სიზმრების ახსნა
ზომბი სიზმარში
თანამედროვე ახსნით
თუ თვლით, რომ მსგავსი სიზმარი სრულიად უსაფუძვლოდ გესიზმრათ, ეძებეთ პასუხი სიზმრების ახსნაში. ზომბი ან მოსიარულე მკვდრები შეიძლება ასახავდნენ დათრგუნულ ნებას, მანიპულაციებს , მაგრამ სხვა მნიშვნელობაც არსებობს - ისინი მოულოდნელ სიურპრიზს მოასწავებს. ხშირად სიზმრებს ნანახის საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვთ - რამე საშინელი და ნეგატიური ემოციების გამომწვევი , პირიქით, სიხარულს გამოხატავს. სიზმრის ახსნა ამბობს, რომ საშინელი არსებები დიდ მოულოდნელობას მოასწავებს. თქვენს მშვიდ ცხოვრებაში უცებ იმდენად გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდება, რომ თავიდან ამას ვერ დაიჯერებთ. მაგრამ ეს ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იქნება, რომელიც ძალიან გაგახარებთ და ცვლილებებს შეიტანს . სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ დადიან ზომბები ქალაქის ქუჩებში , იმის სიგნალია, რომ შესაძლებელია, თქვენს პირად სივრცეში ჩაერიონ. ვიღაც ეცდება, გაიგოს თქვენი პირადი ცხოვრების დეტალები . ნუ ენდობით გარშემომყოფებს, მით უმეტეს, უცნობ ადამიანებს. ფრთხილად იყავით გამონათქვამებში . მონსტრის გვერდით გაიარეთ , მაგრამ არ შეგეხოთ? ეს ძალიან კარგი ნიშანია- რეალობაში საზრუნავი და გაუგებრობები არ გელოდებათ და ისინი თქვენს საქმეებსა და რეპუტაციაზე არ აისახება. გარდაცვლილები საფლავებიდან გამოვიდნენ- სიუჟეტი საკმაოდ საშინელია, თუმცა, ის მალე სასიამოვნო და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს. ცხოვრებისეული სიტუაცია გაუმჯობესდება, ყველაფერი არასაჭირო, ხელისშემშლელი წავა, მათ შორის ზედმეტი ადამიანები, რომლებსაც თქვენგან მხოლოდ სარგებლის მიღება სურთ. ბევრი შესაძლებლობა გექნებათ , რომელთა განხორციელებაც თამამად შეგიძლიათ . თუ სიზმარში ცოცხალი მკვდრები ან ზომბები თავს დაგესხნენ, არ შეშინდეთ- სიზმარი სულაც არ წარმოადგენს ცუდ ნიშანს. ასეთი სიუჟეტი თქვენი უსაფუძვლო შფოთვის განსახიერებაა. რეალობაში განიცდით შიშს სიტუაციებისა და ადამიანების წინაშე , რომლებიც სინამდვილეში თქვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. სიზმარში მოიგერიეთ ურჩხულები - ეს თქვენი ფარული შინაგანი რესურსების , არარეალიზებული შესაძლებლობების ანარეკლია. სიზმარი მიგანიშნებთ, რომ თქვენს უნარებს ბოლომდე არ იყენებთ. დროა, საკუთარ თავს მიხედოთ, აქტიურად გამოიყენოთ თავისი ნიჭი, რათა მეტს მიაღწიოთ. ზომბიმ სიზმარში გიკბინათ- ეს სიუჟეტი ასევე ასახავს თქვენზე ვიღაცის გავლენას. გააანალიზეთ თქვენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან . დაფიქრდით, ზედმეტად ხომ არ ხართ ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცეული. თუ სიზმარში თვითონ გახდით მაქცია ან ზომბი - ეს სიგნალია, რომ რომელიღაც პერსონაჟს თქვენზე დიდი გავლენა აქვს, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს , ამას რომც ვერ ამჩნევდეთ. არ მისცეთ ადამიანებს თქვენი მართვის უფლება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ზრდასრული, ჩამოყალიბებული პიროვნება , და თვითონ აირჩევთ იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. სიზმარში მონსტრებისა და ზომბებისგან გაქცევა - სავარაუდოდ, კოლექტივში არაკომფორტულად გრძნობთ თავს, გაუგებრობას და ცივ დამოკიდებულებას გრძნობთ. ასეთ შემთხვევაში, უნდა იფიქროთ თქვენთვის შეუსაბამო საზოგადოების სხვაზე შეცვლაზე, რომელშიც თანამოაზრეებს იპოვით. თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, ნიშნავს, რომ მეგობრული ურთიერთობები უნდა დაამყაროთ არსებულ გარემოცვასთან , რათა მომავალში დისკომფორტი არ იგრძნოთ. აი ასეთ განმარტებებს გვაძლევს სიზმრების თანამედროვე ახსნა ზომბებისა და სხვადასხვა მონსტრების შესახებ სიუჟეტებისთვის . როგორც ხედავთ, მათ ნეგატიური მნიშვნელობა არ აქვთ, მაგრამ შეიძლება დაგვაფიქრონ და გვაიძულონ, რამის მიმართ დამოკიდებულება შევცვალოთ. არ შეგეშინდეთ სიზმარში ნანახი საშინელებების, არამედ ფხიზლად შეაფასეთ ნანახი, იპოვეთ მასში მინიშნებები და შესაბამისად იმოქმედეთ. და, რა თქმა უნდა, არ გადააჭარბოთ საშინელებათა ფილმების ყურებას და მსგავსი სცენარების მქონე კომპიუტერული თამაშების თამაშს.
რატომ გვესიზმრება ზომბი
ზოგადი ახსნით
ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვინახავს ფანტასტიკური სიზმრები წარმოუდგენელი სიუჟეტებით , რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს . სიზმრებში შეიძლება ნახოთ მოულოდნელი პერსონაჟები , რომლებსაც რეალობაში არასდროს შევხვდებოდით. ჩვენ გაოცებულები ვართ, როგორ ხატავს ჩვენი ქვეცნობიერი ასეთ სურათებს. სიზმრებში ჩვენი ოცნებები სრულდება , რომლებსაც რეალობაში აუხდენლად ვთვლით. ზოგიერთი სიუჟეტი საკმაოდ სურეალისტურია , საშინელი და შიშის მომგვრელი, და საშინელებათა ფილმებს გვაგონებს. რა თქმა უნდა, ცოტა ვინმეს თუ უნდა სიზმარში ისეთი პერსონაჟის ნახვა, როგორიცაა ზომბი, მკვდარი, მონსტრები, რომლებიც ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ჩვენ გვინდა, რომ სიზმრებისგან პოზიტიური შთაბეჭდილებები მივიღოთ. თუმცა, სიზმრის წინასწარ შეკვეთა შეუძლებელია. რატომ გვესიზმრება ეს საშინელი, შიშის მომგვრელი ურჩხულები? ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ სინამდვილეში ეს სიზმრები არაფერს საშინელს არ მოასწავებს, და არ უნდა ვიპანიკოთ. როგორ ავხსნათ სწორად ისინი, რას ველოდოთ ნანახისგან? მანამ, სანამ ვეცდებით, მოვძებნოთ ფანტასტიკური სცენარის ახსნა , უნდა დავფიქრდეთ რომელი რეალური მოვლენებით იყო პროვოცირებული ის. ხშირად, ეს ხდება ძალიან ხანგრძლივი დროის ტარების შემდეგ კომპიუტერულ თამაშებთან , რომლებშიც მსგავსი მონსტრები არიან, ან საშინელებათა ფილმების ყურების შემდეგ. თუ მსგავსი რამ არ მომხდარა, მაშინ ქვეცნობიერი ამ გზით გვაძლევს სიგნალს მომავალი მოვლენების შესახებ. სიზმარში შეიძლება ნახოთ შემდეგი მოვლენები ან პერსონაჟები : მკვდრებმა ან ზომბიმ თქვენ გვერდით გაიარეს, მაგრამ არ შეგეხნენ; თქვენ თვითონ გადაიქეცით მონსტრად; ურჩხულები თავს დაგესხნენ; თქვენ დაამარცხეთ მონსტრები ან მათგან გაქცევა შეძელით. რა თქმა უნდა, ასეთი მღელვარე სიზმრები გულგრილს ვერ დაგტოვებენ , და როცა ვიღვიძებთ, მათ დეტალებს ვიხსენებთ. ისინი შეიძლება ბევრ რამეზე მიანიშნებდნენ, მაგალითად, მნიშვნელოვან მოვლენებსა და ურთიერთობებზე.