კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მუსიკა
მილერის მიხედვით
მუსიკა სიზმარში მშვენიერი დროის ტარებას გპირდებათ. მელოდიური სასიამოვნო მუსიკა- დაკმაყოფილებას და სულის დამშვიდებას მოასწავებს. დისჰარმონიული მელოდია, რომელშიც უხეში ბგერებია, თქვენთვის უსიამოვნებებს მოასწავებს მოუსვენარ ბავშვებსა ან ჯიუტ შინაურებთან.
დაგესიზმრათ მუსიკალური ინსტრუმენტები
მილერის მიხედვით
სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტების ნახვა- მოსალოდნელი სიამოვნებებს მოასწავებს. თუ ისინი გატეხილია- სიამოვნება მოულოდნელი კომპანიის ჩარევის გამო შეწყდება. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს ამ სიზმარს, ის მისთვის რეალურ შესაძლებლობას მოასწავებს, რომ გახადოს თავისი ცხოვრება ისეთი, როგორიც მას სურს.
მუსიკის შესახებ სიზმრის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
ზოგადად, მუსიკას სიზმრებში კარგი მნიშვნელოვა აქვს, განსაკუთრებით თუ ის მოგეწონათ და მისგან დიდი სიამოვნება მიიღეთ. ასეთი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულია, და ბედნიერ ადამიანს უწოდებთ თავს. ოპტიმიზმით და მომავლის რწმენით სავსე ხართ, დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. თუ სიზმარში სასიამოვნო მელოდიური მუსიკა მოისმინეთ და ის თქვენთვის ნაცნობია, ასეთი სიზმარი წარსულში დაბრუნებას მოასწავებს. თანაც, დარწმუნებული იქნებით, რომ ეს თქვენთვის კარგი არაა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენთვის ნაცნობ ადგილებს, ადამიანებს დაუბრუნდებით, გაიგებთ, რომ ცდებოდით. სიზმარში უხეში მუსიკის მოსმენა, რომელიც აღგაგზნებთ- მომავალში ისეთი რაღაცის გაკეთება მოგიწევთ, რაც საერთოდ არ გინდათ, მაგრამ ასე იქნება საჭირო. შემდეგ დიდხანს ინანებთ ამის გამო. თვითონ უკრავთ რომელიმე ინსტრუმენტზე - მოგბეზრდებათ ყველაფერი და გადაწყვეტთ, ინიციატივა თქვენს ხელში აიღოთ და ამას არ ინანებთ. შეიძლება ახალი შეგრძნებები განიცადოთ, რომლებიც აქამდე თქვენთვის საერთოდ უცნობი იყო.
რატომ გვესიზმრება მელოდია
ცვეტკოვის მიხედვით
ლამაზი, ნაცნობი- მეგობრებთან შეხვედრა
რატომ გვესიზმრება მუსიკა
ცვეტკოვის მიხედვით
საიდუმლო დაცინვები ( ქალისთვის); მუსიკის მოსმენა- სასიხარულო ამბავი; მუსიკა ( კონცერტზე)- ლამაზი- ავადმყოფებისთვის გამოჯანმრთელებისკენ; თვითონ მღერი ან უკრავ- იმედგაცრუება, ცრემლები
სიზმარში ვიოლინოს ნახვა
ხასსეს მიხედვით
აუცილებელია სხვისი დახმარება
სიზმარში მუსიკის ნახვა
ლოფას მიხედვით
თუ მუსიკალური ფონი სასიამოვნოა ყველასთვის, გარშემომყოფებთან ურთიერთობები კარგად ყალიბდება. თუ ვინმეს მუსიკა არ მოგწონთ- სიგნალია ამ ადამიანებისგან თავის ასარიდებლად. თუ გესმით სიმრერა სიყვარულის შესახებ ან მძიმე როკი, არ დაიბნევით, იცით, რაც უნდა გააკეთოთ. მუსიკალური ფონი სიზმრებში გავრცელებული მოვლენაა. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ მუსიკა ტელევიზორსა ან ფილმებში სცენას ტონს აძლევს და პერსონაჟის ხასიათს განსაზღვრავს. საინტერესოა მუსიკის შეთხზვის პროცესი სიზმარში. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ამ პროცესის თანმხლებ ემოციებს, რომლებიც, თავის მხრივ, დაგეხმარებათ ყველაფრის გააზრებაში.