თუქრული აბანოს დასიზმრება
მილერის მიხედვით
თურქულ აბანოებში ბანაობა სიზმარში, მიგანიშნებთ, რომ რეალობაში ავად გახდომა გელით, თან ისე, რომ ოჯახისა და მეგობრებისგან შორს იქნებით. ამასთანავე, მსგავსი სიზმარი მიანიშნებს ასევე იმას, რომ წინ სასიამოვნო თავგადასავლები გელით. თუ ხედავთ, როგორ ბანაობენ სხვები - საინტერესო საზოგადოებაში მოხვდებით. სიზმარში აბანოში ან საუნაში ყოფნა - ძალიან გამაღიზიანებელი ადამიანებს შეხვდებით. აბანოდან გამოსვლა - ნიშნავს, რომ მალე მიხვდებით საკუთარი შიშების უსაფუძვლობას.
რატომ გვესიზმრება აბანო
საერთო სიზმრის ახსნის მიხედვით
სიზმარში აბანოს ნახვა - საკმაოდ გავრცელებული სიუჟეტია, რომლის ახსნა და ინტერპრეტირება ბევრნაირად შეიძლება.
რატომ გვესიზმრება აბანო
მილერის მიხედვით
არასერიოზული საქმიანი პარტნიორების გამოჩენაზე მიანიაშნებს. თუმცა, თუ სიუჟეტში ცდილობთ თავი აარიდოთ იქ შესვლას, რეალობაში წარმოქმნილი პრობლემები მალე მოგვარდება. თურქულ ორთქლის აბანოში ყოფნა მიგანიშნებთ, რომ მალე ავადმყოფობა გელით, თან ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნისას. ზოგჯერ ასეთი სიუჟეტი სასიამოვნო ავანტიურების მიმანიშნებელია. თუ სიზმარში უყურებდით, როგორ ბანაობდნენ უცნობები - სინამდვილეში ნარევი საზოგადოების თავშეყრის ადგილზე აღმოჩნდებით. თუ აბანოში ცოცხს ირტყამდით - რეალურ გარემოში გყავთ გამაღიზიანებელი და უკმაყოფილო გარემოცვა. თუ სიზმარში აბანოდან გამოდიხართ, რეალობაში მალე გათავისუფლდებით არსებული საზრუნავისა და პრობლემებისგან.
რატომ გვესიზმრება აბანო
ვანგას მიხედვით
ბულგარელი ნათელმხილველის ახსნის მიხედვით, ასეთი სიზმრის ნახვის ახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ თვეს აქვს სიზმრის მნახველს დაბადების დღე. იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაბადებულს თუ დაესიზმრა აბანოში ყოფნა, ითვლება, რომ პრობლემები ექნება, ხოლო თუ აბანო ნახა - მაშინ ხელმძღვანელობისგან უკმაყოფილების და საყვედურის მიღებას ნიშნავს. ჰამამში ბანაობა მიანიშნებს ავადმყოფობის გაჩენას მაშინ, როცა სახლიდან შორს იქნებით. სხვების ბანაობას თუ უყურებთ - ეს დაკავშირებულია ისეთ საზოგადოებაში მოხვედრასთან, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. ორთქლის აბანოს პროცედურების მიღება მიანიშნებს, რომ უსიამოვნო ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებით. აბანოდან გამოსვლა - სადარდებელი მოგშორდებათ. მაისიდან აგვისტოს ჩათვლით დაბადებულებისთვის აბანოში უცხო ადამიანებთან ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ მალე გაიგებთ უსიამოვნო მითქმა-მოთქმას და ჭორებს. მექისე თუ დაგესიზმრათ - წარმატებული მომავალი გელით. სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებისთვის აბანოში მეგობრებთან ერთად წასვლა და მის დარბაზში ჩაის სმა, სინამდვილეში ნიშნავს, რომ საზრუნავისა და პრობლემების დავიწყებას შეძლებთ, ხოლო საქმიანობაში წარმატება გექნებათ. მექისეს ნახვა კი მიანიშნებს, რომ უსიამოვნო ადამიანს შეხვდებით.
რატომ გვესიზმრება აბანო
ისლამური სიზმრის ახსნის მიხედვით
ხსენებული სიზმრის ახსნის მიხედვით, მსგავსი ტიპის სიზმარი ასოცირდება საყვარელ ქალთან. თუ აბანოს შენობა ლამაზი, მყუდრო იყო და მოგეწონათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული ქალი საუკეთესო თვისებების მატარებელია. აბანოში ცუდი და ჭუჭყიანი გარემოს ნახვა, მიანიშნებს, რომ საყვარელი ქალი ბევრი უარყოფითი თვისების მატარებელია. აბანოს აუზში ბანაობა - რეალურ ცხოვრებაში სადარდებლისა და საზრუნავისგან გათავისუფლებას ნიშნავს. მაგრამ, თუ აუზში წყალი არ იყო და ვერ იბანავეთ, რეალობაში ქალის გამო სერიოზული პრობლემები გაგიჩნდებათ.
რატომ გვესიზმრება აბანო
ფროიდის მიხედვით
საუნა ასოცირდება ტყუილთან, ჭორებთან, შერცხვენასა და ავადმყოფობასთან. თუ შედიხართ შიგნით, უიმედობა გელით, თუ გამოდიხართ - კმაყოფილებას იგრძნობთ. აბანოში ბანაობა ცხოვრებაში განახლების ნიშანია, ორთქლის აბანოში ყოფნა - წყენის გაქრობის. თუ აბანოს გახურება თავად მოგიხდათ - ომის შესახებ ხმები გავარდება. თუ აბანოში არავინ იყო - უბედურების ნიშანია. აბანოში ძალიან ცხელოდა, ან პირიქით, ძალიან ციოდა - ოჯახში უსიამოვნებები გექნებათ. თუ სამოსი შენობაში შესვლამდე გაიხადეთ - ბევრი წვრილმანი უსიამოვნება გელით. სიზმარში ჰამამში ყოფნა ნიშნავს, რომ მალე კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგითრევენ. თუ ჰამამში არ ცხელა - იმედგაცრუება გელით. ხოლო თუ ძალიაინ ცხელა - კონტროლს დაკარგავთ საკუთარ თავზე და უმნიშვნელო საკითხების გამო აფეთქდებით. თუ თქვენთან ერთად ჰამამში ბევრი ადამიანი იყო - რეალობაში დიდ მხარდაჭერას მიიღებთ. აბანოში შემოსილ ხალხთან ერთად თუ იყავით - უმჯობესია მიმდინარე საკითხების მოგვარების პროცესი დააჩქაროთ და ქმედითი ნაბიჯები გადადგათ. როცა სიზმარში აბანოს კომპმლექსს გარედან უყურებთ - უიმედო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ტაშტში ბანაობა - მორცხვობასთან ასოცირდება.
რატომ გვესიზმრება აბანო
ლოფის მიხედვით
თუ ორთქლის აბანოში ცოცხს ირტყამდით ტანზე - მიანიშნებს, რომ რეალობაში საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ და სჯით იმისათვის, რომ კარგ ცხოვრებას მიაღწიეთ სხვებთან შედარებით, ანუ ერთგვარი დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ. მსგავსი სიუჟეტის სიზმარი, ასევე ნიშნავს უინტერესო სამუშაოს შესრულებას დაბალი ანაზღაურებით, რომელზეც მთელი რიგი მიზეზების გამო უარს ვერ ამბობთ. თუ აბანოს ნარზე დაცურდით - რეალობაში შესაძლოა დიდი შეცდომა დაუშვათ, რომელიც ჩაგიშლით გეგმებს და ვერაფრით შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. ამიტომ, საჭიროა გააზრებულად მიიღოთ გადაწყვეტილებები, რათა სამომავლოდ არ დაზარალდეთ. თუ სიზმარში საუნაში წასასვლელად ემზადებით, მაგრამ გარკვეული მიზეზებით ვერ მიდიხართ - კარგი იქნება, თუ რეალურ ცხოვრებაში არსებულ ვითარებაზე დაფიქრდებით. შესაძლოა არასწორი გზა გაქვთ არჩეული, რომელსაც არსაით მიყავხართ. როცა აბანოში მხოლოდ დასაბანად მისვლა გესიზმრებათ - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ზედმეტად ბევრს საუბრობთ და გავიწყდებათ, რომ უცხოებთან მსგავსი გულახდილობა საჭირო არ არის.
რატომ გვესიზმრება აბანო
ჰასეს მიხედვით
სიზმარში აბანოში აღმოჩნდით? - მაშინ იცოდეთ, რომ რეალობაში საქმეს დაასრულებთ და კარგ სარგებელსაც ნახავთ. თუ ორთქლის აბანოში შედიხართ, დარდი გაგიჩნდებათ, თუ გამოდიხართ - ღვთაებრვ სიამოვნებას იგრძნობთ. გარდა ამისა, ასეთი სიზმრები იმის სიგნალია, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გაქვთ. სავარაუდოდ გელით ავადმყოფობა, რომელიც მოულოდნელად გაჩნდება, როცა სამოგზაუროდ ან საქმეების გამო სახლიდან წასული იქნებით. თუ უცხო ადამიანებთან ერთად ხართ ორთქლის აბანოში - რეალობაში უკმაყოფილო და უხეშ ადამიანებს გადაეყრებით.
რატომ გვესიზმრება აბანო
ეზოთერიკული სიზმრის ახსნის მიხედვით
გაიხსენეთ, როგორი გარემო იყო აბანოში. კლასიკური, ხისგან ნაშენი ორთქლის აბანო -გაციებისა და სხვა ავადმყოფობისგან გათავისუფლების ნიშანია. უცნაური აბანო მიგანიშნებთ იშვიათი სახის დაავადების გაჩენას, რომელიც გზაში შეგხვდებათ. თუ ორთქლის აბანოში მარტო იყავით - მეორე ნახევარს დაშორდებით, თუმცა მარტოობაშიც არანაკლებ სიამოვნებას მიიღებთ. თუ სიზმარში უყურებდით როგორ იორთქლებოდნენ სხვები - უახლოეს მომავალში მხოლოდ ახალ ნაცნობობაზე და რომანის დაწყებაზე იფიქრებთ. თუ აბანოს ნარზე სექსი გქონდათ - ეს მიგანიშნებთ, რომ მგრძნობიარე ადამიანს შეხვდებით. ის დაგეხმარებათ განახორციელოთ ყველაზე მოულოდნელი სექსუალური ფანტაზიები - ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება თქვენთვის.
რატომ გვესიზმრება აბანო
ნოსტრადამუსის მიხედვით
ბევრ მითში საუბარია იმაზე, რომ აბანო უყვართ არამარტო ადამიანებს, არამედ ღმერთებსაც - საბერძნეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს არაერთხელ აღმოაჩინეს ძველი აუზების კვალი. ითვლებოდა, რომ ასეთ ადგილზე მისვლით, შესაძლებელი იყო ძალების აღდგენა, სილამაზის დაბრუნება, გაჯანსაღება და მეხსიერების გაუმჯობესება. მსგავსი ტიპის სიზმრები, ძირითადად კარგის ნიშანია. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს სიუჟეტის დეტალებს. თუ ორთქლის აბანოში ტანსაცმლიანი შეხვედით - სამსახურისადმი გულგრილობა იქამდე მიგიყვანთ, რომ ხელმძღვანელობისგან საყვედურს და მკაცრ გაფრთხილებას მიიღებთ. როცა სიზმარში საბანაოდ ცივ სივრცეში შედიხართ, შესაძლოა ჯანრმთელობის გაუარესების წინაშე დადგეთ, ამიტომ, ამ საკითხს ყურადღება მიაქცეთ. თუ ორთქლი კანს გიწვავთ - რეალობაში საკუთარ ქცევით ზიანს აყენებთ გარშემომყოფებს. თუ საკუთარი ხელით ირტყამდით ცოცხს, თქვენი ქცევების გამო გაჩენილ მითქმა-მოთქმას გაიგებთ. ორთქლის აბანოში სამკითხაოდ შესვლა ნიშნავს, რომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან წარუმატებლობა გელით, რაც კუთხეში მიგიმწყვდევთ. ახალი აბანოს მშენებლობა სიზმარში, ნიშანია იმისა, რომ ოჯახურ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს მოიპოვებთ. თუ ფეხი დაგიცურდათ აბანოში - უსიამოვნებები შეგექმნებათ საკუთარი ქცევის გამო. ახლად აშენებულ ორთქლის აბანოში შესვლა - ნიშნავს, რომ რეალობაში სხვების ხშირად გშურთ. თუ აბანოს ცოცხს ფოთლები დასცვივდა - პერსპექტივაში მიუღებელ საქციელს ჩაიდენთ, რომლის გამოც, გარშემომყოფები გაგკიცხავენ.
რატომ გვესიზმრება აბანო
ცვეტკოვის მიხედვით
ორთქლის აბანოში სიარული - უიმედობის შეგრძნება. იქედან გამოსვლა - სიამოვნების მიღება. თუ აბანოში ქალებს ხედავთ - ახლო მომავალში ავად გახდებით, თუ მამაკაცებს - გაღარიბდებით. თუ აბანოს ნარზე ბანაობთ - ოჯახში ჰარმონია და აღმავლობა გელით. აბანოში კანის დაწვა - რალობაში სათანადო გრძნობით არ გიპასუხებთ თქვენი რჩეული. თუ უყურებდით სხვები როგორ იორთქლებოდნენ - გაგიჩნდებათ ახალ ნაცნობობაზე ფიქრი და მალე შეხვდებით სექსუალურად განვითარებულ ადამიანს, რომელიც დაგთანხმდებათ საწოლში განახორციელოთ ყველაზე უცნაური ფანტაზიები. აბანოზე სიზმრები დაკავშირებულია სასიყვარულო ინტრიგებთანაც, რომლებიც თქვენს გარშემო იხლართება. დაბანა კი ასოცირდება სიცრუესა და ქალების მხრიდან გაჭორვასთან. თუ სიზმარში აბანოს აშენებდით - მალე ოჯახში მატება გექნებათ, მარტოხელები კი სასურველ მეორე ნახევარს შეხვდებით. თუ აბანოში მკვდარი ადამიანი ნახეთ - ოჯახი მყარი და ბედნიერი გექნებათ. საუნაში შესვლა სასოწარკვეთაში ყოფნას უკავშირდება, იქედან გამოსვლა კი - კმაყოფილებას. თუ აბანოს ნარზე მამაკაცი დაინახეთ - გაღარიბდებით, თუ ქალი დაინახეთ - მწუხარება გელით. აბანოში სისხლიანი ნაკვალევის ნახვა - სწრაფი სიკვდილის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება აბანო
თანამედროვე ქალური სიზმრის ახსნის მიხედვით
ყველაზე უსიამოვნო არის სიზმრის ისეთი სიუჟეტი, სადაც ბანაობთ - ის ავად გახდომის მიმანიშნებელია. თუმცა, ზოგჯერ აიხსნება, როგორც უსიამოვნო გარემოცვაში მოხვედრა, სადაც თავს „თეთრი ყვავი“-ს როლში იგრძნობთ, ალმაცერად ყურებას დაგიწყებენ და თქვენს ზურგსუკან იჭორავებენ. თუ აბანოში სხვები ბანაობდნენ, სასიამოვნო გარემოცვასთან ერთად, სახალისო თავგადასავლები გელით. გარდა ამისა, მსგავსი სცენარი ასევე მიანიშნებს იმას, რომ თქვენი ცხოვრების რთული ნაწილი დასასრულს უახლოვდება - მალე მხოლოდ წარმატება და კეთილდღეობა იქნება თქვენი თანამგზავრი და სულიერ ჰარმონიასაც მიაღწევთ. თუ მამაკაცს დაესიზმრა როგორ ბანაობს ქალი, მისი ჯანმრთელობა შეირყევა და უსიამოვნებები ექნება. თუ ქალს დაესიზმრა, რომ მამაკაცი ბანაობს - უსიამოვნებების ჯაჭვი ელის ცხოვრებაში, ეს ეხება საქმიანობასაც და ფინანსურ მდგომარეობასაც. მსგავსი სიზმრები გამოუვალ მდგომარეობასა და სასოწარკვეთაში ყოფნის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება აბანო
ჩინური სიზმრის ახსნის მიხედვით
ძველი ჩინური ახსნის მიხედვით, საუნა, სადაც წყალი არ არის, მიანიშნებს უბედურებას და მწუხარებას, რომელიც ქალის მიზეზით გაჩნდება. თუ აბანოში აქტიურად ბანაობთ, მძიმე სიტუაციასთან გამკლავებას შეძლებთ და პრობლემებს მოიცილებთ. თუ სიზმარში მექისე არ არის, უსიამოვნო პიროვნებას შეხვდებით.
რატომ გვესიზმრება აბანო
ლონგოს მიხედვით
საუნა - სასიყვარულო ინტრიგების სინონიმია. მალე თქვენზე ჭორებს გაიგებთ, რომელსაც ქალი ავრცელებს. სიზმარში თუ მეგობრებთან ერთად ბანაობდით - თავგადასავლებს ელოდეთ. ზოგჯერ, ასეთი სიზმარი ჯანმრთელობის გაუარესებას ნიშნავს, ამიტომ, ყუარდღება მიაქციეთ ამ საკითხს. გაიხსენეთ როგორ გამოიყურებოდით სიზმარში, რადგან დეტალებს მნიშვნელობა აქვს მისი ახსნისთვის. თუ შიშველი იჯექით, ქვეცნობიერად მოწყვლადობას გრძნობთ, არ გინდათ გაიხსნათ გარემოცვასთან, გეშინიათ, რომ ვერ შეძლებთ ვითარებასთან გამკლავებას. თუ აბანო მცირე ზომის იყო, ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად ინტიმური კავშირისკენ ილტვით. საუნიდან გამოსვლა - არ არის საჭირო მიმდინარე საკითხებზე ნერვიულობა, რადგან ყველაფერი წესრიგშია.
რატომ გვესიზმრება აბანო
საოჯახო სიზმრის ახსნის მიხედვით
ორთქლის აბანო - არამარტო სასიამოვნო დასვენებაა, არამედ უხერხული მდგომარეობაც არის. ამიტომ, ასეთი სიზმრის შემდეგ, რეალობაში შეიძლება ძალიან უსიამოვნო და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. როცა სიზმარში აბანოს ცოცხს ძლიერ ირტყამთ - ქვეცნობიერად საკუთარ თავს რაღაც ქცევის გამო სჯით. თუ აბანოში დაიწვით - თქვენი გრძნობები უპასუხოდ დარჩება. ფეხის დაცდენა აბანოს იატაკზე - ნიშნავს, რომ ცხოვრებაში შეცდომებს უშვებთ. კაცებისთვის ქალების აბანოს დასიზმრება, ნიშნავს საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღების და ალერსის ნაკლებობის განცდას. აბანოს ხშირად უკავშირებენ საპირისპირო სიმბოლოებს, მაგალითად - ეს შეიძლება ერთდროულად ასახავდეს განახლებას და ნგრევას. ამასთან, აბანოში ადამიანი არამარტო ისუფთავებს სხეულს და სულს, არამედ ახდენს ოთხივე სტიქიის: წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის გაწონასწორებას. სწორედ ამიტომ, ითვლება, რომ აბანოში ძალიან ძლიერი ენერგეტიკაა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას, ძალების მოკრებას და ადამიანის სულიერ და ფიზიკურ განახლებას. შესაძლოა, სწორედ ამის გამო აბანოში ტარდებოდა სხვადასხვა სარიტუალო პროცესები და მკითხაობა. აღნიშნული სიზმრების ახსნის მიხედვით, აბანოზე ნანახი სცენარი, წარმოადგენს სერიოზულ მინიშნებას. სამომავლოდ სასიკეთო ამბავს შეიტყობთ, გათავისუფლდებით ავადმყოფობისგან, ან პირიქით - საკუთარ რეპუტაციას სერიოზულად შელახავთ.
რატომ გვესიზმრება აბანო
აიურვედას მიხედვით
სიზმარი რეალობაში განწმენდის ნიშანია. როცა სიზმარში უყურებთ სხვები როგორ ბანენ ერთმანეთს - უცნაური საზოგადოების გარემოცვაში მოხვდებით. თუ ორთქლის აბანოში შედიხართ - რეალობაში უსიამოვნო ადამიანების წრესთან გექნებათ შეხება.
რატომ გვესიზმრება აბანო
აღმოსავლური სიზმრის ახსნის მიხედვით
თუ სიზმარში რომელიმე კონკრეტული ადამიანისთვის მოაწყვეთ ორთქლის აბანოში ვიზიტი - რეალობაში გინდათ მას ანგარიში გაუსწოროთ და განაჩენი გამოუტანოთ. თუ ჩქარობდით ტანსაცმლის გახდას და ორთქლის აბანოში შესვლას, სავარაუდოდ, მოცემულ მომენტში რაღაცის გაკეთებას ჩქარობთ და ცხოვრებისეული ორიენტირები დაკარგული გაქვთ. გაიხსენეთ სიზმრის დეტალები - როგორ გამოიყურებოდა გარემო, კონკრეტულად რას აკეთებდით. ლამაზი გარემოს მქონე ორთქლის აბანო, სადაც სისუფთავე იყო, ორთქლი გამჭვირვალე და სასიამოვნო შეგრძებების გამჩენი - ოჯახურ ცხოვრებაში სიმშვიდეს, გაგებას და ბედნიერებას მიაღწევთ. თუ აბანოში სხვებიც იყვნენ - ეს ნიშნავს, რომ დროს გაატარებთ მხიარულ კამპანიასთან ერთად. თუ აბანო ჭუჭყიანი იყო - ცუდი ამბების განვითარების ნიშანია. თუ წყლის ნაცვლად სისხლს ხედავდით - სიკვდილიანობის ნიშანია. ორთქლის აბანოში შესვლა - სასოწარკვეთის მიმანიშნებელია, იქედან გამოსვლა - პრობლემებისგან გათავისფულება. გაიხსენეთ ვინ ნახეთ აბანოში. შიშველი მამაკაცები - სიღარიბეს, შიშველი ქალები - ავადმყოფობას და წარუმატებლობას ნიშნავს. თუ ორთქლის აბანოში ადამიანები ცეკვავდნენ - შესაძლოა მალე ავად გახდეთ. თუ სივრცე უცნაურად გამოიყურებოდა - ასევე ავადმყოფობის მიმანიშნებელია. ტანსაცმლიანად ბანაობა - ახლო მომავალში უსიამოვნებების და ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის ნიშანია. თუ ბანაობისას მღეროდით - ფრთხილად იყავით, რადაგ სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის გამო, შესაძლოა ისეთი რამ ჩაიდინოთ, რისთვისაც ციხეში ჩაგსვან.
რატომ გვესიზმრება აბანო
დიდი თანამედროვე სიზმრის ახსნის მიხედვით
მსგავსი სიზმრები ხშირად კარგის ნიშანია. თუ ჰამამი დაგესიზმრათ - მოემზადეთ გართობისა და მხიარულებისთვის. საუნაში ყოფნა - ნიშნავს, რომ რეალობაში მთელი ძალით შეეცდებით მიზნების მიღწევას, თუმცა, მიღებული შედეგი ვერ დაგაკმაყოფილებთ. თუ ცოცხს ირტყამდით - შემოსავალს მიიღებთ და ახლო მომავალში კარგადაც გაერთობით. გაიხსენეთ დეტალურად, რა ხდებოდა აბანოში. თუ თავად იბანდით - მომავალში წარმატებას და ჯანმრთელობას ელოდეთ. თუ სიზმარში კმაყოფილებისა და სიამოვნების გრძნობა გქონდათ - რეალობაში ოჯახური ცხოვრება სასიამოვნო, წარმატებული და უზრუნველყოფილი გექნებათ. თუ უყურებდით სხვები როგორ იბანდნენ - უჩვეულო გარემოცვაში მოხვდებით. თუ მამაკაცი დაინახეთ - სიღარიბე გელით, თუ ქალი დაინახეთ - ავადმყოფობა. სისხლის ნაკვალევის დანახვა აბანოში - ნიშნავს, რომ ვიღაცის სიკვდილს გაიგებთ. თუ მთელი სიზმრის მანძილზე ორთქლის აბანოში იყავით - რეალობაში არსებული პრობელმების მოგვარებას შეძლებთ უჩვეულო გადაწყვეტილების მიღების წყალობით. თუ აბანო კვირას ან ორშაბათს დაგესიზმრათ - ავი თვალისგან დაცული იქნებით. სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ასეთი სიზმრის ნახვა ასოცირდება მტრების მხრიდან ინტრიგების ხლართვასთან, რაც თქვენდა საბედნიეროდ, წარმატებით ვერ განხორციელდება. სცენარი, რომელსაც შაბათ-კვირას ნახავთ, სამომავლოდ ყველა სახის საქმეში წარმატებას მიგანიშნებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ აბანოში წასასვლელად ემზადებოდით - ამას ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითან, ორშაბათს ასეთი სიზმარის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენზე ჭორებს გაიგებთ. სამშაბათ-პარასკევს მსგავსი სიზმრის ნახვა ასოცირდება უსიამოვნებებთან, ხოლო შაბათ-კვირას - დროის სახალისოდ და სასიამოვნოს გატარებასთან.
რატომ გვესიზმრება აბანო
ასირიული სიზმრის ახსნის მიხედვით
აბანოს თემატიკაზე ნანახი სიზმრები, სიგნალია იმისა, რომ დროა ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ. მოცემულ მომენტში, შესაძლოა იმუნიტეტი დასუსტებული გქონდეთ და საჭიროა მისი გამყარება. სხვა მინიშნება მდგომარეობს იმაში, რომ ახლო მომავალში გამგზავრება გელით, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, რადგან შეიძლება მოულოდნელად ავად გახდეთ და ამისთვის სრულიად შეუფერებელი დრო და ადგილი იქნება. თუ ორთქლის აბანოში იყავით - კარგა ხანს მოგიწევთ უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობა. თუ სიზმარში საუნიდან გამოდიოდით - რეალობაში მალე დარწმუნებით, რომ გარკვეული საკითხების გამო სულ ტყუილად ნერვიულობდით. სხვა ადამიანების ბანაობის ყურება - ნიშნავს, რომ საინტერესო და სასიამოვნო კაპანიაში აღმოჩნდებით. ხშირად, სიზმარში აბანოს ნახვას სახლიდან შორს ყოფნისას ავად გახდომას უკავშირებენ - ამიტომ, ფრთხილად იყავით. ასეთი სიზმარი, შესაძლოა ახლობელი ადამიანის სიკვდილის ამბის გაგების ნიშანიც იყოს.
რატომ გვესიზმრება აბანო
სიმბოლოებისა და ციფრების ახსნის მიხედვით
სიზმარი ასოცირდება კამათთან და ხელმძღვანელობის მხრიდან მკაცრი განაჩენის გამოტანასთან. ორთქლის აბანოში შიშველი ადამიანების ნახვა - უსიამოვნებების გაჩენის ნიშანია. თუ თავად იორთქლებით - ნიშნავს ახალი წარმოწყების წარმატებით განხორციელებას. აბანოში შიშველი თუ იყავით - უახლოეს მომავალში სკანდალში გაეხვევით. თუ შენობაში უცხო და შიშველი ადამიანები ნახეთ - არაკეთილმოსურნეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სწორ გზაზე დადგომაში ხელი შეგიშალონ. აბანოში ყოფნისას თუ ყურადღების ცნეტრში იყავით და ამის გამო მორცხვობდით - რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან ჩაკეტილი ხართ და გერიდებათ ადამიანებთან ურთიერთობაში გახსნის. თუ სიზმარში აბანოში შემთხვევით მოხვდით - ახლო მომავალში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მაგრამ ვერავინ დაგეხმარებათ, რადგან ოჯახისა და ახლობლებისგან ძალიან შორს იქნებით. ასეთი სიზმარი ასევე მიანიშნებს, რომ საინტერესო თავგადასავლები გელით. თუ ქაფს იშორებდით - მეწვრილმანე ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებით. აბანოს დატოვება - პრობლემების გადაჭრა, წელში გამართვა. საკუთარი თავის გაცოცხვა - ვინმეს აწყენინებთ. თუ სხვა გცოცხავთ - შეურაცხყოფას მოგაყენებენ.