სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ კვანძ
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ კვანძს ათვალიერებთ, დიდ მღელვარებას ნიშნავს წვრილმანების გამო. სიზმარში კვანძის შეკვრა- ისე მოიქცევით, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი და არ მოითმენთ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანს.
რატომ გვესიზმრება თოკი
ცვეტკოვის მიხედვით
გზა; წვნა- მეგობრობისკენ; გახსნა- შეწყვეტილი ურთიერთობები; გაწყვეტილი- დიდი უბედურება; გრძელი- ხანგრძლივი სიცოცხლე.
რატომ გვესიზმრება კვანძი
ცვეტკოვის მიხედვით
გახსნა- იღბლიანი გადაწყვეტილება; გაჭრა- დაშორება ; შეკვრა- დამოუკიდებლობა; ბევრი კვანძი- ეჭვიანობა.
რატომ გვესიზმრება სიზმარი თოკის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში თოკი- სიზმრის მნახველის ბედი. თუ სიზმარში ხელში თოკი გაგიწყდათ, რეალობაში თქვენს სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთე დაემუქრება, რომლის თავიდან არიდებაც გამოგივათ, თუ სიფრთხილეს და წინდახედულებას გამოავლენთ. თოკზე კვანძების შეკვრა- ასეთი სიზმარი აფრთხილებს, რომ ცუდ ადამიანებთან გაქვთ საქმე, ამიტომაც დიდი უსიამოვნებებს ელოდეთ, და თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია- ამ ჯგუფთან ურთიერთობების შეწყვეტა. ძალიან გრძელი თოკი სიზმარში დღეგრძელობას მოასწავებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იქნება უბედური. ფხიზლათ იყავით და ტყუილა არ გარისკოთ, რადგან ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლე ადამიანს უმიზეზოდ არ ეძლევა. თოკის ან მასზე ბევრი კვანძის გახსნა- მალე არაღირსეული ადამიანის ძალაუფლებისგან გათავისუფლდებით, და ეს გადამწყვეტი მოვლენა გახდება თქვენს ცხოვრებაში, რომლის შემდეგაც თქვენს შესაძლებლობებს აღმოაჩენთ და განახორციელებთ ჩაფიქრებულს. რამის შეკვრა თოკით- არ გაქვთ სხვა ადამიანების ბედში ჩარევის უფლება, თავისი ჩართულობით მათ პრობლემებში თქვენს უბედურებას გამოიწვევთ თქვენს ცხოვრებაში, დახმარების გულწრფელი სურვილიც კი უნდა დაძლიოთ, რადგან ეს თქვენი ბედი არ არის.
რატომ გვესიზმრება სიზმარი კვანძის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ამ სიმბოლოს გამოჩენა პრობლემებს და ცხოვრებისეულ სირთულეებს მოასწავებს თქვენთვის. სიზმარში მჭიდრო კვანძს კრავთ- ეს ნიშნავს, რომ რეალობაში სხვისი დახმარების გარეშე ცდილობთ პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ უფრო მეტად აუარესებთ სიტუაციას. სიზმარი, რომელშიც ჭრით კვანძს, მოწმობს იმას, რომ რეალობაში სწორ გზაზე ხართ და ყველა თქვენი მოქმედება სწორი და ლაკონურია.
სიზმრის მნიშვნელობა კავის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ცხენის კისერზე კავის დანახვა- რუტინამ დაგტანჯათ, თქვენს ცხოვრებაში დღესასწაულს ადგილი არ აქვს, ამიტომაც სულ უფრო მეტად ღიზიანდებით სრულიად ნორმალური საგნების დანახვისას, რომლებსაც ყოველთვის სიხარული და სიმშვიდე მოჰქონდათ. თუ კავი თქვენს კისერზე იყო, ნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ რამე სექსში. შესაძლოა, ახალი პოზა კარგი გამოსავალი იქნება. არ შეგეშინდეთ, პირველმა შესთავაზოთ ეს სიახლე თქვენს პარტნიორს.
სიზმრის მნიშვნელობა კვანძის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში კაცი ცდილობს კვანძის გახსნას- ასე ძალიან ნუ ინერვიულებთ, თუ ქალთან სასიყვარულო პაემანის დროს ყველაფერი არც ისე კარგად წავა. ალბათ, ეს უბრალოდ მღელვარების ან დაღლილობის შედეგია. თუ ეს სიზმარი ქალმა ნახა, ნიშნავს, მან მაქსიმუმ გამძლეობა უნდა გამოიჩინოს და მედგრად გადაიტანოს თავისი საყვარლის ყველა კაპრიზი. სიზმარში კვანძის გაწყვეტა- გამოსავალს ეძებთ რთული სიტუაციიდან, რომელშიც მოხვდით, მაგრამ თქვენი ძალისხმევები შედეგს არ იძლევა, რადგან სუსტი ხართ. შესაძლოა, წარმატების მისაღწევად რაღაცის დაკარგვა მოგიწევთ, თუმცა თქვენი სიმშვიდე და თქვენი ოჯახის კეთილდღეობა ღირს ამ მსხვერპლად.
სიზმრის მნიშნელობა ბაგირის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ბაგირი სიზმარში ახლო ადამიანთან მჭიდრო ურთიერთობებს ნიშნავს. სიზმარში ჭერზე მიმაგრებული ბაგირის ნახვა- რაღაც პრობლემის გადაწყვეტას შეძლებთ, რომელიც თქვენს პარტნიორთანაა დაკავშრებული, კარგი სექსის მეშვეობით. თქვენ გაგაოცებთ ის სიახლოვე და გაგება, რომელიც უკვე დაკარგული გეგონათ. სიზმარში ბაგირზე მოსიარულის ნახვა, რომელიც პროფესიონალურად და ლამაზად ასრულებს თავის ტრიუკს- თავის თავს ნიჭიერ საყვარლად თვლით, მაგრამ თქვენს პარტნიორს სხვა აზრი აქვს. სცადეთ, განიხილოთ ეს მასთან ერთად. ბაგირზე ზემოთ ასვლა- მუდმივად გინდათ რაღაც ახალი თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში, და სულ ახალ რაღაცევს იგონებთ, რაც ხშირად აოცებს და აცვიფრებს თქვენს პარტნიორს. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ტრადიციული სექსიც სცადოთ საყვარელ ადამიანთან, მაშინ, შესაძლოა, თქვენი პრობლემები გადაწყდება. ბაგირიდან ჩამოვარდნა- სექსით ხართ შეპყრობილი. რაღაც დროის შემდეგ ხორციელი ვნება მოგბეზრდებათ იმდენად, რომ აზრი კოცნაზეც კი თქვენში ზიზღს გამოიწვევს.