სიზმრების ახსნა
ვარსკვლავი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ვარსკვლავები არის უზენაესი ნების, უზენაესი ცოდნის სიმბოლო. სიზმარში მოწყვეტილი ვარსკვლავის ნახვა ბედნიერი ცხოვრების და ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულების ნიშანია, რომელთა ასრულების იმედიც არ გქონდათ. თუ დაგესიზმრათ უამრავი მოწყვეტილი ვარსკვლავი, მომავალში დედამიწაზე ძლიერი სეტყვა იქნება, რომელიც სრულიად გაანადგურებს ნათესებს. მთელი წლის განმავლობაში კაცობრიობა იშიმშილებს. სიზმარში წითელი ვარსკვლავების ნახვა იმის ნიშანია, რომ მომავალში რუსეთის ხელისუფლებაში დიდებული ადამიანი მოვა, რომელიც ამ ქვეყანას ნანგრევებიდან ამოიყვანს და მას მსოფლიოში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცევს. წითელი ვარსკვლავები ამ სიზმარში კრემლის ვარსკვლავებს გამოხატავს. თუ დაგესიზმრათ, რომ ვარსკვლავისკენ მიფრინავთ, მომავალში სხვა პლანეტაზე კოსმოსური ექსპედიციის მონაწილე გახდებით . შესაძლოა, ასეთი სიზმარი სხვა პლანეტაზე სიცოცხლის აღმოჩენას მოასწავებდეს. სიზმარში ვარსკვლავები ჩანს ნათელ ცაზე- ეს იმის მოწმობაა, რომ მომავალში ხელისუფლებაში ღირსეული ადამიანები მოვლენ, რომლებიც მიაღწევენ იმას, რომ ყველა სახელმწიფოს შორის ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობა დამკვიდრდეს. ყველა ერი სრულ თანხმობაში იცხოვრებს. მძინარისთვის ასეთი სიზმარი მოასწავებს ავტორიტეტული ადამიანების გაცნობას. სიზმარში უამრავი პატარა ვარსკვლავის ნახვა ნიშნავს, რომ მომავალში მიიღებთ რამე ამბავს აშშ-დან. შესაძლოა, ასეთი სიზმარი მოასწავებდეს იმას, რომ აშშ-ში მომხდარი მოვლენები მთელ მსოფლიოს შეარყევს. ამ სიზმარში უამრავი პატარა ვარსკვლავი არის ვარსკვლავები , რომლებიც გამოსახულია ამერიკის დროშაზე, რომლებიც ამერიკის ორმოცდაათ შტატს გამოხატავს. თუ დაგესიზმრათ, რომ ვარსკვლავები ციდან გაქრა, ეს სერიოზული კოსმოსური კატასტროფის ნიშანია, რომელიც შეიძლება შორეულ მომავალში მოხდეს. ეს იქნება განადგურებული პლანეტა ფაეტონის ბრალი , რომლის ნამსხვრევებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს უამრავი პლანეტისთვის. სიზმარში უყურებთ ვარსკვლავების ანარეკლს წყალში - ეს დიდ აღმოჩენას მოასწავებს. იპოვიან აქამდე უცნობ პლანეტას , რომელზეც ბინადრობენ ადამიანის მსგავსი არსებები . მძინარისთვის ასეთი სიზმარი მოასწავებს დიდ აღმოჩენას იმ სფეროში, რომლითაც ის არის დაკავებული. სიზმარში კაშკაშა ვარსკვლავის ნახვა იმის ნიშანია, რომ იპოვიან მზის მსგავს ვარსკვლავს . სწორედ ის გაანათებს დედამიწას შორეულ მომავალში. სიზმარში ვარსკვლავის სიცივის შეგრძნება სამუდამო ზამთრის ნიშანია. ალბათ, დადგება დრო, როდესაც დედამიწა დაიფარება ყინულით რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. სიზმარში ცის ნახვა, რომელზეც ერთადერთი, მაგრამ ძალიან კაშკაშა ვარსკვლავია , ნიშნავს, რომ ათი წლის შემდეგ თქვენი ბედი სხვებს შორის გამოირჩევა და თავისი მნიშვნელობით ახალი პლანეტის აღმოჩენას დაემსგავსება. ძლიერი ვარსკვლავთცვენის ნახვა იმის სიმბოლოა, რომ ჩაფიქრებული პროექტი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს. ვარსკვლავთცვენის ადგილზე ყოფნა - ეს სიზმარი მოასწავებს კატასტროფას, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაემართება. ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა - ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მთვარის ათი ციკლის შემდეგ თქვენ დაგემართებათ ის, რაც თქვენზე ძალიან იმოქმედებს. ვარსკვლავების რუკის შესწავლა და მასზე მოგზაურობის მარშრუტის დახაზვა - ეს სიზმარი არის ეკოლოგიური კრიზისის განვითარების და განსაკუთრებით საშიში ტერიტორიებიდან მიგრაციის ტემპის ზრდის ნიშანი.