მატლები სიზმარში - როგორ ავხსნათ სწორად
თანამედროვე ქალური სიზმრის ახსნის მიხედვით
მატელების დასიზმრება შეიძლება სხვადასხვანაირად აიხსნას. ხშირად, აზრი შეიძლება იყოს ნანახის საპირისპირო. მაგალითად, ასეთი სიზმარი შეიძლება მიანიშნებდეს ავადმყოფობაზე და სულიერ ღელვაზე, ასევე არაკეთილმოსურნეთა მხრიდან ზიანის მიღებაზე. ამიტომ, უმჯობესია, რომ კარგად გაიხსენოთ სიზმრის დეტალები, რა მოვლენები ხდებოდა, სად ხდებოდა და რა ვითარებაში. ამის პარალელურად, ორიენტაცია გააკეთეთ შემდეგ ზოგად ახსნებზე: თუ მატლები პროდუქტებში ნახეთ - ყველში, ფინანსური დანაკარგი და პატივისცემის დაკარგვაა, ხორცში მატლები მიანიშნებენ ახლობლებზე ჭორების გაგებას (ფარშში - ავად გახდომას), ნიგოზში - უსიამოვნო ქცევის, სიცრუის წინაშე დადგებით. პურში მატლები ნიშნავს ენერგიის გამოცლას და გაღარიბებას, თევზში - სულიერად დაცემას, ხოლო ვაშლში - შურიანი ადამიანების გამო სირთულეების გაჩენას. თუ მატლებს ტანსაცმელში ნახავთ, ჯანმრთელობის პრობლემები გექნებათ. თუ სხეულზე ნახეთ, მოემზადეთ უსიამოვნო საუბრისთვის, რომლის შემდეგ შიშს იგრძნობთ. თუ მატლები სხეულზე ან მის შიგნით დაცოცავენ — რეალურად ორგანიზმში ანთებითი პროცესი გაქვთ, ან სულაც ეს შეიძლება სიკვდილზე მიანიშნებდეს. თუ გარს გეხვევიან, წარსულზე სინანული გიპყრობთ, აწყმყოში კი სიზარმაცე. დააკვირდით მატლების სახეობას. ჭიაყელები კარგის ნიშანია, წარმატება გელით, ჭიები - პარაზიტ ადამიანთან ნაცნობობას ნიშნავს, სათევზაო მატლები - მოგზაურობას და სასიკეთო საქმიანობას, აბრეშუმის ჭია - რთულ სიტუაციებში მეგობრების მხრიდან დახმარებას. ხის მატლები მძიმე აზრების ქონის ნიშანია, მიწის მატლები კი მტრებზე გამარჯვების. ასევე გაიხსენეთ მატლების ზომა - გიგანტური მატლები თქვენს უმართავ ვნებებს ნიშნავს. პატარა ზომის მატლები გაღიზიანებას. როცა მატლები ყველაფერს ჭამენ - სოციალური ტიპის კონფლიქტი, უსიამოვნებები, ეპიდემიაა მოსალოდნელი. თუ სიზმარში მატლები გეხვეოდათ და შეძელით მათი მოშორება ან მათი განადგურება - ავი აზრებისგან და უსიამოვნებებისგან გათავისუფლდებით. თუ მატლები მიწიდან ამოდიან - უმჯობესია მადა დაიოკოთ როგორც კვებაში, ისე ცხოვრების სხვა ასპექტებშიც. მატლებისგან შეჭმული საგნები და ნივთები - მოგონებების, ზარალის, პრობლემებისგან გათავისუფლების სიმბოლოა. ქალებისთვის ასეთი სიზმარი ნიშნავს არასასურველ ორსულობას, მამაკაცისთვის - გაუთვალისწინებელი მოვლენების გაჩენას. იშვიათ შემთხვევაში, მსგავსი სიზმარი შეიძლება მიანიშნებდეს პარაზიტებით რეალურად დაავადებას.
რას ნიშნავს მატლები საჭმელში, მატლების ჭამა
საოჯახო სიზმრის ახსნის მიხედვით
მატლებდახვეული საკვები სიზმარში მიანიშნებს იმაზე, რომ გარშემო ადამიანები თქვენს მიმართ ბოროტად და შურით არიან განწყობილი, თუმცა ზუსტი ახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პროდუქტში აღმოაჩინეთ პარაზიტები. კარგი ნიშანია, თუ მატლები მიწაში დაინახეთ. ის მიანიშნებს, რომ გლეხებს კარგი მოსავალი ექნებათ, მეთევზეებს ხვავიანი თევზჭერა, ბიზნესმენებს კი სარფიანი გარიგებები და დიდი შემოსავალი. თუ მატლებს თქვენი ნება-სურვილით, საკვების სახით მიირთმევთ - ეს ნიშნავს, რომ მალე დიდი წარმატებას, აღიარებას და პატივს მიიღებთ, თუმცა, ამ ყველაფრისთვის გარკვეული მსხვერპლის გაღება მოგიწევთ.
რას ნიშნავს სიზმარში ბანქოს თამაშისას ამოსული გული
ცვეტკოვის მიხედვით
ბანქოს გული ცხოვრების სასიყვარულო მხარის სიმბოლოა, ის ასევე ერთგულების ნიშანიც არის. ამიტომ, მისი სიზმარში ნახვა - სასიყვარულო თავგადასავლების, პარტნიორთან სასურველი ურთიერთობის და იდეალური კავშირის დამყარების მიმანიშნებელია. თუმცა, ზუსტი ახსნისთვის, საჭიროა კარგად გაიხსენოთ სიზმრის დეტალები. თუ სიზმარში ბანქოს თამაშისას გული კოზირი ნახეთ, საქმეში წარმოუდგენელი წარმატება გელით. თუ ბევრი კოზირი ამოგდით, რეალობაში შეძლებთ თავიდან აიცილოთ პასუხისმგებლობები და თან სარგებელი ნახოთ. თუ ბანქოს თამაშისას არ მოგივიდათ კოზირი, ეს ნიშნავს, რომ საქმიან სფეროში წარუმატებლობის პერიოდი დაგეწყებათ ან იმედგაცრუება გექნებათ.
რას ნიშნავს სიზმარში მატლები ტანზე, თავზე, თმაში, პირსა და სახეზე
ვანგას მიხედვით
თუ სიზმარში ჭიაყელები თმაზე ან სახეზე გაცოცავენ, რეალობაში არ ღირს სხვისი რჩევების გათვალისწინება და მითუმეტეს მათი პრაქტიკაში გამოყენება - ეს ესრიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. გარდა ამისა, თმაზე ჭიაყელების აცოცება, გაღარიბების ნიშანია. თუ ჭიაყელები ტანზე გაცოცდებიან - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში აუტანელ ადამიანთან ურთიერთობით ძალიან წუხდებით. ჭიაყელები თუ პირში გყავდათ - საჭიროა საკუთარი სიტყვები გააკონტროლოთ. მოერიდეთ ჭორების გავრცელებას ან ავსიტყვაობას - ცუდად მოგიბრუნდებათ. თუ ჭიაყელები საკვებთან ერთად შეჭამეთ - მოემზადეთ სხვადასხვა უსიამოვნებებისთვის, რომლებიც გაჩნდება კარგად გააზრებული და დაგეგმილი საკითხის შესრულებისას.
რას ნიშნავს სიზმარში მატლების ნახვა ჭრილობაში, კანქვეშ, სხეულზე
ისლამური სიზმრის ახსნის მიხედვით
თუ სიზმარში დაჩირქებულ იარას ხედავთ, რომელსაც მატლები ახვევია - ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენი გონება მხოლოდ მატერიალური და ფინანსური საკითხებით არის დაკავებული, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის კი სრულიად უცხო ადამიანი გახდით და არც საკუთარ სულიერ მხარეს აქცევთ სათანადო ყურადღებას. თუ სიზმარში მატლი კანქვეშ ნახეთ - ცუდი აზრები და მიზნები გიჩნდებათ. კანიდან მატლების ამოძრომა - მალე სასურვლ კომფორტს მიაღწევთ ცხოვრებაში, თუმცა მიხვდებით, რომ ეს ის არ არის, რაც რეალურად გინდოდათ. აღნიშნული იმედგაცრუებების წყალობით დაადგებით სულირი განვითარების გზა და ასევე გამოჯანმრთელდებით. თუ ნახევრადგახრწნილ გვამს ხედავთ, რომელსაც მატლები ახვევია - რეალობაში დიდი იმედგაცრუება, დაგეგმილი საქმეების ჩაშლა გელით, რისი მიზეზიც მოულოდნელი მოვლენა გახდება.
რას ნიშნავს ჭიაყელების დასიზმრება
მილერის მიხედვით
გრძელი ჭიაყელები სიზმარში მიანიშნებენ იმაზე, რომ ახლო წრის ადამიანები მხოლოდ გამორჩენის მიზნით ურთიერთობენ თქვენთან. ამიტომ, რთულ სიტუაციაში მათი იმედი არ უნდა იქონიოთ. თუ ჭიაყელებს სათევზაოდ ეძებთ, რეალობაში მიზნების მისაღწევად აკრძალულ ან ბინძურ მეთოდებს გამოიყენებთ. თუ სიზმარში თევზაობთ და ანკესზე ჭიაყელას ამაგრებთ - ეს ნიშნავს, რომ პრობლემების გადასაჭრელად რეალობაში დაგჭირდებათ გამომგონებლური მიდგომა. მთლიანობაში, ასეთი სიზმარი ატარებს პოზიტიურ მნიშვნელობას - ის კეთილდღეობის და წარმატების ნიშანია.
რატომ გვესიზმრება თეთრი მატლები
საერთო სიზმრის ახსნის მიხედვით
თეთრი მატლები სიზმარში მიგვანიშნებენ იმაზე, რომ მალე უსიამოვნო ადამიანებთან საქმიანი კავშირი და შეხვედრებია მოსალოდნელი. ასევე, ეს სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს, რომ საკუთარი თავზე მალე ბოროტი ადამიანებისგან გავრცელებულ ჭორებს გაიგებთ. თუ მატლებს ჭურჭელში აგროვებთ - რეალობაში დიდ აფერასთან გექნებათ საქმე. ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნუ მისცემთ თქვენს მტრებს იმის საშუალებას, რომ ზიანი მოგაყენონ. ჭიაყელებთან ხელით შეხება ნიშნავს, რომ რეალობაში აკრძალული წესების გამოყენებაზე გადახვალთ მტრებთან ბრძოლისას. ჭიაყელების დასიზმრებას შეიძლება მრავალი ახსნა ჰქონდეს. ერთის მხრივ ის ახალ ნაცნობობას, სიხარულს მიანიშნებს, ხოლო მეორეს მხრივ - ცუდად გახდომას უახლოეს მომავალში. თუ სიზმარში დიდი რაოდენობით მატლებს ხედავთ - მტრების სწრაფად გამოვლენას შეძლებთ. გარდა ამისა, მატლები პარაზიტული ცხოვრების ნიშანიცაა. თუ მატლები სახლში დაგესიზმრათ - ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ცდილობს თქვენი გამოყენებით სარგებლის ნახვას.
რატომ გვესიზმრება მატლები სახლის იატაკზე
ლოფის მიხედვით
თუ მატლები სახლში დაგესიზმრათ, მიიღებთ მაღალანაზღაურებად და პრესტიჟულ სამსახურს. თუ მატლები დაცოცავენ იატაკზე, თქვენი არყოფნის პერიოდში, ოჯახში შესაძლოა უსიამოვნებები გაჩნდეს. როცა იატაკზე ბევრი პარაზიტი დაცოცავს - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში საქმეები მიაგდეთ, რის გამოც ბევრი მოუგვარებელი პრობლემა დაგიგროვდათ. ასეთი სიუჟეტის ახსნა სხვაგვარადაც შეიძლება - რეალობაში ზედმეტად გამაღიზიანებელი გახდით, თავს ვერ იკავებთ და მუდმივად უაყროფით ემოციებს ავლენთ. ზოგჯერ, სიზმარში სახლში ნანახი მატლები მიანიშნებენ, რომ ავადმყოფობა, უთანხმოება გელით და სავარაუდოდ პარანოიაც გემუქრებათ.