თეთრ კატაზე სიზმრის ნახვა
ჰასეს მიხედვით
სიზმარში თეთრი კატის ნახვა მიგანიშნებთ, რომ რეალობაში დიდი მოტყუება გელით. ვიღაც ცდილობს ძალიან დააზიანოს თქვენი რეპუტაცია, რასაც მოახერხებს კიდეც და გარემოცვის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ძალიან გაფუჭდება. თუ სიზმარში კატა სხვადასხვა სახის აგრესიულ ქმედებებს სჩადის (ცდილობს დაგკაწროთ, გიკბინოთ ან ჭყავის), რეალობაში, საგულდაგულოდ დაგეგმილი საკითხები ჩაგეშლებათ. ამიტომ, უმჯობესია, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ საქმეები გადადოთ უკეთესი დროისთვის, რომ უშედეგოდ არ გაისარჯოთ. თუ სიზმარში ბევრ თეთრ კატას ნახავთ - ეს ნიშნავს, რომ მალე, ახლობელი ადამიანი გიღალატებთ და უღირს საქციელს ჩაიდენს თქვენს წინაშე. თუ კატამ გიკბინათ, ძალიან ფრთხილად იყავით, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ საახლობლო წრეში არსებობს ადამიანი, რომელსაც თქვენი ძალიან შურს და უნდა რომ გავნოთ. ამის განსახორციელებლად, ის თქვენზე საშინელ ჭორებს ავრცელებს.
თეთრი კატის დასიზმრება
ჩინური სიზმრის ახსნის მიხედვით
სხვა ახსნებთან ეს ახსნა წინააღმდეგობაში მოდის, რადგან მისი მიხედვით, სიზმრების უმრავლესობაში, თეთრი კატა კარგის ნიშანია. თუ მას მხიარულად ეთამაშებოდით, ახლო მომავალში გაიცნობთ ადამიანს, რომელთან კავშირიც სწრაფად გადაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობაში. თუ კატა ეზოში დასეირნობდა, ჰარმონიული და გაწონასწორებული ცხოვრება გელით. როცა ცხოველის ბეწვი ლამაზი და მოვლილია, მალე მოულოდნელ ცნობას მიიღებთ. ვიღაც საიდუმლოს გაგანდობთ, რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ. თუ კატა მზეს ეფიცხებოდა - ეს ნიშნავს, რომ თქვენს შრომას მალე დააფასებენ და ჯილდოსაც მიიღებთ. თუ ცხოველმა ხელი გაგიკაწრათ, რეალობაში რთული და მძიმე სამუშაო გელით, რომელზეც დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთ და სათანადო ანაზღაურებას ვერ მიიღებთ. თუ კატა თავს დაგესხათ და სიცხლის დენამდე გიკბინათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნათესვების ნაწილი ღალატზეც კი წავლენ იმისათვის, რომ მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიონ. თუ ცხოველს სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდა - კარიერული წინსვლა და პიროვნული ზრდა გელით. როცა სიზმარში სხვას ჩუქნით თეთრ კატას - რეალურ ცხოვრებაში ბევრ პრობლემებს შეუქმნით საკუთარ თავს.
თეთრი კატის დასიზმრება
ვანგას მიხედვით
ბულგარელი ნათელმხილველის ახსნის მიხედვით, თეთრი კატა უახლოეს მომავალში სირთულეების გაჩენის, კამათის და წარუმატებლობის ნიშანია. თუ სიზმარში რამოდენიმე თეთრი კატა ნახეთ, ეს ნიშნავს, რომ გარემოცვა თქვენი საქციელის განსჯით იქნება დაკავებული, შერცხვენა და მწვავე კრიტიკა გელით. თუ სიზმარში ცხოველი დაიჭირეთ, ახლო მომავალში გაიცნობთ არაორდინალურ პიროვნებას, რომლის ნება-სურვილითაც თქვენი ცხოვრება შეიცვლება.
თეთრი კატის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი თვლიდა, რომ თეთრი კატის დასიზმრება არის უბედურების, წარუმატებლობისა და გაურკვევლობის ნიშანი. განსაკუთრებით ცუდი ახსნა აქვს სიზმარს, თუ ცხოველი აგრესიას იჩენდა თქვენს მიმართ. მსგავსი სიზმარი ასევე შეიძლება გაფრთხილება იყოს იმის თაობაზე, რომ გარშემომყოფები ვერაგულ გეგმებს ამზადებენ თქვენს წინააღმდეგ. თუ სიზმარში კატა გააგდეთ ან მოკალით, შეძლებთ ყველა უსიამოვნება გადალახოთ მინიმალური დანაკარგით. სიზმარში ავადმყოფი, მშიერი, გამხდარი და მოუვლელი თეთრი კატის ნახვა, ნიშნავს, რომ მალე ახლო მეგობრებიდან რომელიმეს ავადმყოფობის შესახებ გაიგებთ, ხოლო თუ სიზმარში შეძელით ცხოველის გაგდება ან მისგან დამალვა - ავადმყოფი მალე გამოჯანმრთელდება.
თეთრი კატის დასიზმრება სხვადასხვა სიტუაციებში
ლოფის მიხედვით
თუ სიზმარში თეთრმა კატამ თაგვი მოათრია - სავარუდოდ ფულად ჯილდოს ან პრემიას მიიღებთ. თითქმის ასეთივე ახსნა აქვს სიუჟეტს, სადაც ცხოველი კნუტებს კვებავს - სასიამოვნო საჩუქარს მიიღებთ ახლობელი ადამიანისგან. თუ სიზმარში კატას თათები მაღლა აქვს აწეული და დუმს - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში თქვენი მტრები დამარცხდებიან და შეწყვეტენ თქვენზე თავდასხმას. თუ ცხოველი გასასვლელის საპოვნელად დარბოდა, საქმეში წარმატება გექნებათ და ყველა მათგანს შედეგიანად დაასრულებთ. თუ თეთრი კატა მამაკაცს ესიზმრება, ეს ნიშნავს, რომ ახლო გარემოცვაში ორპირი ადამიანები არსებობენ. ესენი შეიძლება იყვნენ როგორც ოჯახის წევრები, ისე კოლეგები, ვინც მიეჩვია თქვენს იმედად ყოფნას და თქვენს ხარჯზე ცხოვრებას. თუ სიზმარში მამაკაცი უყურებდა, როგორ მშობიარობდა ცხოველი, მის რეალურ ცხოვრებაში ქალი გაჩნდება. თუმცა, ფრთხილად იყავით, რადგან ეს ქალბატონი თავიდანვე შეეცდება დაგიმორჩილოთ და ცოლად მოყვანაზე დაგითანხმოთ. თუ ცოლიან კაცს ესიზმრება, რომ მისი მეუღლე სიზმარში კატად გადაიქცა, შესაძლოა რეალობაში ის ატყუებდეს, ან მზად იყოს ღალატისთვის. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ მისი ქმარი გადაიქცა კატად, რეალობაში მისი მხრიდან საყვარლის გაჩენის ალბათობა დადგება, რომელიც შეეცდება ქმარი წაგართვათ და მისი მხრიდან ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ. თუ სიზმარში თეთრი, ფუმფულა კნუტი ნახეთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ბევრი მოშურნე და თქვენზე ჭორების გამარვრცელებელია. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა მათ მიერ დაგებულ ხაფანგში არ აღმოჩნდეთ. ახალგაზრდა ქალისთვის დედა თეთრი კატის ნახვა ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ლამაზ მამაკაცს შეხვდება. თუ კატა ფეხებში დაძვრებოდა და კრუტუნებდა, ცხოვრებაში გაჩნდება ადამიანი, რომელსაც ავი ჩანაფიქრი ექნება თქვენს მიმართ. თუ კატა მუხლებზე გეჯდათ - ვიღაც უსამართლოდ დაგადანაშაულებთ. კატა, რომელიც ხმამაღლა კნაოდა - მიგანიშნებთ, რომ მალე უსიამოვნო ჭორებს გაიგებთ საკუთარ თავზე. თუ ცხოველი განრისხებული იყო და აგრესიულად იქცეოდა - არაკეთილმოსურნეები შეეცდებიან ზიანი მოგაყენონ. სიზმარში ნანახი კატა თუ კნუტებს ელოდა - ვიღაც სიმართლეს გიმალავთ. თუ კატა მშობიარობდა - გაიხსენეთ, როგორი იყო ეს პროცესი, რადგან მას სხვადასხვა ახსნა აქვს. მაგალითად, მძიმე მშობიარობა სერიოზული უსიამოვნებების ნიშანია, მარტივი - სირთულეებს თავს გაართმევთ და მათ არსებითი მნიშვნელობა არ ექნებათ. ახალდაბადებული თეთრი კნუტები მიგანიშნებთ, რომ რეალობაში წარმატება და პრობლემების გადალახვა გელით. თუ კნუტები მკვდრები იყვნენ - მტრები ვერ მოახერხებენ ხელი შეგიშალონ ჩანაფიქრის განხორციელებაში. სიზმარში თეთრ კნუტებთან თამაში - გაურკვევლობა და კამათი გექნებათ. გამხდარი და ავადმყოფური გამომეტყველების კატა - ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის ნიშანია. მკვდარი თეთრი კნუტი, ასევე შეიძლება მიანიშნებდეს დაკანრგს, სირთულეებს და საყვარელ ადამიანთან უსიამოვნებას.
თეთრი კატის დასიზმრების ახსნა
დიდი თანამედროვე სიზმრის ახსნის მიხედვით
თუ სიზმარში თეთრი კატა გრძელბეწვიანი იყო - ეს ნიშნავს, რომ მალე უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდებით. მის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოერიდოთ საეჭვო საქმიანობას და არ გაერიოთ ავანტიურაში. თუ სიზმარში თეთრი კატის მოფერებას ცდილობთ - რეალურ ცხოვრებაში გავლენიან ადამიანთან დამეგობრება გსურთ, თუმცა, ამის გაკეთება არაფერ კარგს არ მოგიტანთ, რადგან ეს ადამიანი თქვენთან ნაცნობობაზე დათანხმების შემდეგ, ყველანაირად ეცდება თავისი მიზნებისთვის გამოგიყენოთ. თუ ცხოველთან არანაირი კონტაქტი არ გქონიათ - რამდენად რთული საკითხებიც არ უნდა გაგიჩნდეთ, ყველას გადალახვას შეძლებთ.
თეთრი კატის დასიზმრების ახსნა
ნოსტრადამუსის მიხედვით
თუ სიზმარში თეთრ კატას ხედავთ, იცოდეთ, რომ ვიღაც სამომხმარებლო კუთხით გიყურებთ და ცდილობს თავის ბინძური მიზნებისთვის გამოგიყენოთ. თუ სიზმარს მამაკაცი ნახულობს - ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ის დამოკიდებულია ცოლზე, დედაზე და უსიტყვოდ ემორჩილება მათ. ამასთან, სიზმრის მნახველს აწუხებს იმ ფაქტი, რომ ქალების მხრიდან ეს აღიქმება როგორც სავალდებულო მოცემულობა. თუ ქალს ესიზმრება თეთრი კნუტი - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში მანიპულატორ მამაკაცთან აქვს საქმე. მისგან თავის დასაღწევად, საჭიროა მეტი სიმტკიცე და თვითშეფასების მაჩვენებლის ამაღლება.
რას ნიშნავს თეთრი კატის დასიზმრება
ეზოთერიკული სიზმრის ახსნის მიხედვით
თეთრი კატა ახლო წრეში ცრუ, არასანდო ადამიანის არსებობის სიმბოლოა, რომელიც ცდილობს თქვენი გამოყენებით მიაღწიოს თავის ბოროტ მიზნებს. ასეთი სიზმარი უნდა მიიღოთ, როგორც გაფრთხილება. უმჯობესია კარგად გადახედოთ ახლო წრეს, რათა ამ პიროვნების გამოვლენა შეძლოთ. შეეცადეთ შეზღუდოთ მასთან ურთიერთობა ან სულაც შეწყვიტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის წაგაჩხუბებთ მეგობრებთან, რაც ცუდად აისახება თქვენს მომავალზე.
რატომ გვესიზმრება თეთრი კატა
საერთო სიზმრის ახსნის მიხედვით
კატებს ყოველთვის მისტიკურ ცხოველებად მიიჩნევდნენ და ზოგჯერ ეშმაკსაც უკავშირებენ. სწორედ ამიტომ, სიზმარში მისი ნახვა, სერიოზულ მინიშნებად ითვლება. ის შეიძლება გატყობინებდეთ ცხოვრებისეულ გარდატეხებზე, საშიშროებებზე ან სირთულეებზე. მაგრამ განსაკუთრებული აზრის მატარებელი, სწორედ თეთრი კატები არიან, რომლებიც სიზმარში ვითარების და მდგომაროების მიხედვით, მიგანიშნებენ ამა თუ იმ მოვლენაზე.