დაგესიზმრათ ზამთარი
მილერის მიხედვით
სიზმარში ზამთრის ნახვა ცუდი ჯანმრთელობის და ცუდი სამომავლო პერსპექტივების ნიშანია, რომლებიც გართმევთ ბედის კეთილგანწყობის რწმენას. ასეთი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს სამუშაოს შედეგებით უკმაყოფილებას, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება დახარჯულ ძალისხმევას.
დაგესიზმრათ სიცივე
მილერის მიხედვით
სიზმარში სიცივისგან დაიტანჯეთ - ეს არის გაფრთხილება, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს საქმეებს. ადამიანებმა, რომლებსაც ეზიზღებით, შეიძლება გავნონ. ამას გარდა, არსებობს საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუ უფრო ფრთხილი არ გახდებით.
დაგესიზმრათ ყინვა
მილერის მიხედვით
სიზმარში ხეებზე თრთვილის ნახვა თქვენთვის მშობლიური მხარიდან განდევნას ნიშნავს. თუმცა, თქვენი მოგზაურობა კარგად დასრულდება. თუ გესიზმრებათ ზამთრის პეიზაჟი , სადაც მზით განათებული ხეები და ბუჩქები თრთვილით არის დაფარული,- ასეთი სიზმარი თქვენთვის ცრუ სიხარულს და მხიარულებას მოასწავებს, რომლის გამოც მალე ინანებთ. სიზმარში თავისი მეგობრის ნახვა ყინვის დროს ნიშნავს, რომ თაყვანისმცემელი ყურადღებას მოგაქცევთ, და მოწინააღმდეგეზე გამარჯვებას მოიპოვებთ. ქალისთვის ასეთი სიზმარი ამაო მღელვარებას მოასწავებს, რომელიც გამოწვეულია მისი რჩეულის გულგრილობით.
დაგესიზმრათ ციგურებით სრიალი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ციგურებით სრიალებთ ყინულზე , ნიშნავს, რომ სამუშაოს ან ძვირფასი ნივთების დაკარგვა გემუქრებათ. თუ ამ დროს ყინული გაიბზარა- ნიშნავს, რომ თქვენს მეგობრებს რჩევისთვის ვერ მიმართავთ. თუ სიზმარში უყურებთ, თუ როგორ სრიალებენ ციგურებით სხვა ადამიანები, ნიშნავს, რომ რეალობაში ჭორის მსხვერპლი გახდებით, რომელიც აკავშირებს თქვენს სახელს რომელიმე სკანდალურ მოვლენასთან, რომელშიც ჩარეულია ადამიანი, რომელიც თქვენში აღფრთოვანებას იწვევს. სიზმარში ციგურებით სრიალის ნახვა ნიშნავს უთანხმოებას საქმიან პარტნიორებთან. სიზმარში ახალგაზრდების ნახვა , რომელიც გორგოლაჭებზე კატაობენ, ნიშნავს, რომ გაგიხარდებათ თქვენი კარგი ჯანმრთელობა და განსაკუთრებულ ამაღლებას იგრძნობთ იმის გამო, რომ შეგიძლიათ, თავისი სიხარული და სიამოვნება შესწიროთ სხვების გულისთვის.
რატომ გვესიზმრება გაყინვა
ცვეტკოვის მიხედვით
პატივს არ გცემენ
რატომ გვესიზმრება ზამთარი
ცვეტკოვის მიხედვით
არა სეზონში - ფინანსური საქმეების გაუმჯობესება; ძლიერი ყინვა - ავი ცოლი ( ახალგაზრდებისთვის), შეშინება ( დაოჯახებულებისთვის).