაგ ჯვარს შემოფარგლავს, რაც სამყაროს ოთხ მხარეს გამოხატავს შუა მიმართულებებთან ერთად, ამგვარად წრის, ცენტრის, ჯვრის და მზის სხივების სიმბოლურ მნიშვნელობას იზიარებს. "ვარდების ბაღი" სამოთხის სიმბოლოა და მისტიური ქორწინების ადგილი, საპირისპიროების ერთიანობა. ალქიმიაში ვარდი- სიბრძნეა, ხოლო rosarium- "სამუშაოა", ამას გარდა, ეს სულიერის აღდგომის სიმბოლოა გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ. ჩინეთში სურნელებას, სიტკბოს და აყვავებას ნიშნავს. მისი მეტაფიზიკური სიმბოლიკა ლოტოსთან არის დაკავშირებული. ქრისტიანობაში ვარდი - სამოთხის ყვავილია, თავისი სილამაზის , სრულყოფილების და სურნელების წყალობით. თეთრი ვარდი- უბიწოება, სიწმინდე, ქალწულობა, ქალწული მარიამი; წითელი- მოწყალება და მოწამეობა, ის ქრისტეს სისხლის წვეთებისგან გაიზარდა გოლგოთაზე. ვარდების ყვავილწნული- ციური ნეტარების და ღვთისმშობლის სიმბოლოა, როგორ ცის ვარდის, შარონის ვარდი- ეკლესიაა. ვარდის ეკლები- ცოდვები, ცოდვით დაცემიდან დაწყებული, ხოლო "უეკლო ვარდი", ან მისტიური ვარდი- ღვთისმშობელია, რომელიც უმანკო ჩასახვით არის გათავისუფლებული პირველშობილი ცოდვის შედეგისგან. ოქროს ვარდი- პაპის ემბლემაა, რომელიც პაპის განსაკუთრებულ დალოცვას ნიშნავს. ვარდი ასევე არის წმინდა ანჟელას, კეკილიას, დოროფეა კაპადოკიელის, ელიზავეტა უნგრელის, როზალიის, ლიმას ვარდის და ვიტერბოს ვარდის ემბლემა. ეგვიპტეში ვარდები იზიდას ეძღვნებოდა, გამოხატავდა რა წმინდა სიყვარულს, რომელიც ყველანაირი ხორციელისგან იყო გათავისუფლებული, და იზიდას და ოზირისის მისტერიებში გამოიყენებოდა. ლოტოსის სიმბოლური მნიშვნელობა სხვაა. ბერძნულ- რომაულ ტრადიციაში ვარდი- საზეიმო სიყვარულია, სიხარული, სილამაზე, სურვილი; ვენერას და აფროდიტეს ემბლემა. ვარდები ბაღებში იზრდებოდა აკლდამებთან, როგორც აღდგომის და სამუდამო გაზაფხულის სიმბოლო. ისინი როზალიას დღესასწაულებზე მოჰქონდათ და საფლავებზე ყრიდნენ მათ. რომის იმპერატორი ვარდის გვირგვინს ატარებდა. წითელი ვარდი ადონისის სისხლიდან გაიზარდა. ვარდი- ავრორას, ჰელიოსის, დიონისეს და მუზას ემბლემაა. კაბალას ებრაული ტრადიცია: ყვავილის გული- მზეა, ფოთლები- უსასრულო, მაგრამ ბუნების ჰარმონიული მრავალფეროვნება. ვარდი სიცოცხლის ხისგან წარმოიშვა. ინდუიზმი: მისტიური ვარდის სიმბოლიკის პარალელურად არის ლოტოსი, როგორც სულიერი ცენტრის სიმბოლო, განსაკუთრებით ჩაკრების. ისლამში ვარდი ნათელმხილველის სისხლს გამოხატავს, ასევე მის ორ ვაჟს- ჰასანს და ჰუსეინს, მის ორ "თვალს" ან ორ "ვარდს". ბაღდადის ვარდში პირველი წრე კანონს გამოხატავს, მეორე- გზას, მესამე- ცოდნას, სამივე- ჭეშმარიტებას და ალაჰის სახელს. როზენკრეიცერები: ვარდი და ჯვარი- ეს მისტიური ვარდია, როგორც ბორბალი და ჯვარი; ვარდი- სამყაროს ღვთიური სინათლეა, ხოლო ჯვარი- ტანჯვის და მსხვერპლის წარმავალი სამყარო. ვარდი სიცოცხლის ხეზე იზრდება, რაც აღდგომას და აღორძინებას გამოხატავს. ვარდი ჯვრის ცენტრში- ოთხი ელემენტია და მათი ერთობის წერტილი.
დაგესიზმრათ ზამბახი
მცენარეების ახსნის მიხედვით
სიმბოლურად თქვენთვის რაღაც გზავნილს გამოხატავს
დაგესიზმრათ ზიზილა
მცენარეების ახსნის მიხედვით
უმანკოებას გამოხატავს. დასავლეთში სიმბოლურად უმანკოებას და სიწმინდეს გამოხატავს. ნიმფა ბელიდას ემბლემად ითვლება. სოლარულ პრინციპს გამოხატავს, რადგან "დღის თვალად" ითვლება.
დაგესიზმრათ ზიზილა
მილერის მიხედვით
სიზმარში ზიზილების თაიგულის ნახვა- იმედგაცრუებას ნიშნავს. თუმცა, თუ მწვანე, მზით განათელ მინდორს ხედავთ, რომელზეც ბევრი ზიზილაა, მაშინ, ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება ერთმანეთს შეეჯიბრება, რათა სასიამოვნო გზით გატარონ ცხოვრებაში. ზიზილების ნახვა წელიწადის სხვა დროს- ნიNავს, რომ წინ რაღაც უბედურება გელით.
დაგესიზმრათ თეთრი ვარდი
მცენარეების ახსნის მიხედვით
სევდას გამოხატავს
დაგესიზმრათ თეთრი ია
მცენარეების ახსნის მიხედვით
გულწრფელობას გამოხატავს; თეთრი ია- ქალწული მარიამის და წმინდა ფინის ემბლემაა
დაგესიზმრათ ია
მცენარეების ახსნის მიხედვით
ფარული ღირსებები და სილამაზე, თავმდაბლობა. ქრისტიანობაში ის სიმბოლურად შეგუებას გამოხატავს, კერძოდ, ქრისტეს შეგუებას როგორც ღვთის ძისა. ბერძნულ მითოლოგიაში ეს იოს და არესას ყვავილია. იები იზრდება იქ, სადაც ატისის სისხლი მოხვდა.
დაგესიზმრათ კესანე
მცენარეების ახსნის მიხედვით
ნამდვილი სიყვარული
დაგესიზმრათ ლურჯი ია
მცენარეების ახსნის მიხედვით
თავმდაბლობას გამოხატავს
დაგესიზმრათ მაგნოლია
მცენარეების ახსნის მიხედვით
ჩინეთში თვითპატივისცემას, დემონსტრაციულობას, გაზაფხულს, ქალურ ხიბლს და სილამაზეს გამოხატავს
დაგესიზმრათ მაჩიტა
მცენარეების ახსნის მიხედვით
მუდმივობას, უბედურებას გამოხატავს
დაგესიზმრათ მიმოზა
მცენარეების ახსნის მიხედვით
მგრძნობელობას გამოხატავს. ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში დაცვას, თავდაჯერებულობას და ინიციატივას ნიშნავს. ჰერმეს მერკურისაა მიძღვნილი.
დაგესიზმრათ მიხაკი
მცენარეების ახსნის მიხედვით
არამდგრადობას გამოხატავს
დაგესიზმრათ მიხაკი
მცენარეების ახსნის მიხედვით
წითელი მიხაკი აღფრთოვანებას, ქორწინებას და ვნებიან სიყვარულს ნიშნავს; ვარდისფერი- ქალწული მარიამის ცრემლებს და დედობას; თეთრი- წმინდა სიყვარულს, ყვითელი- უარის თქმას.
დაგესიზმრათ ორქიდეა
მცენარეების ახსნის მიხედვით
ლამაზმანს გამოხატავს. დიდებულებას, კეთილგანწყობას და ფუფუნებას განასახიერებს. ჩინურ სიმბოლიკაში ეს სრულყოფილი ადამიანია, ჰარმონია, დახვეწილობა, სიყვარული, სილამაზე, ქალური ხიბლი, მეცნიერის განმარტოება.
დაგესიზმრათ პიონი
მცენარეების ახსნის მიხედვით
ტრაბახობას გამოხატავს. ჩინეთში კაცურ საწყისს, სინათლეს, სახელის განთქმას, იღბალს, სიყვარულს, სიმდიდრეს, გაზაფხულს, ახალგაზრდობას, ბედნიერებას ნიშნავს. პიონი- იმპერატორის ყვავილია, რადგან ითვლებოდა, რომ მას არანაირი მწერი არ ეხება, ფუტკრის გარდა. ხშირად ფარშავანგთან ასოცირდება. საბერძნეთში მკურნალობას ნიშნავდა. იაპონიაში პიონი- ქორწილის, ნაყოფიერების, სახელის განთქმის, სიმდიდრის და სიხარულის სიმბოლოა.
დაგესიზმრათ ტიტა
მცენარეების ახსნის მიხედვით
სიმბოლურად სიყვარულს გამოხატავს. სრულყოფილი სიყვარულის სპარსული სიმბოლოა. ოსმალეთის და ჰოლანდიის ემბლემაა
დაგესიზმრათ უკვდავა
მცენარეების ახსნის მიხედვით
უცვლელი მეხსიერება
დაგესიზმრათ ქრიზანტემა
მცენარეების ახსნის მიხედვით
ნიშნავს მეგობრობას, კეთილგანწყობას. ჩინურ სიმბოლიკაში შემოდგომას, საქმეებისგან წასვლას, სიმსუბუქეს, ცივ დიდებულებას, სწავლულობას, მოსავალს, მსუბუქ მანერებს, სიმდიდრეს, დღეგრძელობას ნიშნავს, ასევე იმას, რაც გადარჩება , რადგან სიცივეს უძლებს. იაპონელებში დღეგრძელობას, ბედნიერებას ნიშნავს. ქრიზანტემას ყვავილი იაპონიის ემბლემაა.
დაგესიზმრათ ქრიზანტემა
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახვა, რომ თეთრ ქრიზანტემას კრეფთ,- დანაკარგის და დიდი სირთულეების ნიშანია; თუ ქრიზანტემები სხვა ფერისაა- სასიამოვნო საქმეების ნიშანია. მათი თაიგულში ნახვა- ნიშნავს, რომ სიყვარულს შეხვდებით, მაგრამ სიამაყე მის უკუგდებას გაიძულებთ . ალეით წასვლა, რომელშიც თეთრი და ყვითელი ქრიზანტემებია დარგული, დანაკარგს და სევდას მოასწავებს, რომლისგანაც მგრძნობელობა გამძაფრდება. ყვავილებზე შემხედვარე, უცებ იგრძნობთ, როგორ ტოვებს სული სხეულს, და ხმამაღალ ხმას გაიგონებთ "დიდება უფალს!" ეს სულიერს კრიზის მოასწავებს, რომელიც უახლოეს დროს გელოდებათ.
დაგესიზმრათ ყვავილები
მილერის მიხედვით
სიზმარში ყვავილების ნახვა ბაღში სიამოვნებას და შეძენას მოასწავებს თქვენთვის, თუ ყვავილები ხასხასა და ახალია; თეთრი- სევდას ნიშნავს. დამჭკნარი და გამხმარი ყვავილები უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში სხვადასხვა ყვავილისგან შექმნილ თაიგულს იღებს- ნიშნავს, რომ ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. ყვავილები ნახვა, რომლებიც არანაყოფიერ მიწაზე იზრდება, სევდიან მოვლენას მოასწავებს. თუმცა სიზმარი ასევე ჰპირდება, რომ თავისი ენერგიის და ოპტიმიზმის წყალობით, შეძლებთ კარგი მდგომარეობისკენ და ბედნიერებისკენ გზის გაკვალვას.
დაგესიზმრათ ყვითელი ვარდი
მცენარეების ახსნის მიხედვით
არაერთგულებას, ღალატს გამოხატავს
დაგესიზმრათ წითელი ვარდი
მცენარეების ახსნის მიხედვით
დიდ სიყვარულთანაა დაკავშირებული
დაგესიზმრათ ჰიაცინტი
მცენარეების ახსნის მიხედვით
თამაშს გამოხატავს
ედელვაისის დასიზმრება
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ედელვაისის ნახვა ნიშნავს, რომ რეალობაში უნდა ელოდოთ პარტნიორთან ჩხუბს. შერიგების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ პირველ ნაბიჯს თავად გადადგამთ. მისი მოწყვეტა სიზმარში ნიშნავს, რომ სექსუალურ ურთიერთობაში დიდი გარღვევა გქნებათ და მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერებთ, რა არის ნამდვილი სიამოვნების მიღება. ედელვაისის საჩუქრად მიღება ნიშნავს, რომ რეალობაში ახლობელი ადამიანის ინტერესის ობიექტს წარმოადგენთ და მიუხედავად მეგობრული ურთიერთობისა, მალე იგრძნობთ, რომ ეს ადამიანი თქვენდამი პლატონურ გრძნობებს ნამდვილად არ განიცდის.
ენძელას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
მუდმივობის და დარდის ნიშანია.
ვარდების დასიზმრება
მილერის მიხედვით
აყვავებული და სურნელოვანი ვარდების სიზმარში ნახვა ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში სასიხარულო ამბებს შეიტყობთ და პარტნიორის მხრიდან ერთგულების გამოხატვას ექნება ადგილი. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ვარდებს წყვეტს, მალე ხელს სთხოვს სასურველი მამაკაცი. დამჭკნარი ვარდები მიანიშნებს, რომ საყვარელი ადამიანი არ გყავთ. თეთრი ვარდების ნახვა - ავადმყოფობის ნიშანია. ახალგაზრდა ქალს თუ ესიზმრება, რომ ვარდებს კრეფს და თაიგულს კრავს - ძალიან ბედნიერი იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად. სიზმარში გაუშლელი ვარდის კოკორის ნახვა - სინამდვილეში ნიშნავს, რომ მატერიალური კეთილდღეობა გელით. გამხმარი ვარდის ბუჩქის ნახვა - ავადმყოფობის და უბედურების ნიშანია. წითელი ვარდების ბუჩქის ნახვა - სურვილების ასრულებას და გამართლებას ნიშნავს. თუ შეყვარებულ ქალს ესიზმრება, რომ თმაში ვარდს ირჭობს - სინამდვილეში იმედგაცრუება ელის. სიზმარში ვარდის თაიგულის საჩუქრად მიღება გაზაფხულის სეზონზე - საფუძვლიან მოლოდინს აღნიშნავს.
ვარდის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
ძალიან რთული სიმბოლოა. ამბივალენტურია, რამდენადაც ერთდროულად გამოხატავს როგორც ციურ სრულყოფილებას, ისე მიწიერ ვნებას, დროს და უსასრულობას, სიცოცხლეს და სიკვდილს, ნაყოფიერებას და ქალწულობას. დასავლეთში ვარდსა და ლილიას უჭირავს აღმოსავლური ლოტოსის ადგილი. მისტიკური ვარდი, მასთან ყველაზე ახლოს მდგომი მცენარეა სიმბოლოების ახსნის მიხედვით. ვარდი - ეს არის სრულყოფილება, ცხოვრებისეული იდუმალება, უხილავი მხარე, სილამაზე, ბედნიერება, თუმცა, ამავდროულად ვნება და ცდუნება. ღვინოსთან კომბინაციაში, ვარდი აღნიშნავს მგრძნობელობასა და შერწყმას. როგორც ქალღმერთთა ყვავილი, ვარდი გამოსახავს სიყვარულს, სიცოცხლეს, შემოქმედებას, ნაყოფიერებას, სილამაზეს, ასევე ქალწულობას. დამჭკნარი ვარდები სიკვდილის, უბედურების, მწუხარების, ტკივილის და ტანჯვის სიმბოლოა. სამგლოვიარო თაიგულებში ვარდი აღნიშნავს უსასრულო სიცოცხლეს, გაზაფხულს, აღდგომას. ვარდი ასევე არის დუმილისა და საიდმულოს სიმბოლო. ოქროსფერი ვარდი გამოხატავს სრულყოფილებას; წითელი - ვნებას, სურვილებს, სიხარულს, სილამაზეს - ის ვენერას ყვავილი, ადონისის და ქრისტეს სისხლია. თეთრი ვარდი - სინათლის ყვავილად აღიქმება, რომელიც უბიწოების, ქალწულობის, სულიერი სისუფთავის და მომხიბვლელობის სიმბოლოა; თეთრი და წითელი ვარდები ერთად არის ცეცხლისა და წყლის კავშირის, ურთიერთსაწინააღმდეგოს შერწყმის სიმბოლო. ცისფერი ვარდი - შეუძლებლობის, მიუღწევლობის სიმბოლოა. ოთხფურცლიანი ვარდის ყვავილი გამოსახავს კოსმოსის ოთხ ნაწილად დაყოფას, ხუთფურცლიანი - მიკროკოსმოსს, ხოლო ექვსფურცლიანი - მაკროკოსმოსს. ვრდების ბაღი - სამოთხისა და მისტიკური ქორწინების სიმბოლოა, სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები ერთიანდება. ალქიმიაში, ვარდი არის სიბრძნის სიმბოლო. ასევე ის მვკდრეთით აღდგომის ნიშანია. ჩინურ კულტურაში აყვავების, წინსვლის სიმბოლოს წარმოადგენს. ქრისტიანობაში ვარდი სამოთხის ყვავილია და სილამაზეს, სრულყოფილებას და სინაზეს გამოხატავს. თეთრი ვარდი - სისუფთავეს, სიწმინდეს, გონიერებას, წმინდა ქალწულ მარიამს უკავშირდება; წითელი - გულკეთილობას და მეწამურობას, რადგან ის აღმოცენდა გოლგოთაზე დაღვრილი ქრისტეს სისხლის წვეთებიდან. ვარდის ეკლები - ცოდვის ნიშანია. ოქროსფერი ვარდი რომის პაპის ემბლემაა და განსაკთრებულ წყალობას ნიშნავს. ეგვიპტურ კულტურაში ვარდები ეძღვნებოდა იზიდას და გამოსახავდა სუფთა სიყვარულს იზიდასა და ოზირისს შორის. ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში ვარდი აფროდიტას და ვენერას ემბლემა იყო. რომის იმპერატორი ასევე ატარებდა ვარდებისგან მოწნულ გვირგვინს. ამავე მითოლოგიით, წითელი ვარდი ადონისის სისხლიდან აღმოცენდა. ის არის ავრორას, ჰელიოსის, დიონისეს და მუზების ემბლემა. ებრაული, კაბალას ტრადიციით - ვარდის ცენტრი მზის სიმბოლოა, ფურცლები კი უსასრულობის სიმბოლო. ინდუიზმში მისტიკური ვარდის ანალოგი ლოტოსია. ისლამში ვარდი მოძღვრისა და მისი შვილების სისხლს აღნიშნავს. ბაღდათურ ვარდში პირველი წრე აღნიშნავს კანონს, მეორე - გზას, მესამე - ცოდნა, ხოლო სამივე ერთად - ჭეშმარიტებას და ალაჰის სიძლიერეს. ასევე გავრცელებულია ვარდისა და ჯვრის სიმბოლოების გამოსახულება, რაც აღნიშნავს იმას, რომ ვარდი მისტიკური ბორბლის სიმბოლოა, ხოლო ჯვარი დედამიწაზე მოვლენილი განსაცდელი. ვარდი ხარობს სიცოცხლის ხეზე, რაც განახლებას და აღდგომას აღნიშნავს. ჯვრის ცენტრში გამოსახული ვარდი - ეს არის ოთხი ელემენტის ერთობის ამსახველი სიმბოლო.
ზამბახი
მცენარეების ახსნის მიხედვით
გარკვეული გზავნილია არსებულ ან მოსალოდნელ ვითარებასთან დაკავშირებით.
თეთრი ვარდის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
დარდის სიმბოლოა.
თეთრი ია
მცენარეების ახსნის მიხედვით
გულახდილობის ნიშანია. თეთრი ია ქალწული მარიამისა და წმინდა თინას ემბლემაა.
იას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
მოკრძალების ნიშანია.
იას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
ფარული ღირსება და სილამაზე, რიდი. ქრისტიანულ კულტურაში, ეს მცენარე სიმშვიდისა და შეგუების ნიშანია. ბერძნულ მითოლოგიაში ის იოს და არესის სიმბოლოა. ასევე, ამავე მითოლოგიის მიხედვით, იები იზრდება იქ, სადაც დაღვრილია ატისის სისხლი.
იას სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ ეს ყვავილი სიზმარში ქალმა ნახა, რეალობაში საჭიროა, რომ საკუთარ უსაფრთხოებას მეტი ყურადრება დაუთმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიზმრის სიმბოლურობა შეიძლება რეალობად იქცეს, რაც მოძალადეებთან შეხვედრას მიანიშნებს. მამაკაცი, რომელსაც ასეთი სიზმარი ესიზმრება, უნდა იყოს მეტად მზრუნველი პარტნიორი ქალის მიმართ. შესაძლოა გეჩვენებათ, რომ ყველაფერს აკეთებთ მისი ბედნიერებისთვის, თუმცა, ბევრი რამ არასაკმარისია. სიზმარში იების საჩუქრად მიღება - მოსალოდნელი ჩხუბის ნიშანია. თუმცა, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ახლობელი ადამიანის ცუდ განწყობაზე ყოფნას ყურადღებას არ მიაქცევთ და ყველა სიტყვაზე არ გამოეკიდებით. შეიძლება გაღიზიანების მიზეზი რამე წვრილმანი ან სამსახურებრივი საკითხი იყოს, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ამ მომენტებს და შეეცადეთ გაუგოთ.
იასამნის სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში იასამნის სურნელის შეგრძნება - სასიამოვნო ნაცნობობის ნიშანია. მაგრამ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ურთიერთობის აწყობის შემთხვევაშიც კი, ის ხანგრძლივი არ იქნება. იასამნების თაიგულის დასიზმრება მიანიშნებს იმაზე, რომ სექსუალურ პარტნიორთან რეალურად მოგიწევთ სერიოზული საუბარი, რომლის დროსაც გაარკვევთ ისეთ დეტალებს, რომლებზე მანამდე არც კი გიფიქრიათ.
ლარნაკის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ლარნაკის ნახვა ნიშნავს იმას, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო მომენტი გელით. ლარნაკიდან წყლის დალევა - ბედნიერების, მხიარულების და ფარული სიყვარულის ნიშანია. გატეხილი ლარნაკის ნახვა - ახლო მომავალში ცუდი ამბის გაგების, უბედურების ნიშანია. ახალგაზრდა ქალს თუ ესიზმრება, რომ საჩუქრად იღებს ლარნაკს - სურვილები აუსრულდება.
მაგნოლიას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
ჩინურ სიმბოლოებში ნიშნავს ქალურობას, მომხიბვლელობას, თავდაჯერებულობას, ბედნიერებას და წარმატებას.
მარგარიტა სიზმარში
მილერის მიხედვით
ძილში მარგარიტების თაიგულის ნახვა მწუხარებას ნიშნავს. თუმცა, სიზმარში ამ ყვავილებით მორთული მდელოს ნახვა, რომელსაც მე ანათებს - ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას და მატერიალურ სიძლიერეს ნიშნავს. ამ ყვავილის დასიზმრება მისთვის არასეზონურ პერიოდში – ნიშნავს, რომ წინ უსიამოვნება გელით.
მარგარიტას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
უბიწობის სიმბოლოა. დასავლეთ კულტურაში სიწმინდეს და კეთილშობილებას განასახირებს და ნიმფა ბელიდას სიმბოლოა. ასევე, ის გამოსახავს სოლარულ პრინციპს, რამდენადაც დღის „თვალს“ წარმოადგენს.
მიმოზას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
მიმოზა მგრძნობიარე სულის სიმბოლოა. ბრძნულ-რომაულ მითოლოგიაში ის დაცვას, თავდაჯერებულობას, ინიციატივას გამოსახავდა და ჰერმესისა და მერკურის ემბლემას წარმოადგენდა.
მიხაკის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
წითელი მიხაკი მოხიბვლის, ქორწინების და ვნებიანი სიყვარულის ნიშანია. ვარდისფერი - ცრემლების, ქალწული მარიამის და დედობის სიმბოლოა; თეთრი - სუფთა სიყვარულის; ყვიტელი - უარყოფის.
მცენარეების ახსნის მიხედვით
მცენარეების ახსნის მიხედვით
ფარული სიყვარულის ნიშანია.
ნარცისის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
ეგოიზმის და ცრუ იმედის სიმბოლოა. ამ ყვავის ბერძნული ღმერთის სახელი აქვს, რომელიც გამოირჩეოდა შეუდარებელი სილამაზით. ერთხელ მან წყალში საკუთარი ანარეკლი დაინახა და აღფრთოვანებისაგან სული დალია ისე, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა საკუთარ სახეს. ნარცის საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოა. როგორც ყვავილი, ის გაზაფხულის მცენარეა და თუმცა როგორც სწრაფად იფურჩქნება, ისევე სწრაფად ასრულებს თავისი სიცოცხლის ციკლს, ამიტომ, სიკვდილის სიმბოლოც არის. პერსეფონა ნარცისებს კრეფდა მიდვრად, როცა ქვესკნელის ღმერთ ჰადესის ეტლები ამოცვივდნენ მიწიდან და გაიტაცეს მშვენიერი ქალი. ასევე საინტერესოა ის, რომ ყვავილის სახელს საერთო ფესვები აქვს ბერძნულ სიტყვა „ნარკოზ“-თან და მის შემცველობაში ნამდვილად არის ნარკოტიკული ნივთიერება. ჩინეთში ნარცისს ეწოდება სუი-ზიან, რომელის შეყვარებული წყვილების სიმბოლოს წარმოადგენს. სპარსეთში ნარცისის სურნელს ახალგაზრდობის არომატს ეძახდნენ. ის ისლამში ერთგულებისა და იმედის სიმბოლოა. ყვავილების ენაზე, ნარცისი არის ცრუ იმედების, სურვილების და ეგოიზმის სიმბოლო.
ორქიდეას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
ლამაზმანის სიმბოლოა. მომხიბვლელობისა და სიმდიდრის ნიშანი. ჩინურ კულტურაში სრულყოფილებას, ჰარმონიას, სიყვარულს, სილამაზეს, ქალურ ხიბლს და სიბრძნეს განასახიერებს.
პიონის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
თავმომწონეობის სიმბოლოა. ჩინურ კულტურაში აღნიშნავს მამაკაცურ საწყისს, შუქს, დიდებას, სიყვარულს, გაზაფხულს, ახალგაზრდობას, ბედნიერებას. პიონი იაპუნურ კულტურაში იმპერატორის ყვავილად ითვლება, რადგან მას არ ეკარება არანაირი მწერი, ფუტკრის გარდა. ასევე ქროწინების, ნაყოფიერების, დიდების, სიმდიდრის და ბედნიერების გამომსახველია. ბერძნულ მითოლოგიაში კი ძალების აღდგენის სიმბოლოა.
პიონის სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში პიონების ნახვა - ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად პარტნიორისგან უფრო მეტ ემოციურობასა და სითბოს ელით, ვიდრე იღებთ. შეეცადეთ დაელაპარაკოთ მას და განიხილოთ პრობლემური საკითხები. გარდა მისა, კარგად დაფიქრდით მის საქციელზე - თუ ამ მხრივ გულნატკენი ხართ ან ნაწყენი, დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: რამდენად რეალურად აქვს მას თქვენს მიმართ სიყვარულის გრძნობა, თუ მხოლოდ ინტიმი აინტერესებს? თუ პიონებს სხვებს ჩუქნით სიზმარში - უცნობთან ინტიმური კავშირი გელით, რომელიც არასწორ შეფასებას მისცემს ვითარებას. მომხდარს საჭიროდ ჩათვლის და მისი მხრიდან სითბოს ან ინტერესის გამოხატვას ადგილი არ ექნება. პიონების დაკრეფა - მიანიშნებს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში იწყება ცხოვრებისეული სიამოვნების მიღების პერიოდი.
რას ნიშნავს სიზმარში ლარნაკის ნახვა
ვანგას მიხედვით
სიზმარში ნანახი ლარნაკი, ადამიანის სულიერი მდგომარეობის ნიშანია. თუ ის სუფთა და ლამაზია, ეს ნიშნავს, რომ წინ სულიერი სიმშვიდე, ჰარმონია გელით და უნდა გაუფრთხილდეთ ამ მდგომარეობას. სიზმარში ლარნაკის გატეხვა ძალიან ცუდი ნიშანია - ახლო მომავალში დარდი და მწუხარება გელით. ყვავილებიანი ლარნაკი ნიშნავს, რომ უცხო ადამიანს გაჭირვების დროს ძალიან დაეხმარებით, თან ისე, რომ შეიძლება ეს თავადაც ვერ გააცნობიეროთ.
რატომ გესიზმრებათ ვარდები
ცვეტკოვის მიხედვით
ჩხვლეტა- იმედგაცრუება
რატომ გვესიზმრება გვირილა
ცვეტკოვის მიხედვით
წინააღმდეგობა.
რატომ გვესიზმრება ვაზა
ცვეტკოვის მიხედვით
პირობა; ყვავილებთან- სასიყვარულო პირობა; ხილით- საქმიანი პირობა, ცდუნება; ცარიელი- ცარიელი პირობა და იმედი
რატომ გვესიზმრება ვარდები
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ვარდის ეკალი შეგერჭოთ თითში - იმედგაცრუების ნიშანია;
რატომ გვესიზმრება თაიგული
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- სასიამოვნო გაცნობა; მიღება- მუდმივობა სიყვარულში
რატომ გვესიზმრება თაიგული
ცვეტკოვის მიხედვით
დანახვა — სასიამოვნო ნაცნობობა; მიღება — სასიყვარულო კავშირის გამყარება.
რატომ გვესიზმრება ლარნაკი
ცვეტკოვის მიხედვით
ურთიერთობა; ყვავილებით — სასიყვარულო დაპირებები; ხილით — საქმიანი დაპირებები; ცარიელი — ცრუ დაპირებები და იმედები.
რატომ გვესიზმრება მიხაკი
მცენარეების ახსნის მიხედვით
უბიწობის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება ნარცისი
მცენარეების ახსნის მიხედვით
სიმბოლურად ეგოიზმს, ცრუ იმედს გამოხატავს. ამ ყვავილმა თავისი სახელი ბერძენი ღმერთი ნარცისისგან მიიღო. ნარცისი არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩეოდა. ერთხელ მან წყალში თავისი ანარეკლი დაინახა და გარდაიცვალა, რადგან მზერის მოწყვეტა ვერ შეძლო. ნარცისი თავმოყვარეობის სიმბოლოა. ნარცისი გაზაფხულის ყვავილია, ახალგაზრდობაში სიკვილის სიმბოლო. ნარცისიმალე ყვავის და ჭკნება. პერსეფონა კრეფდა ნარცისებს, როდესაც ღმერთი ჰადესის ეტლი მიწიდან გამოვიდა და წაიყვანა ის მიწისქვეშა სამეფოში. ნარცისის ბერძნულ სახელწოდებას საერთო ფესვი აქვს სიტყვა "ნარკოზთან". ნარცისებს ასევე "მივიწყების ბალახს" უწოდებენ მისი ნარკოტიკული თვისებების გამო. ჩინეთში ნარცისი სიუი-ძან, ან წყლის უკვდავა, სიმბოლურად შეყვარებულ წყვილს და ბედნიერ ქორწინებას გამოხატავს, და იმ შემთხვევაში, თუ ის ახალი წლისთვის ყვავის,- მომავალ წელს ბედნიერებას. სპარსეთში ნარცისის სუნს ახალგაზრდობის სურნელს უწოდებდნენ. მისი პირდაპირ და მაგარი ღერო ისლამში ერთგული მსახურების და რწმენის სიმბოლო გახდა. ნარცისი არის ვალიელების ეროვნული სიმბოლო. ყვავილების ენაზე ნარცისი- ცრუ იმედების, სურვილის, ეგოიზმის სიმბოლოა. ნარცისი- მთრთოლარე შეყვარებულების ყვავილია.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ვაზის შესახებ
ვანგას მიხედვით
ვაზა- სულის ჭურჭლის სიმბოლური გამოხატულებაა სიზმარში. თუ ლამაზ სუფთა ვაზას ხედავთ, ნიშნავს, რომ სასიამოვნო შთაბეჭდილებები გელოდებათ, ვერავინ ვერ დაარღვევს თქვენს სიმშვიდეს, თქვენ ჰარმონია მოიპოვეთ და ახლა მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. სიზმარში ვაზის გატეხა- ძალიან ცუდი ნიშანია, რომელიც სულიერ ტკივილის და დარდს მოასწავებს, თქვენი გული სინანულისგან და უძლურებისგან დაიტანჯება, მაგრამ ვერაფერს შეცვლით. ყვავილებიანი ვაზა ნიშნავს, რომ თქვენ დაეხმარებით ვიღაც ადამიანს ისე, რომ თვითონ ვერ გაიგებთ, უბრალოდ მას დაელაპარაკებით და თავის აზრებს გაუზიარებთ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ყვავილების შესახებ
ვანგას მიხედვით
თუ სიზმარში ყვავილებს წყვეტთ, რათა მათგან თაიგული გააკეთოთ,- რეალურ ცხოვრებაში ეს სიზმარი თქვენ მიკერძოებას ცოდნისკენ და მსოფლიოს გააზრებისკენ ნიშნავს. სიზმარი, რომელშიც ხელი იჩხვლიტეთ თქვენთვის ნაჩუქარ ყვავილებზე, რეალობაში ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდით ახლობელი ან საყვარელი ადამიანი ღალატის გამო. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცამ გასრისა ყავილები თქვენს ბაღში,- ეს მტრების ცილისწამებას მოასწავებს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღოთ. სიზმარში თქვენს სახლში ოთახის ყვავილების დიდი რაოდენობა დაინახეთ- გრძნობების ფარულობას გამოხატავს. მშვენიერი ბაღი დაგესიზმრათ, რომელიც არაჩვეულებრივად ლამაზი ყვავილებითაა სავსე, თქვენ შეისუნთქავთ მათ მშვენიერ სურნელს. ეს სიზმარი რეალობაში არაჩვეულებრივ, რომანტიულ შეხვედრას მოასწავებს. დამჭკნარია ყვავილები სიზმარში ჯანმრთელობის პრობლემებს და დაშორებას მოასწავებს. სიზმარი, რომელშიც თქვენს ბაღში ყვავილებს რგავთ, ნიშნავს, რომ რელობაში კეთილშობილ და ბრძნულ ქმედებას ჩაიდენთ. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ გაყრიან ყვავილებს თაყვანისმცემლები,- რეალურ ცხოვრებაში ეს მოწმობს იმას, რომ თქვენი სულიერი მარტოობა შეიძლება გაგრძელდეს. თქვენი ამაღლებული პრეტენზიები ალბათ აუსრულებელი დარჩება. სიზმარში გვირგვინს იკეთებთ მინდვრის ყვავილებისგან,- ეს სიზმარი მოწმობს იმაზე, რომ მალე თავის სიყვარულს შეხვდებით და ბედნიერ ოჯახს შექმნით. სიზმარი, რომელშიც საჩუქრად ყვავილს ოთახის ქოთანში იღებთ, ნიშნავს, რომ გარდაცვლილ ადამიანზე ახალ ამბავს გაიგებთ.
რატომ გვესიზმრება ტიტა
ცვეტკოვის მიხედვით
მოჭრა- ცვლილებები; მოვლა- ცარიელი კავშირი
რატომ გვესიზმრება ტიტა
ცვეტკოვის მიხედვით
მოჭრა — ცვლილებები; მოვლა — უიმედი კავშირი, ცარიელი ურთიერთობა.
რატომ გვესიზმრება ქრიზანთემა
ცვეტკოვის მიხედვით
სასიხარულო ამბის გაგების ნიშანია; დამჭკნარი ქრიზანთემა - კარგ ამბავს ძალიან გვიან გაიგებთ.
რატომ გვესიზმრება ქრიზანტემა
ცვეტკოვის მიხედვით
სასიხარულო ამბავი შორიდან; დამჭკნარი- ამბავი ძალიან გვიან მოვა
რატომ გვესიზმრება ყვავილები
ცვეტკოვის მიხედვით
სევდა ( თუ ბევრი თაიგულია); ერთი ყვავილი- სიხარული; თეთრი- ქორწილისკენ, ახალი საქმისკენ; ყნოსვა- ნუგეში, დახმარება; ავადმყოფებს- ავადმყოფობის შეყოვნება, განსაკუთრებით თუ ვარდებია; კრიმინალები ყვავილებს ყნოსავენ- დაჭერა; ყვავილები არა სეზონში, ზამთარში- დაბრკოლებები, მღელვარება; ყვავილნარი - (ქალისთვის) პირადი ბედნიერების იმედი; (კაცისთვის)- ლამაზი ქალი, წინადადება; ჩუქება- დაშორებისკენ; ქოთნებში- მოულოდნელი შეძენა.
რატომ გვესიზმრება ყვავილები
მილერის მიხედვით
ბაღში ყვავილების ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას მიიღებთ და დიდი შენაძენის გაკეთებას შეძლებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყვავილები ნათელი ფერის და ცოცხალია. თეთრი ყვავილები - დარდის ნიშანია. დამჭკნარი და გამხმარი ყვავილები - უსიამოვნების მომტანია; თუ ახალგაზრდა ქალს სიზმარში ჩუქნიან ფერადი ყვავილების თაიგულს - ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. უნაყოფო მიწაზე ამოსული ყვავილების დასიზმრება - მწუარების მომტანია. თუმცა, ამ სიზმარს მეორე ახსნაც აქვს - საკუთარი ძალისხმევით და მონდომებით შეძლებთ წარმატების მიღწევას და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
რატომ გვესიზმრება ყვავილები
ცვეტკოვის მიხედვით
დარდი (თუ ბევრი თაიგულია); ერთ ცალი — სიხარული; თეთრი — ქორწინება, ახალი საქმის წამოწყება; დაყნოსვა — დამშვიდება, დახმარების მიღება; ავადმყოფისთვის — სენის გართულება, ავადმყოფობის გახანგრძლივება, განსაკუთრებით თუ ვარდებს ნახავს. დამნაშავისთვის ყვავილის ყნოსვის დასიზმრება - დაკავებას ნიშნავს; არასეზონური ყვავილების დასიზმრება - წინააღმდეგობა, პრობლემები; ყვავილების სათბურის ნახვა - ქალისთვის ნიშნავს პირად ბედნიერებას და იმედს, მამაკაცისთვის ნიშნავს ლამაზ ქალთან შეხვედრას, ხელის თხოვნას. ყვავილების ჩუქება სხვისთვის - დაშორების ნიშანია; ქოთნის ყვავილები - მოულოდნელი შენაძენი.
რატომ გვესიზმრება შავი ქლიავის ყვავილი
ცვეტკოვის მიხედვით
უარყოფილი სიყვარული.
რატომ გვესიზმრება შოთხვი
ცვეტკოვის მიხედვით
უკუგდებული სიყვარული
რატომ გვესიმზრება გვირილა
ცვეტკოვის მიხედვით
დაბრკოლება
რატომ ვნახულობთ სიზმარს ყვავილებზე
ვანგას მიხედვით
თუ სიზმარში ყვავილებს კრეფთ თაიგულის შესაკრავად - რეალობაში ეს ნიშნავს, რომ განათლებული ადამიანი ხართ და სამყაროს კარგად შეიმეცნებთ. თუ სიზმარში ნაჩუქარი ვარდის ეკალზე ხელი იტკინეთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ძლიერი გულის ტკივილი გაქვთ საყვარელი ადამიანის მხრიდან ჩადენილი ღალატის გამო. თქვენს ბაღში ფეხით გათელილი ყვავილები თუ დაგესიზმრათ, რეალობაში მტრების არსებობას ნიშნავს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ თქვენამდე აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია არ მოვიდეს. სიზმარში ოთახის ყვავილების ნახვა - ფარული გრძნობების ნიშანია. თუ ნაირ-ნაირი ყვავილებით სავსე ალამაზი ბაღი დაგესიზმრათ და აღფრთოვანებული ხართ მათი მშვენირი არომატით - წინ უჩვეულო, რომანტიკული შეხვედრა გელით. დამჭკნარი ყვავილების ნახვა ჯანმრთელობის პრობლემების და ურთიერთობის გაწვეტის ნიშანია. სიზმარი, სადაც საკუთარ ბაღში ყვავილებს რგავთ, აღნიშნავს, რომ რეალობაში კეთილშობილურ საქციელს ჩაიდენთ. თუ სიზმარში თაიგულს იწნავთ მინდვრის ყვავილებისგან - ახლო მომავალში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით და ბედნიერ ოჯახს შექმნით. თუ დაგესიზმრათ, რომ საჩუქრად ქოთნის ყვავილი მიიღეთ, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გაიგებთ.
სიზმარში ყვავილების ნახვა
ლოფას მიხედვით
ყვავილები- სილამაზის უნივერსალური სიმბოლოა. ზუსტი განმარტებისთვის აქ მნიშვნელოვანია ყვავილის ფერის გაანალიზება. განსაკუთრებით ეს ეხება სიზმრებს, რომლებშიც ყვავილები მათთვის არადამახასიათებელი ფერით ჩნდება, მაგალითად მწვანე ვარდები. არ გაგიკვირდეთ, თუ სიზმარში თქვენი მეგობარი მწვანე ვარდებს გჩუქნით. ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ან თქვენი მეგობრის პასიას ხვდებით, ან ისინი ეჭიანობენ თქვენი რომანტიული მიჯაჭვულობის მიმართ. თქვენს ცნობიერში ყვავილებთან მოპყრობის გარკვეული გამოცდილებაა დაფიქსირებული, რომლის გამოყენებასაც ქვეცნობიერი ცდილობს სიტუაციის წარმოსადგენად. ეს, კერძოდ, იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ვინმეს ჩუქნით ყვავილებს ან ვინმე თქვენ გჩუქნით ყვავილებს. დაკავშირებულია თუ არა გარკვეული მოგონებები რამე ყვავილებთან- მაგალითად, ბავშვობის საყვარელი ყვავილები, ახლო ადამიანის სიკვდილი, სკოლის პაემანი ან სასიყვარულო კავშირი? აი რამდენიმე ახსნა სიზმრებში გამოჩენილი ყვავილებისთვის: იასამანი- შხამი, ავადმყოფობა, სიკვდილი; ღიღილო- გაუბედაობა გრძნობებში ; ის, ვინც ჩუქნის, არის დაინტერესების ობიექტი; ორქიდეა- სექსლუალურობა, მგრძნობელობა; ვარდი- წითელი- სიყვარული, ყვითელი-მეგობრობა; თეთრი- სიწმინდე, შავი- სიკვდილი; ლილია- განახლება, საგაზაფხულო სიახლე, აღორძინება; ნარცისი- თავისი თავის სიყვარული, საკუთარი მე-ს ანარეკლი.
სიზმარში ყვავილების ნახვა
ლოფის მიხედვით
ყვავილები - ეს არის სილამაზის უნივერსალური სიმბოლო. ზუსტი ახსნისთვის, საჭიროა ყვავილს ფერის გაანალიზება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სიზმრებს, სადაც ყვავილები არაბუნებრივი ფერებით არის წარმოდგენილი - მაგალითად, მწვანე ვარდი და ა.შ. თუ სიზმარში თქვენი მეგობარი ან საყვარელი ადამიანი ასეთი ფერის ვარდს გჩუქნით, ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ეს მიანიშნებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს ეჭვიანობას. ანუ, თქვენს გონებაში დაფიქსირებულ სტანდარტს ყვავილებთან დაკავშირებით, ქვეცნობიერი იყენებს სიტუაციის წრამოსადგენად. ეს კონკრეტული ახსნა ვრცელდება ისეთ სიზმარზე, რომელშიც თქვენ ჩუქნით ან პირიქით, აქეთ გჩუქნიან ყვავილებს. გაიხსენეთ, გაქვთ თუ არა მძაფრი მოგონება ყვავილებთან დაკავშრებით? მაგალითად, ბავშვობისდროინდელი საყვარელი ყვავილები, ახლობელი ადამიანის დაკრგვა, სასკოლო ან შემდგომი პერიოდის პაემანი? სიზმარში ნანახ ყველა ყვავილს თავისი ახსნა აქვს. იასამანი - შხამი, ავადმყოფობა, სიკვდილი; მარგარიტა - არასტაბილური გრძნობები. ის, ვინც ჩუქნის, წარმოადგენს დაინტერესების ობიექტს. ორქიდეა - სექსუალურობა, მგრძნობელობა; წითელი ვარდი - სიყვარული, ყვითელი - მეგობრობა, თეთრი - სიწმინდე, შავი - სიკვდილი; ლილია - განახლება, სიხალასე, სიახლე; ნარცისი - საკუთარი თავისადმი სიყვარული, შინაგანი მეს გამოხატულება.
სიზმრის მნიშვნელობა ასტრის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ასტრი სიმბოლურად გამოხატავს უბრალოებას, თავმდაბლობას, სინაზეს. ასე, თუ დაგესიზმრათ, რომ ასტრის წყვეტთ, ნიშნავს, რომ რეალობაში თავის ბედნიერებას და ჰარმონიას პოულობთ მხოლოდ არაამბიციურ ადამიანებთან კავშირში, რომლებიც თავმდაბლობით გამოირჩევიან და ნაზად გეპყრობიან. ამიტომაც თქვენი სექსიც ზოგჯერ ზედმეტი სიფრთხილით და თრთოლვით გამოირჩევა. ნუთუ არასდროს გდომებიათ ვნების აფეთქების განცდა?
სიზმრის მნიშვნელობა ედელვაისის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ედელვაისი ნახვა- უახლოეს დროს კამათს ელოდეთ თქვენს პარტნიორთან. შერიგება მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც თვითონ გადადგამთ მისკენ პირველ ნაბიჯს. ედელვაისის მოწყვეტა- თუ აქამდე სიყვარულით დაკავებისგან სიამოვნებას იღებდით, მალე რაღაც უცნაური მოხდება და თქვენ მიხვდებით, რას ნიშნავს ნამდვილი სიამოვნება იმასთან შედარებით, რასაც აქამდე განიცდიდით. ედელვასისი საჩუქრად მიღება- განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობთ ვიღაც თქვენი ნაცნობიდან, თანაც, როგორც გესმით, ეს ნაცნობი თქვენ მიმართ არაპლატონიკურ ვნებას განიცდის.
სიზმრის მნიშვნელობა იას შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ ქალი სიზმარში ხედავს ამ ყვავილებს, ნიშნავს, რომ ის უფრო ზედმიწევნით უნდა მოეპყროს საკუთარ უსაფრთხოებას, თუ არადა სიზმარი სიმბოლურისგან შეიძლება საკმაოდ რეალური გახდეს, ხოლო ია ძალადობასთან შეხვედრას მოასწავებს. კაცი, რომელმაც ასეთი სიზმარი ნახა, უფრო მზრუნველი უნდა იყოს თავისი პარტნიორის მიმართ. შესაძლოა, გეჩვენებათ, რომ მას ყველაფერს აძლევთ, რაც საჭიროა, მაგრამ დარწმუნდით, სინამდვილეში ეს საერთოდ არ არის საკმარისი. იას საჩუქრად მიღება- კამათისკენ. მისი თავიდან აცილება შეიძლება, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ თქვენთვის ახლობელი ადამიანის ცუდ განწყობას. შესაძლოა, ასეთი ქცევის მიზეზი სამსახურში ან თქვენი პარტნიორის საქმეებში წვრილ გაუგებრობაში იმალება . გაგებით მოეკიდეთ ამას.
სიზმრის მნიშვნელობა იასამნის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში იასამნის სურნელის გრძნობა- სასიამოვნო გაცნობისკენ. მაგრამ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თუ ახალ ნაცნობთან დაიწყებთ ურთიერთობას, დიდხანს არ გასტანს. იასამნის დასიზმრებული თაიგული მეტყველებს იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი მოგიწევთ თქვენს სექსუალურ პარტნიორთან, რომლის განმავლობაშიც თქვენ რამდენიმე საოცარ დეტალს გაარკვევთ, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არ გქონდათ.
სიზმრის მნიშვნელობა პიონის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში პიონების ნახვა- სიზმარი მიანიშნებს, რომ ქვეცნობიერად პარტნიორისგან ბევრად მეტ ემოციურობას და სითბოს ელით, ვიდრე დღეს იღებთ. სცადეთ პირდაპირ დაელაპარაკოთ მას და აუხსნათ, რას არ გაკმაყოფილებთ საწოლში. ამას გარდა, თუ მისი ქცევა გწყინთ, დაფიქრდით, აქვს თუ არა მას სიყვარულის გრძნობა თქვენ მიმართ თუ მას უბრალო სურვილი ამოძრავებს? სიზმარში ვინმესთვის პიონების ჩუქება- მსგავსი სიზმარი ინტუმურ ურთიერთობებს მოასწავებს ადამიანთან, რომელიც ამას ალბათ არ დააფასებს. ის ყველაფერს მისთვის სავალდებულოდ მიიღებს და ვერ დელოდებით მისგან სითბოს და სინაზეს. სიზმარში პიონების მოწყვეტა- სიზმარი მეტყველებს, რომ თქვენს ცხოვრებაში იწყება პერიოდი, როდესაც ტკბილი ცხოვრების არასასურველი შედეგები მალე დადგება.
სიზმრის მნიშვნელობა ღიღილოს შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ღიღილო, ეს იმას მოწმობს, რომ თქვენს პარტნიორთან სექსით დაკავება ასე განისაზღვრება: მარტივად, მაგრამ გემოვნებით. ღიღილოს მოწყვეტა სიზმარში- სიზმარი ნიშნავს, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყება. ისინი ახალ პარტნიორთან იქნება დაკავშირებული, რომელიც უბრალოებით და გულუბრყვილობით გამოირჩევა.
ტიტას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
სიყვარულის გამომხატველი სიმბოლოა. სპარსეთში სრულყოფილი სიყვარულის ნიშანია. ასევე წარმოადგენს ჰოლანდიისა და თურქეთის ოსმანთა სამეფო კარის ემბლემას.
უკვდავას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
მყარი მეხსიერების ნიშანია.
ფურისულას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
ჭეშმარიტი სიყვარულის სიმბოლოა
ქრიზანთემას დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
ეს ყვავილი აღნიშნავს მიმღეობას. ჩინურ კულტურაში შემოდგომის, სიმსუბუქის, განათლების, ბარაქის, სიმდიდრის, ხანგრძლივი ცხოვრების ნიშანია. იაპონიაში ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლოა. ქრიზანთემას ყვავილი იაპონიის ემბლემას წარმოადგენს.
ქრიზანთემას დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში თეთრ ქრიზანთემებს კრეფთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში პრობლემები და დანაკარგი გელით. სხვა ფერის ქრიზანთემები ნიშნავს სასიამოვნო ამებბის გაგებას უახლოეს მომავალში. ქრიზანთემების თაიგულის ნახვა სიზმარში აღნიშნავს ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრას, თუმცა სიამაყის გამო უარს იტყვით ურთიერთობაზე. თეთრი და ყვითელი ქრიზანთემების მდელოში სიარული დანაკარგის და დარდის ნიშანია. უახლოეს მომავალში სერიოზული სულიერი კრიზისი გელით.
ყვავილები
აიურვედას ახსნით
თუ სიზმარში ყვავილებს კრეფთ, ეს არის აყვავების ნიშანი. იღბლიანი იქნებით ყველა თქვენს საწყისში
ყვავილების დასიზმრება
აიურვედას მიხედვით
თუ სიზმარში ყვავილებს კრეფთ და აგროვებთ, უდიდესი წარმატების ნიშანია. ყველა წამოწყებაში გაგიმართლებთ.
ყვითელი ვარდი
მცენარეების ახსნის მიხედვით
ღალატის, ერთგულების არარსებობის ნიშანია
წითელი ვარდი
მცენარეების ახსნის მიხედვით
დიდი სიყვარულის ნიშანია
ჰიაცინტის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
მლიქვნელობის, ორპირობის ნიშანია.