კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
დისკუსია
person
ადამიანი
იკითხა 14 დღის წინ
tevz gogos romeli zodiaqos nishani sheefereba yvelaze metad? winaswar madlobaa^-^
comment 0 პასუხი
visibility 1114 ნახვა
პასუხი
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 13 დღის წინ
*თევზები - კურო ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება* ზოგადი შეთავსება ამ წყვილის კავშირს მყარი საფუძველი აქვს, რამდენადაც მათ შორის მძაფრი ფიზიკური ლტოლვაც არსებობს, სიყვარულიც, ერთგულებაც და თავდადებაც. მათ ბევრი საერთო აქვთ. ორივეს უყვარს სიმშვიდე, განსაკუთრებით სულიერი. ორივეს უყვარს სიმყუდროვე და კოფორტი, ლამაზი და ძვირფასი ნივთები. მოკლედ, ორივეს უყვარს «ტკბილი ცხოვრება». სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ თევზები — თანდაყოლილი სიზარმაცის მქონეა, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, ხოლო კურო — მშრომელი, თვითორგანიზებული პიროვნებაა. კარგი მატერიალური პირობების შემთხვევაში მათი ქორწინება იქნება შესანიშნავი, თუმცა, ამის პარალელურად კუროს მოუწევს საბანკო ანგარიშის მკაცრად გაკონტროლება. თევზებს ეს კავშირი მოუტანს ხვალინდელ დღეში რწმენას და ერთგულებას — უკეთესი რა უნდა ინატრონ? კუროც ნაკლებად ბრაზდება პარტნიორ თევზებზე, რადგან მისგან იღებს გულახდილ გრძნობებს, სითბოს და სიყვარულს. კუროები, როგორც წესი ბევრს მუშაობენ და რა თქმა უნდა იღლებიან. სწორედ მაშინ სჭირდებათ მათ სიმშვიდე, მოვლა და მზრუნველობა, რასაც თევზებზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. თავის მხრივ, კუროს პრაქტიკული და მშვიდი ნატურა ხელს უწყობს თევზებს გაუმკლავდნენ თავიანთ ცვალებად განწყობას. სიყვარულში კურო ერთგულია, თევზები კი პატივისცემისკენ მიდრეკილი. მიუხედავად იმისა, რომ კუროს თევზები პასიური ეჩვენება, სექსუალურ ურთიერთობაში კარგად ეწყობიან ერთმანეთს. კურო ვნებიანია, თევზები მგრძნობიარე — მათი კავშირი მყარი იქნება.
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია