რატომ გვესიზმრება ვამპირი
ცვეტკოვის მიხედვით
საშინელი მღელვარება; მზაკვრული ამბიცია; პრეტენზია; თუ ავადაა- გამოჯანმრთელება
რატომ გვესიზმრება სიზმარი ვამპირის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ვამპირი საშინელი ცვლილებების, საბედისწერო მოვლენების სიმბოლოა, რომლებსაც ბევრი ტანჯვა და სისხლი მოაქვთ. თუ სიზმარში ვამპირი გიტევთ, ნიშნავს, რომ რეალობაში ბედის სასტიკ დარტყმას მიიღებთ, შესაძლოა, ვინმე ახლობელს ან ძვირფას მეგობარს დაკარგავთ. სიზმარი, რომელშიც ვამპირად გადაიქეცით, მოასწავებს, რომ დაუდევრობის ან ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო, თვითონაც საფრთხეში ჩააყენებთ თავის სიცოცხლეს, რისი თავიდან აცილებაც მხოლოდ სასწაულით თუ შეიძლება, თუ საერთოდ გამოვა. ვამპირის ნახვა, რომელიც სისხლს სვამს- ახლო ადამიანის ხანგრძლივი და მტანჯველი ავადმყოფობისკენ. სიზმარში ვამპირის მოკვლა- რეალობაში იმ მოვლენებს აიცილებთ თავიდან, რომლებიც თქვენს ცხოვრებას დაასახიჩრებდნენ.
რატომ გვესიზმრება ღამურა
ცვეტკოვის მიხედვით
სიკვდილისკენ; იმის ნახვა, თუ როგორ დაფრინავს ოთახში- მოულოდნელი გამგზავრება
სიზმარში ღამურას ნახვა
ცხოველების ახსნის მიხედვით
როგორც ცნობილია, ღამურას დღისით ძინავს, ხოლო ღამე დაფრინავს. სიბნელის მიუხედავად, მისი მოძრაობები ზუსტია, ის შესანიშნავად ორიენტირდება სრულ სიბნელეშიც კი. ძველ რომსა და საბერძნეთში, ღამურებს შეცდომით კარგ მხედველობას მიაწერდნენ, ის სიმბოლურად გამოხატავდა სიფხიზლეს და გამჭრიახობას. ჰომერს გარდაცვლილთა სულებს ღამურას ფრთები ჰქონდათ. ბოშების ლეგენდებსა და XV ს. ტაროს რუკებზე ჯადოქრების წინამძღოლს ღამურას ფრთები ჰქონდა. ეს ფრთები ეშმაკის სიმბოლოდ არის გამოცხადებული. ღამურებს დევნიდნენ და ანადგურებდნენ, ჩვენს საუკუნემდეც კი. ევროპაში მათ მათ ხეებზე ჰკიდებდნენ, რომ ეშმაკები დაეშინებინათ. ღამურა- ბუნების ფარული ძალების შეგრძნების უნარის სიმბოლოა. მკითხავები თავის ეტლებს ღამურას გამოსახულებით რთავდნენ. ღამურა- შიშის, სიკვდილის და ღამის სიმბოლოა. ცენტრალურ- ამერიკულ და ბრაზილიურ მითოლოგიაში ღამურა ჯოჯოხეთის ძლევამოსილი ღვთაებაა, ზოგჯერ მზის შთანმთქმელად არის გამოსახული. ჩინეთში ღამურა- წარმატების სიმბოლოა, ხოლო ორი ღამურა მისალოც ბარათზე ნაყოფიერების, ჯანმრთელობის, დღეგრძელობის და ღირსეული სიკვდილის სურვილს ნიშნავს.