კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება ყოფილი ცოლი
სიზმრის ზოგადი ახსნით
ჩვენი სიზმრების სიუჟეტები, როგორც წესი- ქვეცნობიერის მიერ სხვადასხვა მოვლენის, გარედან მიღებული განცდის გადამუშავების პროცესია. ინფორმაციულ შემადგენელს უერთდება ასევე ემოციური და გრძნობითი, რომელიც აფერადებს ჩვენს სიზმრებს კაშკაშა ელფერებად, აიძულებს გავიღვიძოთ შიშისგან, ან პირიქით, ბედნიერები, სიხარულის ღიმილით, სიზმრის რეალობაში განხორციელების მწვავე სურვილით. ხშირად ჩვენს სიზმრებში ჩნდება ეპიზოდები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ ცხოვრების მოვლენების მომავალ განვითარებას, რაც აძლევს სიზმარს წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას. ხშირად ჩვენ ასევე განვიცდით რამე წარსულის მოგონებებს. თუ დიდიხნის ისტორიებს ან ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ გაგრძელება აწმყოში, მაშინ ისინი გავლენას ახდენენ მომავალზეც. ხშირად ჩვენ გვესიზმრება მოვლენები, რომლის გამოც განვიცდით დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მათი კარდინალური გადაწყვეტა, რომ აღარ შეგაწუხონ ღამის სიზმრებში. არსებობს გავრცელებული გამონათქვამი- ყველა ქორწინება შედგება ცაზე. რამდენად გონივრულად განვკარგავთ ამ საჩუქრებს ზემოდან, დამოკიდებულია ჩვენზე. სამწუხაროდ, ქორწინებები ზოგჯერ იშლება, ყველას არ ყოფნის სიბრძნე და მოთმინება ცოლქმრულ ცხოვრებაში. მაგრამ ერთად ცხოვრება, მით უმეტეს დაშორება ჯობია ღირსეული და კეთილშობილი იყოს. ყველა ნეგატიური აზრი და სურვილის სხვა ადამიანისთვის შემოტრიალდება თქვენ წინააღმდეგ. არ უნდა გააკეთოთ კარმული კვანძები, რომელთა გახსნას მოგიწევთ სხვა განსახიერებისას.
რატომ გვესიზმრება ყოფილი ცოლი ფროიდის ახსნით
ფროიდის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ყოფილ ცოლთან გრძელდება სასიყვარულო კავშირი, მით უმეტეს სასიამოვნო შეგრძნებების განცდა- სიმბოლოა, რომ სულიერად და ემოციურად კიდევ ახლოს ხართ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს წარსულში თქვენ აღადგენთ ურთიერთობას, მაგრამ მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტია- სხვა ქალთან შეხვედრა, რომელთანაც თქვენ მზად იქნებით დაიწყოთ სერიოზული რომანი. სავარაუდოა, რომ ეს აღმოჩნდება დიდი ხნის ნაცნობი, რომელსაც ადრე არ განიხილავდით სექსუალური კუთხით. შეხედეთ გარშემომყოფ ქალებს- შესაძლოა, ერთ-ერთი წინასწარ დანიშნულია ბედით.
რატომ გვესიზმრება ყოფილი ცოლი- მილერის ახსნა
მილერის მიხედვით
ამ კითხვაზე მილერი ერთმნიშვნელოვან პასუხს სცემს: ურთიერთობები ყოფილ მეუღლესტან ჯერ კიდევ გაწუხებთ, არ გიშვებთ, გადაწყვეტად ითხოვს. სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ ჩაგიარათ გვერდზე ცოლმა და არ შემოტრიალდა- დაუბრუნებლად მიმავალი წარსულის ნიშანია. ზოგადად ნებისმიერი კომუნიკაცია სიზმარში ყოფილ მეორე ნახევართან, იმის მიუხედავად, რომელ გრძნობებს განიცდიდით- მინიშნებაა, რომ თქვენ შორის კიდევ ძლიერია ემოციური მიბმულობა, დამოკიდებულებაც. რეალობაში აუცილებელია თქვენი ურთიერთობების გარკვევა.
რატომ დაგვესიზმრა ყოფილი ცოლი ნოსტრადამუსის ახსნით
ნოსტრადამუსის მიხედვით
ხშირად ყოფილები გვესიზმრება როგორც დარიგება: დროა იფიქროთ თავის მომავალ ვექტორზე ცხოვრებაში. ასეთი სიზმარი ნიშნავს ასევე დანგრეულ იმედებს და ოცნებებს. ახალი ურთიერთობების დასაწყებად აუცილებელია ძველისგან განთავისუფლება, წინას გაშვება. და ეს უნდა გააკეთოთ მშვიდად და პატიებით, თუ არადა წარსულის მიმართ ნეგატიური ემოციები არ მოგცემენ შესაძლებლობას ააშენოთ სხვა.
ყოფილი ცოლი სიზმარში- ვანგას ახსნა
ვანგას მიხედვით
ადამიანები წარსული დროიდან გვესიზმრება იმ შემთხვევაში, თუ მათთან დარჩა რამე დაუსრულებელი გელშტატები. განსაკუთრებით ხშირად ისინი ხდება ადამიანებს შორის ურთიერთობებში. წინააღმდეგობა, დაწყებული საქმის დასრულების შეუძლებლობა სხვა ადამიანის გამო, არ იძლევიან საშუალებას, დავკეტოთ გელშტატი, და ადამიანი მუდმივად ფიქრებში უბრუნდება წარსულ მოვლენებს. ეს ფიქრები და განცდები აისახება სიზმრებში. თუ თქვენ დაინახეთ ყოფილი ცოლი ღამის სცენარში- ეს თითქოს მინიშნებაა, რომ უნდა შეხვდეთ, განიხილოთ მღელვარე მომენტები, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას, გაუშვათ წარსული. შესაძლებელია, უნდა სთხოვოთ პატიება, მადლობა გადაუხადოთ ოდესღაც საყვარელ ქალს ნაჩუქარი ბედნიერებისთვის. მხოლოდ ნეგატიური ემოციების არარსებობა დაგეხმარებათ მოაწესრიგოთ ემოციური ფონი, მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება.