სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ წერო
მილერის მიხედვით
სიზმარში წეროების ფრენის ნახვა ჩრდილოეთის მიმართულებით კომერციულ საქმეებში ცუდ პერსპექტივებს ნიშნავს. ქალისთვის ეს იმედგაცრუების ნიშანია. მაგრამ თუ ისინი სამხრეთით იფრენენ, ეს მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრას მოასწავებს. შეყვარებულებისთვის ის მოასწავებს იმას, რომ ისინი ერთმანეთის ერთგული დარჩებიან. წეროების ნახვა, რომლებიც მიწაზე ეშვებიან, არაჩვეულებრივ მოვლენებს მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება წერო
ცვეტკოვის მიხედვით
გუგუნი - ამბები შორიდან.
წეროს დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
წერო - საჩუქარი; წეროს ბუდე — ნუგეშისცემა; ორი წერო — ქორწილი; წეროები და ყანჩები ცაში — შურიანი ნათესავების ან არაკეთილმოსურნეების სტუმრობა.
წეროს დასიზმრება
ფროიდის მიხედვით
თუ წერო ქალს დაესიზმრება, დაფეხმძიმებას უნდა ელოდოს და თუ ამის ნიშნებს ვერ ამჩნევთ, იცოდეთ, რომ მალე შეიტყობთ. თუ წერო მამაკაცს დაესიზმრა, ეს მიანიშნებს მის მომავალ მამობაზე და გვარის გაგრძელებაზე.
წეროს დასიზმრება
ცხოველების ახსნის მიხედვით
არწივთან და იბისთან ერთად, წერო ანადგურებს მავნე რეპტილიებს და ამის გამო ის მზის ფრინველად ითვლება. მაგრამ, როგორც არსება, დაკავშირებული წყალთან და თევზთან, ის ასევე ასოცირდება შემოქმედ წყაროებთან. წეროს მიერ ემბრიონის სახით მოყვანილი ბავშვებიც სწორედ დედამიწის შუაგულსა და შემოქმედებით წყაროებში იმყოფებიან, სადაც მათ წეროები თევზების ჭერისას პოულობენ. წერო ასევე გაზაფხულისა და ახალი ცხოვრების მოსვლის ნიშანია. ჩინეთში ის ხანგრძლივი ცხოვრების, მშვიდი სიბერის და ვაჟის ყოლის სიმბოლოა. ქრისტიანულ რელიგიაში კი ასოცირდება მიზანდასახულობასთან, სიწმინდესთან, ზნეობრიობასთან, დაკვირვებულობასა და თავდაჯერებულობასთან. როგორც გაზაფხულის მახარობელი, წერო ასევე უკავშირდება ახალი ცხოვრების დაწყებას. ეგვიპტელებში კეთილშობილების სიმბოლოა, რადგან ითვლებოდა, რომ წერო სიბერეში მშობლებს პატრონობს და კვებავს. ბერძნულ მითოლოგიაში, წეროების ქალღმერთი გამოისახებოდა მშობიარე, მეძუძური ქალის სახით და დაკავშირებული იყო ქალღმერთ ჰერასთან. რომაელებში წერო შვილიანობისა და კეთილშობილების სიმბოლო იყო, რომელიც უკავშირდებოდა ქალღმერთ იუნონას.