დათო ზაქარიაძე
უპასუხა
11 დღის წინ
ზოგადი შეთავსება
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანია, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. მათ შორის არსებობს ან ძლიერი მიზიდულობა, ან აშკარა ანტაგონიზმი, თუმცა გულგრილობა არასოდეს. დიდი ხნის მანძილზე ამ წყვილისთვის მნიშვნელოვანია ინტიმური კავშირი, ეროტიკულ-სექსუალური მხარე. მორიელის სიყვარულის ნაპერწკლები და ვნება მომენტალურად აღაგზნებს კუროს. ტემპერამენტით, მესაკუთრეობის თვისებით და ვნებიანობით ძალიან გვანან ერთმანეთს. თუმცა, ამ კავშირში ურთიერთქმედებს ორი ძლიერი მხარე. ამ კავშირის ერთგული თანამგზავრია ეჭვიანობა, რომელიც ყველა ოჯახური დრამის მთავარი სცენარისტი და რეჟისორია. რომანი ვნებიანი იქნება, თუმცა არცერთ პარტნიორს არ ეყოფა მოთმინება კავშირის ხანგრძლივი არსებობისთვის.
სექსუალური შეთავსება
ორივე მხარეს აქვს მიზანი ერთმანეთი დააკმაყოფილონ საწოლში. თუმცა, ბევრი განსხვავებული ნიშან-თვისების გამო, ურთიერთობის აწყობა ძალიან უჭირთ. ამასთანავე, ორვე ეჭვიანი, ჯიუტი და დომინანტობის მოყვარულია. საყვარლების როლში უფრო მოერგებიან ერთმანეთს, წარმატებული ქორწინება ძალიან საეჭვოა.