სიზმარში ჟონგლირების ნახვა
ლოფას მიხედვით
ცხოვრებაში ყველას გვაქვს ისეთი მომენტი, რომელიც ჟონგლირებას შეგვიძლია შევადაროთ: ბევრ რამეს ვკიდებთ ხელს ერთდროულად, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვუმკლავდებით. თუ გამოგდით ჟონგლირება, ნიშნავს, რომ სინამდვილეში, ერთდროულად უამრავ ცხოვრებისეულ პრობლემას უმკლავდებით. ხდება ხოლმე, რომ სიზმარში ჩვენ საჯაროდ ვჟონგლირებთ და ჩვენს უნარებს ვაჩვენებთ. აქ მთავარია აუდიტორიის შეფასება. შესაძლოა, აუდიტორია შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც პრობლემების ნაწილი უნდა გადავცეთ ან რომლებიც დაუსაბუთებელ მოთხოვნებს წარადგენენ. ვინ აკვირდება, როგორ ჟონგლირებთ? როგორი ურთიერთობები გაკავშირებთ ამ ადამიანებთან რეალობაში? რამდენად კარგად ჟონგლირებთ და როგორ რეაგირებენ ამაზე მაყურებლები?