ბალიშის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ბალიშის ნახვა - დასვენება და სიამოვნების მიღება გელით. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ბალიშს კერავს - საიმედო მომავალი და წარმატებული ქორწინება ელის. ძილში აბრეშუმის ბალიშზე მიწოლა - სხვა ადამიანების ნერვიულობის და განცდების ხარჯზე მიღებულ სიმშვიდეს ნიშნავს. თუ ლამაზი ბალიშები გესიზმრებათ - საქმიანობაში წარმატება გექნებათ. პატარა ბალიშის ნახვა - ქონების ნაწილის დაკარგვას ნიშნავს მაშინ, როცა თქვენი ახლობლები დიდი წარმატებას მიაღწევენ. ქალისთვის ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მალე დაინტერესდება სულიერი ცხოვრებით და დამოუკიდებლობის სურვილი გაუმძაფრდება.
კორსეტის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში კორსეტის ნახვა ქალისთვის ნიშნავს, რომ მისი სიმპათიის ობიექტი მამაკაცი ყურადღების გამოჩენას დაიწყებს; თუ ქალი ღიზიანდება კორსეტის შეკვრა-გახსნის დროს, ეს ნიშნავს, რომ მეგობრებთან ჩხუბისკენ არის მიდრეკილი წვრილმანი მიზეზების გამო და ეს სიზმარი გაფრთხილებაა, რომ თავიდან აიცილოს მორიგი უაზრო კამათი.
რატომ გვესიზმრება ბალიში
ცვეტკოვის მიხედვით
ახალი მეგობრის შეძენა; ბალიშის დაბერტყვა — პირადი საკითხების გაუმჯობესება.
რატომ გვესიზმრება დაუთოვება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმის აწყობა.
რატომ გვესიზმრება თეთრეული
ცვეტკოვის მიხედვით
(საცვალი) — საწოლიდან საცვლებით ადგომა — საინტერესო სიახლის გაგება; საწოლის თეთრეული - პირადი ცხოვრება; სველი თეთრეული გაწურვა - ღალატის გამოაშკარავება; ჭუჭყიანი (დალაქული) თეთრეული - ახლობელ ადამიანთან კონტაქტის გაწყვეტა.
რატომ გვესიზმრება საწოლი
ცვეტკოვის მიხედვით
საწოლში წოლა - წარმატება, წინსვლა; ცარიელი საწოლი - ახლობელის გარდაცვალება; საკუთარი საწოლი - პირადი ცხოვრების საკთხები; უცნაური საწოლი - საქმის სასიკეთოდ შემოტრიალება; საწოლში ჩაწოლა - ავადმყოფობა, უბედურება; ერთი სქესის წარმომადგენელთან წოლა - კარგი ამბების გაგება; საწოლის გაშლა - სკანდალებით სავსე ვნებები (ქალისთვის); საცხოვრებლის გამოცვლა (მამაკაცისთვის); საძინებელი - პირადი ცხოვრება, ურთიერთობები; ფართე საწოლი სხვადასხვა არომატით - საეჭვო კავშირები; აშლილი საწოლის ყურება - სკანდალის შიში, გამოაშკარავება; დალაქული თეთრეული - რეპუტაციის შელახვა, პირად საკითხებში მარცხი; საკუთარ საწოლზე ზემოდან ძილი - სარფიანი საქმე, სასიამოვნო ამბავი; საწოლზე ჯდომა და ტირილი - დიდი უბედურება.
რატომ გვესიზმრება საწოლის გადასაფარებელი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ იფარებთ - ავადმყოფობის ნიშანია; ახალი გადასაფარებელი — საცხოვრებელის გამოცვლა, სამსახურსა და პირადში ცვლილებები; საწოლზე გადაფარება (ქალისთვის) — ახალი რომანი, (კაცისთვის) — თანამდებობაზე დანიშვნა.
რატომ გვესიზმრება ტანსაცმელი
ცვეტკოვის მიხედვით
რაც უფრო ჩაცმული ხართ სიზმარში, მით უარესი; ნახევრად შიშველი - წარმატების ნიშანია; ტანსაცმლის ჩაცმა სიზმარში ნიშნავს, რომ მალე წინსვლა გექნებათ, თუმცა საშიში გზის გავლა მოგიწევთ; კაბის ჯაგრისით წმენდა - შემოსავლის მიღება; საქორწინო კაბის ჩაცმა - ავადმყოფობა; სეზონის და სიტუაციის შესაბამისი სამოსის ჩაცმა - სასიხარულო ამბავი გელით; შეუფერებელი სამოსი - ჩავარდა, კრახი, უბედურება; მამაკაცი ქალის სამოსში - უსიამოვნებები; ქალი მამაკაცის სამოსში - წარმატებაზე პრეტენზიების ქონა; უბრალოდ ტანსაცმელი - კარგი მდგომარეობა (მამაკაცისთვის), საყვარელი, ქმარი - ქალისთვის; გაჩუქება - ავადმყოფობა, მწუხარება; თხოვება - გღალატობენ; თუ ტანსაცმელი იწვის - ჭორები, შეურაცხყოფა, მეგობრის დაკარგვა; ტანსაცმლის გამოცვლა - ცხოვრებისეული მდგომარეობის შეცვლა; ქალისთვის - საყვარლის ან ქმრის შეცვლა.
რატომ გვესიზმრება ტრუსები
ცვეტკოვის მიხედვით
ქალის ტრუსების ყიდვა - საქმის სასიკეთოდ შემობრუნების იმედი; მამაკაცის ტრუსების ყიდვა - საინტერესო წინადადება; ტრუსების რეცხვა (ქალისთვის) - ახალი, უჩვეულო ჩანაფიქრი.
რატომ გვესიზმრება უთო
ცვეტკოვის მიხედვით
სიტუაციის გამოსწორება.
რატომ გვესიზმრება წინდები
ცვეტკოვის მიხედვით
გზა, მოგზაურობა; ყიდვა (ქალისთვის) - პირადი საკითხების გამოსწორება; დახეული წინდები - ხანმოკლე სიხარული; ჩაცმა - ფულის შოვნა, სასარგებლო კავშირები; რეცხვა (საკუთარის) - გაყოფილი ვნებები; სხვისი წინდების რეცხვა - თანაგრძნობისა და გაგების მიღების იმედი.
საწოლის გადასაფარებლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ჭუჭყიანი გადასაფარებელი - ღალატი, ნდობის დაკარგვა; თუ გადასაფარებელი ახალი და სუფთაა - წარმატება საქმიანობაში, თუმცა ჩავარდნის საშიშროებაც არსებობს. ღვთის მფარველობა გადაგარჩენთ სასიკვდილო ავადმყოფობისგან.
საწოლის გადასაფარებლის სიზმარში ნახვის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში გადასაფარებლის დაფარება - შეხვდებით პარტნიორს, რომელიც ვერ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ მოითხოვს მის დაკმაყოფილებას. საწოლის გადასაფარებელში გახვევა - საწინააღმდეგო სქესის მხრიდან უყურადღებობას და სიცივეს განიცდით. ვინმესთვის გადასაფარებლის დაფარება - ახლო მომავალში სერიოზული საქმიანობით დაკავება არ გელით, მთელი დრო და ენერგია გართობას მოხმარედება.
სველი თეთრეული გაწურვა
ჰასეს მიხედვით
ცუდი ამბები.
სიზმარში ბალიშის ნახვა
ლოფის მიხედვით
ბალიში ძილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხშირად აღწევს კიდეც სიზმრებში. მისი გაშიფვრის ძირითადი ფორმაა დაცვა და უსაფრთხოება. ზოგადად, სიზმრები ბალიშზე გამოხატავს თქვენს სურვილს სამყაროს მხრიდან მეტი დადებითის მიღებაზე. რიგ შემთხვევებში კი დედის საშოში დაბრუნების, ანუ მისი მფარველობის ქვეშ ყოფნის განცდაზე, რაც ხდება ქვეცნობიერის დონეზე. ზოგიერთი ახსნის მიხედვით, სიზმარზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ბალიშის ქვეშ დადებულმა რამოდენიმე კრისტალმა.
სიზმარში საწოლის ნახვა
ლოფის მიხედვით
საკუთარი თავის საწოლში დასიზმრება - ლუციდური ზმანებაა. თქვენ აცნობიერებთ, რომ გძინავთ და თქვენი ცნობიერება იღებს ძილის შემზღუდავ მდგომარეობას. თუმცა, საწოლი ხშირად ასოცირდება სიზარმაცესთან, ავადმყოფობასთან, სიკვდილთან ან სექსუალურ გამოცდილებასთან. თუ თქვენთვის საწოლი ზემოთჩამოთვლილიდან რომელიმე განმარტებას ხსნის, მაშინ გამოდის, რომ სიზმარი მთლიანობაში ასახავს თქვენი მხრიდან საკუთარი თავის მიმღეობას. ფროიდის ერთ-ერთი განმარტებით საწოლი დედის საშოს სიმბოლოა. სინამდვილეში, თუკი შემოდგომის ცივ დილას საბანში კარგად ვაგეხვევით და თავსაც ჩავყოფთ შიგნით, ის გადაიქცევა სამოთხის უტოპიურ სახებად, რომელიც დაცულობისა და სიმშვიდის განცდას მოგგვგვრის.
სიზმარში ტანსაცმლის ნახვა
ლოფის მიხედვით
ტანსაცმელი - ეს არის ადამიანის შინაგანი სამყაროს და ინდივიდუალურობის სარკე. სიზმარში თქვენი ტანსაცმელი აღფრთოვანებას იწვევდა თუ ცინიზმს? - ამის გაშიფვრა, თქვენი თვითშეფასების მაჩვენებლის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. სიზმარში ტანსაცმლის დაკარგვა თქვენს მოწყვლადობაზე მიანიშნებს. ასეთი სიზმარი შეიძლება იყოს სექსუალური ან ექსჰიბიციონისტური ფანტაზიების შედეგიც. ტანსაცმლის ჩუქება ორაზროვანი მნიშვნელობის მატარებელია. მოხდენილი ტანსაცმლის ყიდვა კი დადებითი ნიშანია, რომელიც ახლო მომავალში წარმატებებს მოგიტანთ და თვითშეფასების ამაღლებაშიც დაგეხმარებათ. თუ სიზმარში რაიმე კულტურ ტანსაცმელს ან ნივთს ყიდულობდით, ეს მიანიშნებს, რომ რეალობაში გაგებასა და დაცვას საჭიროებთ.
სიზმარში უთოს ნახვა
ლოფის მიხედვით
უთო - სიზმარში არის კონფლიქტისა და მორჩილების სიმბოლო, მხოლოდ მაშინ, თუ სხვის ნივთებს აუთოვებთ და არა პირადს. თუმცა, უთო ხშირად ესიზმრებათ ქალებს - როგორც ყოველდღიური რუტინისა და საზრუნავის განსახიერება. ამიტომ, დაფიქრდით, რამდენად გაუფერულდა თქვენი ცხოვრება, იქნებ დადგა დრო, რომ ცვლილებები ან მრავალფეროვნება შეიტანოთ მასში.
ტანსაცმლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ტანსაცმლის ნახვა - სერიოზული მინიშნებაა. თქვენი საქმეების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იყო ტანსაცმელი: ახალი და სუფთა, ნახმარი, დახეული თუ ჭუჭყიანი. კარგ მდგომარეობაში მყოფი, თუმცა, მოდიდან გადასული ტანსაცმლის ნახვა ნიშნავს, რომ გაგიმართლებთ, მაგრამ ფასეულ იდეებს ვერ მოუფრთხილდებით. თუ უარს ამბობდით ტანსაცმელზე, რომელიც მოდიდან გასულია, მალე ახლანდელ გარემოცვას ჩამოშორდებით და ახალ საქმიანობას წამოიწყებთ ახალ წრესთან ერთად. ასევე ახალ რომანს გააჩაღებთ და ეს ვითარება ძიფესვიანად შეგცვლით. თუ საკუთარ თავს და სხვებს თეთრ სამოსში გამოწყობილს ხედავთ - ცვლილებები იქნება და ხშირ შემთხვევაში სამწუხარო. თუ სიზმარში თეთრებში გამოწყობილ ადამიანთან ერთად სეირნობდით - მისთვის ავადმყოფობას და დარდს ნიშნავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ახალგზარდა ქალი ან ბავშვი არ არის. ყვითელი ტანსაცმლის დასიზმრება - საინტერესო გართობას და ფინანსურ წარმატებას ნიშნავს. თუ დაგესიზმრათ უხმაუროდ მოძრავი, ყვითელ ფერებში გამოწყობილი მოჩვენება - ცვლილებები იქნება უარესობისკენ. ლამაზი, ყვითელი ქსოვილის ნახვა წარმატების მომტანია. ცისფერი ტანსაცმელი - ნიშნავს, რომ საკუთარი ენერგია დაგეხმარებათ სურვილების ასრულებაში და მეგობრებისგანაც მხარდაჭერა გექნებათ. სიზმარში ჟოლოსფერი სამოსის ნახვა - საშინელი მტრებისგან გათავისფულდებით თუ დასახულ მიზნებს დროულად შეცვლით. მწვანე ტანსაცმელი - აყვავებისა და ბედნიერების ნიშანია. ფერადი სამოსის ნახვა - მკვეთრი ცვლილებების და მომავალში კარგისა და ცუდის ერთმანეთში არევის ნიშანია. თუ სამოსი ცუდად გაზით ტანზე - ნიშნავს, რომ გარკვეული დამოკიდებულებები, რომლებიც გაქვთ, დასრულდება. მოხუცი ან ახალგაზრდა კაცის დასიზმრება კარგად შეკერილ პიჯაკში ნიშნავს, რომ რთული და ჩახლართული საქმე გამოგიჩნდებათ. თუ ქალს ესიზმრება, რომ არ მოსწონს თავისი ტანსაცმელი - წარმატებების მიღწევის გზაზე დიდ უსიამოვნებებს შეხვდება. სიზმარში თავის მოვლის საშუალების დაკარგვა - კომერციულ საქმიანობაში ჩავარდნის ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალს საკუთარი თავი ესიზმრება შავ პიჯაკში - იმედგაცრუება და მწუხარება ელის. თუ სხვა ქალი ესიზმრება ჟოლოსფერ სამოსსა და ტრაურისთვის განკუთვნილი შავი პირბადით, ეს ნიშნავს, რომ კონკურენტი აჯობებს, რომელსაც თავის სწრად არც მიიჩნევდა. მწარე იმედგაცრუება კი ყველა ქალზე გააბრაზებს. ტანსაცმელზე სიზმრის ახსნისას, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რამდენად რეალურია საგნები, რომლებსაც ხედავთ. თუ სახეები და შუქი არაბუნებრივია, ხოლო ფერები ნათელი - ფრთხილად იყავით, რადგან წარუმატებლობა, რომელიც საქმეში გექნებათ, შეიძლება დიდი ზიანის მომტანი იყოს. ასეთი სიზმარი ასევე მიანიშნებს, რომ თქვენი რეპუტაცია შეიძლება შეილახოს. სამაგიეროდ, სუფთა ტანსაცმელი - წარმატების სიმბოლოა. თუ სიზმარში ბევრი და ფერადი სამოსი გქონდათ, ეს ნიშანია იმისა, რომ დიდი დანაკარგი გელით. მსგავსი სიზმარი ახალაგზარდა ქალისთვის ნიშნავს იმედების გაცრუებას. ჭილის ნაჭერი სიზმარში - წარმატებული ქორწინების ნიშანია. თუ სიზმარში საკუთარ თავს შიშველს ხედავთ - თქვენზე ჭორებს გაავრცელებენ. თუ შიშვლი სხვები არიან - ბედნიერების დაკარგვას ნიშნავს.
უთოს სიზმარში ნახვის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში უთოთი დაწვა - გარკვეული არაკეთილსინდისიერი საქციელი გაქვთ ჩადენილი ვიღაცის მიმართ, რომელსაც კარგად არ იცნობთ და თან თქვენთვის არც არაფერი დაუშავებია, ასე რომ, თქვენი ანტიპათია, სრულიად უსაფუძვლოა. უთოს იატაკზე დავარდნა - აფეთქების ზღვარზე ხართ ან ზედმეტად გაღიზიანებული და ამ მდგომარეობაში შეიძლება ისეთი რამ ამოუშვათ პირიდან, რომელსაც ცხარე კამათი მოჰყვბა. ასეთი მდგომარეობა დიდხანს გასტანს, რადგან არც თქვენ და არც პარტნიორს შერიგებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა არ გენდომებათ.