სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ტილი
მილერის მიხედვით
ტილის ნახვა- ბევრ სევდას და უბედურებას ნიშნავს. ხშირად ეს ცუდ ჯანმრთელობას გულისხმობს. ტილი შიანურ საქონელზე- შიმშილს და დანაკარგს მოასწავებს. თავის სხეულზე ტილის ნახვა- ნიშნავს, რომ თქვენს ძველ ნაცნობებთან არაკორექტულად იქცევით . იმის ნახვა, რომ ტილი დაიჭირეთ- ავადმყოფობისკენ, რომელსაც ძალიან დიდ მნიშნელობას მიანიჭებთ. ტილები ყოველთვის განცდებს მოასწავებს, რომლებიც ჯანმრთელობასთან და მტრების შემოტევასთან არის დაკავშირებული.
რატომ გვესიზმრება ტილები
მილერის მიხედვით
ეს არასასიამოვნო პატარა პარაზიტები ჯანმრთელობის პრობლემებს მოასწავებს, ასევე, რაღაც შერყევას, დრამას. თუ სიზმარში ტილები საქონელს აწუხებდა, დანაკარგს ელოდეთ, თუ თქვენს სხეულზე ნახეთ- ძველ ნაცნობებთან კამათს მოასწავებს უხეში ქცევის გამო. ტილის დაჭერა- ავადმყოფობის გამო განცდებისკენ, რომელიც სიზმრის მნახველს სიზმრიდან ცოტა ხანში დაემართება .
რატომ გვესიზმრება ტილები
ფროიდის მიხედვით
ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი ტილებს ინტიმური ურთიერთობების გაუმჯობესებას უკავშირდება. თუ სიზმარში პარაზიტებს ანადგურებთ, მაშინ აქამდე პროზაიკული სექსუალური ცხოვრება ახალი ფერებით აღივსება, თუ ის საერთოდ არ ყოფილა, აუცილებლად გაჩნდება. პირველ შემთხვევაში შეიძლება ორი სცენარი იყოს: ან თქვენი პარტნიორი ფანტაზიის გამოვლინებას დაიწყებს, ან თქვენ იპოვით შეყვარებულს, რომელიც დიდი ხნის ნანატრ სიამოვნებას მიგანიჭებთ.
ტილები
ისლამური ახსნის მიხედვით
სიზმრების აღმოსავლური ახსნით, ტილები- ვალების, ფულთან დაკავშირებული პრობლემები ნიშანია. თუმცა, სიზმრების ისლამურ ახსნაში წინააღმდეგობრივი ახსნაც გვხვდება: მაგალითად, ტილები, რომლებიც ტანიდან ცვივა- სიმდიდრისკენ. დიდი რაოდენობით მწერები არასასიამოვნო მოვლენებს მოასწავებენ: სიღარიბე, ტანჯვა, ცუდად ყოფნა, დანაკარგი. თუმცა, თუ სიზმრის მნახველი მათ ნებისმიერი ხერხით გაანადგურებს, ეს პრობლემები მას არ შეხვდება. ტილები, რომლებიც სიზმარში იკბინებიან, მშიშარა ადამიანებს ნიშნავს, რომლებიც თქვენს შეურაცხყოფას ცდილობენ. იმისთვის, რომ ეს არ დაუშვათ, მათ წინ უნდა აღუდგეთ.
ტილები
ლოფას მიხედვით
ტილები სხვადასხვა მასშტაბის პრობლემებს განასახიერებენ. მათი ნახვა თავის სხეულზე - თქვენ თვითონ ქმნით პრობლემებს, გარშემომყოფებს ტკივილს აყენებთ, ან იმედს უცრუებთ მათ. ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ თქვენს საქციელს უნდა გადახედოთ, გააანალიზოთ თქვენი ქცევები. სიზმარში პარაზიტების დაჭერა ჯანმრთელობის გაუარესებაზე , ან ინფექციურ დაავადებებზე მიანიშნებს. თუ სიუჟეტი ტილების შესახებ მნიშვნელოვანია საქმის დასრულებამდე ნახეთ, ამ სიზმარს კარგი მნიშვნელობა აქვს, რომელიც წარმატებას, შემოსავალს მოასწავებს.
ტილები
ეზოთერიკული ახსნის მიხედვით
ამ სწავლების მიმდევრები თვლიან, რომ სიზმარში ამ მწერების ნახვა - კეთილდღეობის გაუმჯობესებას, შემოსავალს მოასწავებს.
ტილები
ცვეტკოვის მიხედვით
ტილები და წილები ( მათი კვერცხები) სიმბოლურად გამოხატავენ სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას, ბარაქას, მხოლოდ წილები- ხელსაყრელ შემთხვევას შემოსავლის გასაზრდელად. სხვა ადამიანზე ტილების ნახვა- საქმეებში დადებითი შედეგისკენ, თავის თავზე- იმედგაცრუებისკენ.
ტილების შესახებ სიზმრის ახსნა
ვანგას მიხედვით
ვანგა თვლიდა, რომ სიზმრებში ტილები ფულთან, მატერიალურ კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. ასე, თუ მათ თავიდან ჩამოიფერთხავთ - წარმატებული ფინანსური ოპერაციისკენ. ტილის გაჭყლეტა- კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, ვალებისგან გათავისუფლებისკენ. ერთი დიდი შავი ტილი ასევე მოგებას მოასწავებს, ხოლო თეთრი- დანაკარგს, ზიანს. დიდი რაოდენობით მწერები ჯანმრთელობის პრობლემებს მოასწავებს.
ტილების შესახებ სიზმრის ახსნა
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმრებს ტილების შესახებ ფრანგი ალქიმიკოსი განმარტავდა, როგორც კეთილს, და საქმიან სფეროში წარმატების, სტაბილური მატერიალური მდგომარეობის და სახლის სიმყუდროვის მომასწავებელს. დიდი ზომის მწერები შეიძლება იყვნენ სიგნალი, რომ სიზმრის მნახველს სერიოზული გარიგებები ელოდება, ხოლო ძალიან დიდი ტილები სანუკვარი სურვილის აღსრულებას ნიშნავს. ტილების დახოცვა- სახლში ბარაქას, ოჯახურ ბედნიერებას ნიშნავს. თუმცა, თუ შავი ფერის მწერები დაგესიზმრებათ, ეს შეიძლება სიზმრის მნახველის ან მისი ახლობლების ავადმყოფობას მოასწავებდეს.