დაგესიზმრათ ფრენა
მილერის მიხედვით
სიზმარში უსასრულო სივრცეში ფრენა უბედურ ქორწინებას მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ დაბლა დაფრინავთ- თქვენთვის ავადმყოფობას და გართულებულ სიტუაციას მოასწავებს. თუ წყლის ზედაპირის ზემოტ დაფრინავთ და ხედავთ, რომ წყალი ბინძურია,- მტრების ცილისწამებას მოასწავებს: პირად საქმეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნანგრევების ზემოთ ფრენა- უბედურებისკენ, ცუდი გარემოებებისკენ. თუ სიმწვანეს, ხეებს ხედავთ- ნიშნავს, რომ თქვენი უსიამოვნებები დიდხანს არ გაგრძელდება. თუ ფრენისას მზეს ხედავთ- ნიშნავს, რომ თქვენი მღელვარება ამაო იქნება, ცხოვრება დალაგდება, სიბოროტის მუდმივი საფრთხის მიუხედავად. მაღლა ფრენა და გზაზე მთვარის და სხვა ციური სხეულების ნახვა- დედამიწისთვის უბედურებას მოასწავებს. ფრენის დროს თქვენს ზურგზე შავი ფრთები შეამჩნიეთ - მწარე იმედგაცრუების ნიშანია. კარგია ის სიზმარი, რომელშიც სიმწავენის ზემოთ დაფრინავთ და თეთრ ფრთებს ხედავთ: სიზმარი საქმეებში იღბალს და ბედნიერ სიყვარულს გპირდებათ. მაგრამ თუ გამხმარი ხეების ზემოთ დაფრინავთ- ბედი გამოცდებს მოგიმზადებთ წარმატებისკენ გზაზე. ფრენის დროს დაცემა- დიდ უბედურებას მოასწავებს, თუ კი დაცემის დროს არ გაიღვიძებთ. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ერთი ქალაქიდან მეორეში გადაფრინდა, და დრო და დრო ეკლესიებთან ჩერდება- ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მან ბევრი რამ უნდა გააკეთოს, რათა თავისი სიყვარული პირფერი ადამიანებისგან დაიცვას. ეს სიზმარი ზოგჯერ მისთვის და მისი ახლობლებისთვის საფრთხეს მოასწავებს. თუ მას ესიზმრება, რომ ფრენის დროს მას ესროლეს- ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში მისი მტრები მისთვის დაბრკოლებებს მოაწყობენ, წარმატებისა და კეთილდღეობისკენ გზაზე ხელს შეუშლიან.
სიზმარში ვერტმფრენის ნახვა
ლოფას მიხედვით
ვერტმფრენი- თანამედროვე ცხოვრების საინტერესო სიმბოლოა. მისი გამოჩენის მერე ბევრი ფიქრობდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ის ავტომობილს ჩაანაცვლებდა. თუმცა, ვერტმფრენები დღემდე ძვირი ღირს, რაც ამ გადაადგილების საშუალებას ფუფუნების საგნად ხდის, შესაბამისად, სიმდიდრის და ძალაუფლების სიმბოლოდ. ვიეტნამის ომის დროიდან, ვერტმფრენები ჩვენთვის უფრო სამხედრო ქმედებებთან, ვიდრე ჩვეულებრივ გადაზიდვასთან არის დაკავშირებული. ვერტმფრენი პოტენციურ საფრთხეს მოასწავებს და იმ შემთხვევებში გვესიზმრება, როდესაც ცხოვრების სასტიკი რეალიებისგან გაქცევა გსურთ. პირველ შემთხვევაში ვერტმფრენი გაქცევის საშუალებაა, მეორე შემთხვევაში- სიყვარულის და სიმდიდრის გათანაბრებაა.
ფრენა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ფრენა- კარგი ემოციები, თავისუფლება, დამოუკიდებლობაა. სიზმარში ხედავთ, რომ დაფრინავთ- სინამდვილეში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვით. უახლოეს დროს ასეთი შესაძლებლობა მოგეცემათ. თუ სიზმარში ფრენის დრო ეცემით, სინამდვილეში დაბრკოლებების გადალახვა და პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. სიზმარი, რომელშიც კოსმოსურ სივრცეში დაფრინავთ, ნიშნავს, რომ რეალობაში ზედმეტად ხართ გატაცებული ფანტაზიებით და თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვერ ამჩნევთ.