სიზმარში ვიდეოსალონის ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახვა, რომ ვიდეოსალონში ფილმს უყურებთ- ასეთი სიზმარი მოასწავებს, რომ თქვენი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდება. შესაძლოა საინტერესო ადამიანს შეხვდეთ. ვიდეოსალონში მეგობართან წასვლა- ბრძენი დამრიგებლის ნახვა, ვისი რჩევაც რთულ დროს დაგეხმარებათ. ახალგაზრდა გოგოსთვის ასეთი სიზმარი მის თავქარიანობასა და ზედმეტ მინდობაზე მიანიშნებს, რომლებმაც სერიოზული ცხოვრებისეული განსაცდელი შეიძლება გამოიწვიონ. თავისი თავისი ვიდეოსალონის მფლობელად ნახვა- ქონების ნაწილის დაკარგვა, იმ დროს როცა თქვენი მტრები თქვენი უყურადღებობის წყალობით ფულად მოგებას მიიღებენ. თუ გათხოვილი ქალი სიზმარში ხედავს, რომ ვიდეოსალონში უცნობი მამაკაცი პატიჟებს, ნიშნავს, რომ თავისი დაუდევრობის გამო ის ცილისწამების მსხვერპლი გახდება.