კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
მილერის მიხედვით
მილერი განმარტავდა სიკვდილთან დაკავშირებული სიზმრების მთავარ მნიშვნელობას, როგორც მღელვარების, დანაკარგის, სირთულეების მომასწავებელს. ხოლო იმის გარკვევაში, თუ ცხოვრების რომელ სფეროში წარმოიშვება პრობლემები, დაგეხმარებათ სიზმარში ნანახი დეტალები. მაგალითად, ოთახი, საკუთარი ან სხვისი საცხოვრებელი, რომელშიც გარდაცვლილი იმყოფებოდა. კიდევ ერთ არსებით მომენტს წარმოადგენს საუბრები. ეცადეთ, გაიხსენოთ, რა თემებზე იყო საუბარი, რას ამბობდით თქვენ, და რას- სხვა პერსონაჟები. ყველაზე ფასეულია ინფორმაცია, რომელსაც გარდაცვლილი იტყვის, თუ სიზმარში უცებ გაცოცხლდება. მის ფრაზებს პირდაპირი მნიშვნელობა ექნება.
რატომ გვესიზმრება ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
ფროიდის მიხედვით
ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი თავის ორიგინალურ განმარტებას გვთავაზობს. თუმცა, ის ეთანხმება მოსაზრებას: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიზმარში საუბრობენ გარდაცვლილები და მათ გარშემო მყოფი ადამიანები. ყველა ნათქვამს აქვს მნიშვნელობა. ეს ფროიდისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ის ასეთ სიზმრებში ეროტიულ მნიშვნელობას არ განიხილავს . ხოლო თუ გესიზმრებათ მეგობრების ან ნათესავების მკვდარი შვილი, ეს იმის ნიშანია, რომ დროა, საკუთარი შვილი გყავდეთ.
რატომ გვესიზმრება ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
ზოგადი ახსნით
თუ სიზმარში ჯანმრთელ ნაცნობს ან ნათესავს გარდაცვლილებს ვნახულობთ, მაშინ მღელვარებას განვიცდით. ამხსნელები გვარწმუნებენ, რომ ასეთი სიზმრები წინასწარმეტყველური არ არის.
ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
ლოფას მიხედვით
ამერიკელი ფსიქოთერაპევტი დარწმუნებულია: სიზმარი რეალური გარდაცვლილის შესახებ მის მონატრებას ასახავს . თუ გარდაცვლილის როლში ჯანმრთელი ადამიანი გამოდის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სევდიანი ხართ მასთან დაშორების, გაწყვეტილი ურთიერთობების გამო. მისი გარდაცვალება სიზმარში გამოხატავს დაშორებას რეალობაში კამათის ან რომელიმე სხვა მიზეზის გამო, მაგრამ მას ვერ ივიწყებთ. ლოფი გირჩევთ, დაიმახსოვროთ სიზმრის დეტალები, რადგან ისინი გარკვეულ ინფორმაციას ატარებს. თუ სიზმარში საინტერესო დეტალები არ იყო ან უბრალოდ ვერ იხსენებთ მათ, ხოლო გარდაცვლილი მთავარ როლს თამაშობდა, შეამოწმეთ- ასე გამოიყურება ის რეალობაში, ის მაშინვე იცანით? რეალობაში სცადეთ, უკეთ გაიგოთ ამ პერსონაჟის ხასიათი და ინტერესები. შესაძლოა, მასში ცდებოდით.
ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
ცვეტკოვის მიხედვით
მეცნიერი დარწმუნებული იყო, რომ სიზმრებს გარდაცვლილების შესახებ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისინი შეიძლება გამოხატავდნენ ამინდის ცვლილებას, მაგალითად, მზიანის წვიმიანით, ასევე- სეტყვას, თოვლს. კიდევ ერთი ვერსია- ეს სიზმარი სტუმრების მოსვლას მოასწავებს.
ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი
ისლამური ახსნით
ყურანის მიმდევრები საკმაოდ დეტალურად ხსნიან სიზმრებს სიკვდილის , მათ შორის "ცოცხალი" გარდაცვლილების შესახებ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სიზმარში ნანახი გარდაცვლილი, რომელიც სინამდვილეში ჯანმრთელია, კიდევ დიდხანს იცოცხლებს. თუ სიზმარში უცებ ცხედარი აღმოაჩინეთ, ეს კარგ დივიდენდებს მოასწავებს. თუ ქალი ჯერ გარდაცვლილია, და შემდეგ გაცოცხლდა, ეს საქმეებში წარმატებას მოასწავებს. ისლამისტები გვირჩევენ, დილით ვეცადოთ, სიზმრის ყველა დეტალი გავიხსენოთ: ვინ იყო გარდაცვლილი, როგორ გამოიყურებოდა, როგორ გარემოში იყო და რისგან გარდაიცვალა, სხვა დეტალებიც. თუ ის სიზმარში შიშველია, რეალობაში მისი ცხოვრების სტილი მისაბაძი არ არის.
ცოცხალი ადამიანის, როგორც გარდაცვლილის შესახებ სიზმრების ახსნა
ვანგას მიხედვით
ცნობილი ბრმა წინასწარმეტყველი ბულგარეთიდან დარწმუნებული იყო, რომ სიზმარი გარდაცვლილი ადამიანებით არაფერს კარგს არ მოასწავებს , არამედ მხოლოდ სირთულეებს- უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო გაუგებრობებისგან მსხვილ შერყევამდე. იმისთვის რომ ზუსტად ავხსნათ სიზმარი, ვანგა ასევე გვირჩევდა, რომ მასში მოსმენილი საუბრები გაგვეხსენებინა. თუ გარდაცვლილის როლში თქვენს მეგობარს ნახულობთ , ეს იმის ნიშანია, რომ გლობალური ცვლილებები გელოდებათ. იმის მიუხედავად, რომ ისინი სასიხარულო და დიდი ხნის ნანატრი იქნება, მათზე ბევრი ენერგია და დრო უნდა დახარჯოთ. თუ თქვენი მეგობარი რომელიმე სასიკვდილო დაავადების შედეგად დაიღუპა, ეს სიზმარი მოსალოდნელ ეპიდემიას ან ბუნებრივ კატაკლიზმებს მოასწავებს.
ცოცხალი ადამიანის, როგორც გარდაცვლილის შესახებ სიზმრების ახსნა
ნოსტრადამუსის მიხედვით
ფრანგი ალქიმიკოსი თვლიდა, რომ სიზმარში გარდაცვლილის ნახვა ცხოვრების განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდებში ხდება. მას სჯეროდა, რომ გარდაცვლილი მიანიშნებდა ქორწილზე , ხოლო მისი შეხება მოასწავებდა ცვლილებებს მძინარის ცხოვრებაში. მას ელოდება სულიერი გარდაქმნა, რის შემდეგაც ცხოვრებისგან ყველაფერი არასაჭირო და უმნიშვნელო გაქრება. თუ სიზმარში გარდაცვლილი უცებ გაცოცხლდა, ეს თქვენი ან ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემებზე მეტყველებს .