დაგესიზმრათ ტოროლა
მილერის მიხედვით
მფრინავი ტოროლების ნახვა ნიშნავს მაღალ მიზნებს, რომელთა მიღწევისას თქვენ განთავისუფლდებით ეგოიზმისგან და განავითარებთ კეთილ და მიმზიდველ თვისებებს. ცაში მათი გალობა გესმით- ეს იმის ნიშანია, რომ ძალიან ბედნიერი იქნებით, როდესაც სახლს შეცვლით, ხოლო თქვენი ბიზნესი აყვავდება. სიზმარში ტოროლების ნახვა, რომლებიც გალობენ და მიწისკენ მოფრინავენ , ნიშნავს, რომ მელანქოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რადგან ძალიან გინდათ, ბედნიერი იყოთ, თუმცა მისკენ მიმავალ გზებს ვერ ნახულობთ. დაჭრილი ან მკვდარი ტოროლა სევდას მოასწავებს. ტოროლას მოკვლა მოასწავებს იმას, რომ უდანაშაულო ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებთ. თუ ტოროლა თქვენზე დაეცა , ეს ნიშნავს, რომ იღბალი თან გახლავთ. ტოროლას დაჭერა გალიაში ნიშნავს, რომ სიყვარულს, პატივს და პატივისცემას ადვილად მიაღწევთ. სიზმარში ტოროლები საკვებს კენკავენ- ეს უხვ მოსავალს ნიშნავს.
სიზმრის მნიშვნელობა ტოროლას შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ტოროლა, თქვენი ქვეცნობიერი ასეთი გზით გეუბნებათ, რომ ამაოდ თქვით უარი დილით სექსით დაკავებაზე. დილა ოპტიმალურ დროდ ითვლება სექსით დაკავებისთვის- ღამე ორგანიზმი დაკარგულ ძალას აღადგენს, შესაბამისად, თქვენი სექსუალური ლტოლვაც უფრო ძლიერად გამოვლინდება.