ზვიგენის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ზვიგენი სიზმარში ნიშნავს სახიფათო, ბოროტ მტრებს. თუ ზვიგენი მოგსდევთ და თავს გესხმით, წარუმატებლობა გარდაუვალია, რაც სასოწარკვეთაში ჩაგაგდებთ. თუ ზვიგენებს სუფთა წყალში ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ სანამ თქვენ ქალების გარემოცვაში ტკბებით და დროს ატარებთ, ვიღაც ცდილობს გავნოთ და ბედნიერება ჩაგაშხამოთ. თუ მკვდარი ზვიგენი გესიზმრებათ - ეს ნიშნავს, რომ ხელახლა შეძლებთ წარმატების მიღწევას და სიმშვიდის მოპოვებას.
ზვიგენის სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ ზვიგენი დაგესიზმრათ, ეს მიანიშნებს იმას, რომ თქვენი სექსუალური პარტნიორი ნამდვილი მტაცებელია და ყოველთვის ცდილობს მისი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ. ის ყველგან და ყოველთვის გკარნახობთ თავის სურვილებს, რაც თქვენთვის რეალურად მიუღებელია ინტიმურ ურთიერთობებში. შეეცადეთ გულახდილად დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რა არის მისაღები თქვენთვის ინტიმურ ცხოვრებაში და რა არა. ამ საუბრის ნუ მოგერიდებათ და ნურც შეგეშინდებათ, რადგან სიჩუმით პრობლემას ვერ გადაჭრით, თავისით ვერ მიხვდება თქვენი პარტნიორი რა გინდათ და რა არა.
თევზი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
თევზი – გაორების, გართულებების, არამდგრადობის სიმბოლოა. თუ გესიზმრებათ რომ თევზი ციდან ვარდება, ან თევზების წვიმა მოდის - ძალიან ცუდი ნიშანია, შესაძლოა მოხდეს ეკოლოგიური კატასტროფა ან სტიქია. თევზის დაჭერა - ნიშნავს, რომ რეალურად ცდილობთ რთული სიტუაციიდან გამოძრომას. თუ თევზების გროვას ხედავთ - რეალობაში ნუ მიენდობით სრულად ბედს, თორემ შეიძლება შანსი გაუშვათ ხელიდან. სიზმარი, რომელშიც სამი თევზი ნახეთ - ბედნიერი და კარგი ნიშანია. თევზის ჭამა სიზმარში - ნიშნავს, რომ მიიღებთ მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო ცნობას. სიზმარი, რომელშიც ხედავთ თევზს ადამიანის სახით, ატომური ომის დაწყების ნიშანია. თუ გესიზმრებათ, რომ ერთი თევზი თავს ესხმის მეორეს - წყალქვეშა ნავების შეტაკება მოხდება. თუ გახრწნილი თევზი დაგესიზმრათ - ჭორების გამო ურთიერთობა გაგიფუჭდებათ გავლენიან ადამიანთან. თუ სიზმარში ცოცხალი საზანი ნახეთ - ეს თქვენს ამტანობასა და სიძლიერეზე მიანიშნებს.
თევზის ახსნა სიზმარში
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ რომ თევზს იჭერთ, ეს ნიშნავს რამდანად არ შეგიძლიათ რეალობაში მოწყდეთ მიმდინარე საქმეებზე ფიქრს მაშინაც კი, როცა სექსით ხართ დაკავებული. ამის გამო, არ შეგიძლიათ ბოლომდე მოდუნდეთ და სიამოვნება მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამით საკუთარ ორგანიზმს ვნებთ პირველ რიგში. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ თევზით უმასპინძლდებიან, ეს მიანიშნებს რეალობაში თქვენს დამოკიდებულებას ინტიმურ კავშირში - ანუ "მავრმა თავისი საქმე გააკეთა...". თქვენ ოდნავადაც არ გაღლევებთ რას გრძნობს პარტნიორი ქალი და არც ცდილობთ, რომ მასაც მიანიჭოთ სიამოვნება. თქვენთვის მთავარია - საკუთარი ინსტინქტების დაკმაყოფილება. თუ სიზმარში თევზაობთ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეთ - ეს მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში გეშინიათ საწოლში შერცხვენის. ამ შიშების მიზეზი, შესაძლოა პირველი სექსისას თქენი წარუმატებელი მცდელობა იყოს. ამ შემთხვევაში საკითხს მიუდექით ფილოსოფიურად - ის წარსულში მოხდა და ჩაიარა.
თევზის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ თევზი სუფთა წყალში დაგესიზმრათ – ბედი გულუხვად დაგაჯილდოვებთ. მკვდარი თევზის ნახვა – მწუხარების და დანაკარგის ნიშანია. თუ ცოცხალი თევზი ახალგაზრდა ქალს ესიზმრება – ბედნიერი სიყვარული ელის. თევზაობა და თევზის დაჭერა – სერიოზულ გამოცდებს მოგიწყობთ ცხოვრება, მაგრამ ძლიერი სულიერი მხარის დახმარებით, შეძლებთ მყარად დგომას და მათ გადატანას. თუ წყალში დადიხართ ბადით – შეუპოვრობის დახმარებით მალე წარმატებას მიაღწევთ. თუ თევზჭერას უყურებთ – ენერგიის მოზღვავება გექნებათ და ხელსაყრელ ვითარებას სათქვენოდ გამოიყენებთ. თუ გესიზმრებათ, რომ თევზაობისას ვერაფერი დაიჭირეთ და ხელცარიელი ტოვებთ მდინარეს – ეს მიგანიშნებთ, რომ მოსაწყენი სურვილები გაქვთ. თუ თევზის ბაზარზე მიდიხართ – კეთილდღეობა და სიხარული გელით. თუ თევზსაჭერ ბადეს გაშლილს ხედავთ მთლიან მდგომარეობაში – შენაძენი გექნებათ, თუ ბადე დახეულია, მაშინ გულისწყვეტა გელით. თუ თევზის დასაჭერ რომელიმე მოწყობილობას იღებთ ხელში – სიზმარი მიგანიშნებთ, რომ თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ცხოვრება.
თევზის დასიზმრება, თევზჭერა
ლოფის მიხედვით
ფროიდი თვლიდა, რომ სიზმარში პატარა ზომის თევზები აიხსნება, როგორც მამაკაცის თესლი, საშუალო ზომის თევზები მისი თეორიის მიხედვით ითვლება ბავშვებად, რაც ლოგიკურიცაა, ხოლო ანკესი ფალოსის აღმნიშვნელია. თუ დარვინის თეორიით ვიმსჯელებთ, ზოგადად თევზები სიზმარში დაკავშირებულია ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო გზებისა და საშუალებების ძიებასთან, ისეთი რამის ნახვის სურვილთან, რისი დაფარვაც სხვისი თვალისგან შესაძლებელი იქნება, ან პირველად შიშებთან. აღსანიშნავია ასევე, რომ თევზი შეიძლება აიხსნას, როგორც მოგზაურობისა და ახალ გზაზე დადგომის მიმანიშნებელი სიზმარი. ბოლოს და ბოლოს, თევზი არის ადამიანის მხრიდან საარსებო ლუკმის შოვნის შესაძლებლობის გამომხატველი სიმბოლო.
რატომ გვესიზმრება ზვიგენი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ცურავს — ჩავარდნა საქმეებში; მკვდარი ზვიგენი — დაცვა.
რატომ გვესიზმრება თევზი
ცვეტკოვის მიხედვით
თევზის გასუფთავება — წარუმატებლობა საკუთარი მიზეზით. დამარილებული ან შებოლილი საკვები თევზი — იხ. ქაშაყი;
რატომ გვესიზმრება თევზი
ცვეტკოვის მიხედვით
მვკდარ თევზს თუ ეხებით — ავადმყოფობის ნიშანია; თევზის ჭამა — მოუსვენრობა, საზრუნავი; წყალში ცოცხალი თევზის ნახვა — წარმატება საქმეში, იმედი; თუ ცოცხალ თევზს დაიჭერთ - უდიდესი წარმატების ნიშანია; თუ სხვამ დაიჭირა - ბავშვის დაბადებას ნიშნავს; თუ ქალს ესიზმრება, რომ თევზს იჭერს - მდიდარი მამაკაცის ცოლი გახდება; სიზმარში ბევრი თევზის ნახვა - მოულოდნელად გამდიდრებას და შემოსავლების ზრდას ნიშნავს; თუ მკვდარ თევზს იჭერთ - ფუჭი იმედიებია; ფერადი თევზები - თუ ავამდყოფს ესიზმრება, მალე გამოჯანმრთელდება; თუ ჯანმრთელს ესიზმრება - კამათი ელის; თევზის ნახვა (ქალისთვის) — ფეხმძიმობის ნიშანია; თუ თევს გააჩენს ქალი სიზმარში — საოცარი ბავშვი ეყოლება; თუ გესიზმრებათ, რომ თევზები დაცურავენ სუფთა წყალში — დიდი წარმატება გელით; თუ წყალში ხტიან —ნებისმიერ საქმეში გაგიმართლებთ და წინსვლა გექნებათ; თუ თევზების გროვაზე ზიხართ — ჯანმრთელობა გაგიმყარდებათ.