სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ექიმი
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა გოგოს ექიმის ესიზმრება- ნიშნავს, რომ ის თავის სილამაზეს შეწირავს უაზრო გართობის გულისთვის. თუ ის სინამდვილეში ავადაა და ამიტომ ხედავს მსგავს სიზმარს, მაშინ ის ავადმყოფობას და მღელვარებას მოასწავებს, რომლებსაც ის მალე დაძლევს, მხოლოდ თუ ექიმი სიზმარში ძალიან აღელვებული არ იქნება- რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება ცუდად დამთავრდეს. თუ ქალი სიზმარში ექიმს გაყვება ცოლად- მომავალში შესაძლებელი ტყუილის ნიშანია. თაღლითი ექიმი, რომელიც ამაოდ ცდილობს თქვენს განკურნებას, თქვენთვის მღელვარებას და ავადმყოფობას მოასწავებს. თუ სიზმარში კბილის ექიმთან მიდიხართ- მალე იმედგაცრუების ნიშანია. შესაძლებელია, რომ ახლობლების არაგულწრფელობა იმედს გაგიცრუებთ. თუ დანტისტს ხედავთ, რომელიც ახალგაზრდა გოგონას კბილებს კურნავს- რეალობაში ნამდვილ სკანდალს უნდა ელოდოთ თქვენი მეგობრების წრეში.
დაგესიზმრათ ვიზიტი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ვინმესთან მიდიხართ , რეალობაში ამას შეიძლება სასიამოვნო მოვლენები მოჰყვეს. მაგრამ თუ უხერხულობას გრძნობთ ვიზიტის დროს-ეს თქვენს ცხოვრებაში ბოროტი ადამიანების ჩარევას ნიშნავს. სიზმარში მეგობრებთან წასვლა- ყოველთვის კარგ ამბებს მოასწავებს. ცუდი ნიშანია თქვენი მეგობრების დაღლილი ან სევდიანი გამომეტყველება, ასევე მათი შავი ან თეთრი ტანსაცმელი.
დაგესიზმრათ სავიზიტო ბარათი
მილერის მიხედვით
სიზმარში სავიზიტო ბარათის ნახვა- იმის ნიშანია, რომ მალე საქმიან წინადადებებს მიიღებთ. აუცილებლად გამოიყენეთ ისინი. სიზმარში ვინმესგან სავიზიტო ბარათის მიღება საქმეებში წარმატებას და კარგი პარტნიორების ყოლას მოასწავებს. თუ ეს სიზმარი ახალგაზრდა გოგოს დაესიზმრება, უახლოეს დროში მას რომანტიული გაცნობა ელოდება საქმიან ახალგაზრდა ადამიანთან. ვინმესთვის სავიზიტო ბარათის მიცემა- წარუმატებელი ფინანსური საქმეებისკენ. სიზმარში სავიზიტო ბარათის გამზადება იმის ნიშანია, რომ საქმე წარუმატებლად დასრულდება. თუ სიზმარში ხედავთ, რომ სავიზიტო ბარათი დაგივარდათ, მალე ძალიან წარმატებულ შენაძენი გექნებათ.
რატომ გვესიზმრება ექიმი
ცვეტკოვის მიხედვით
დანახვა- ქალისთვის დანაკარგი პირადში; კაცისთვის- საქმეებში; კბილის ექიმი- ავადმყოფობისკენ; საზოგადოებაში, კომპანიაში ექიმის ნახვა- იღბლის, სიკეთის, ქალებისთვის სასიყვარულო ნუგეშის, კაცისთვის- ცხოვრებაში წინსვლის ნიშანია. მიღებაზე ყოფნა და ახალგარზდა ექიმთან შეხვედრა- ფულისკენ, მოხუცთან- პროტექციისკენ, დაცვისკენ, ქალი-ექიმის- ავადმყოფობა ან უსიამოვნებები გაივლის.
რატომ გვესიზმრება სავიზიტო ბარათი
მილერის მიხედვით
იმ ადამიანის ყველაზე სანუკვარი ოცნებები, რომელმაც სიზმარში სავიზიტო ბარათი დაინახა, აუსრულებელი დარჩება. თუ სიზმარში სხვისი სავიზიტო ბარათი დაინახეთ- საიდუმლო თაყვანისმცემელი გეყოლებათ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი სტუმრის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ეს სიმბოლო მოულოდნელობას, ახალ ამბავს, დაშორებას, მტერს, ხარჯებს ნიშნავს, სიზმარი, რომელშიც სტუმრების მოსვლისთვის ემზადებით, რეალობაში მოსაბეზრებელ ცხოვრებისეულ ერთფეროვნებას მოასწავებს. უახლოეს დროში ალბათ ვერ გააფერადებთ საკუთარ ცხოვრებას. მოულოდნელი სტუმრის მოსვლა ნიშნავს ამბავს, რომელსაც მტრისგან მიიღებთ. თუ სიზმარში ნახეთ, რომ თვითონ ხართ სტუმარი- იმის ნიშანია, რომ რეალობაში მსხვილი ფულადი ხარჯები გექნებათ. სიზმარში სტუმრებს ელოდით, მაგრამ არავინ მოვიდა- რეალურ ცხოვრებაში ეს სიზმარი საყვარელთან ან ახლო ადამიანთან დაშორებას მოასწავებს. სიზმარი, რომელშიც თქვენთან სტუმრად უცნობი თეთრი ქალი მოვიდა , მძიმე დაავადებას ან სიკვდილს ნიშნავს. სიზმარში სტუმრის მოსვლისთვის ემზადებით. კარზე დააკაკუნეს, მაგრამ, როცა კარები გააღეთ, დარწმუნდით, რომ საიდუმლო სტუმარი გაქრა- ეს იმის ნიშანია, რომ რეალობაში არ უნდა გეშინოდეთ მტრების ბოროტმოქმედებების. გარემოებები ისე ჩამოყალიბდება, რომ ყველა მათი ჩანაფიქრი გამჟღავნდება. სტუმრად ცარიელ მაგიდასთან ჯდომა ცარიელ პირობებს და ღალატს ნიშნავს. თქვენთან სტუმრად გარდაცვლილი ადამიანების ნახვა ბედის მოულოდნელ შეტრიალებას მოასწავებს.