დისკუსია
person
ირაკლი იორდანიშვილი
იკითხა 29 დღის წინ
გვითხარით რამე ქალწულებზე... როგორები არიან ისინი..
comment 0 პასუხი
visibility 1483 ნახვა
პასუხი
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 29 დღის წინ
საერთო აღწერა ერთი შეხედვით ქალწულები ბევრს ეჩვენება პრობლემებში და საყოფაცხოვრებო წვრილმანებში ჩაფლულად, მაგრამ ეს წარმოდგენა მცდარია. ეს ადამიანები ძალიან ყურადღებიანი არიან და უშიშრად აღნიშნავენ ამ სამყაროს არასრულყოფილებას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც საქმის გამოსწორება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ საშუალოსტატისტიკური ქალწული პატარა პრინცივით ცდილობს მოაწესრიგოს თავისი პლანეტა და თუ ეს შეუძლებელია, მისი კუთვნილი კუთხის მოწყობას მაინც ახერხებს. ქალწულების უმეტესობა ჭკვიანია, აქვთ ლოგიკაც და ინტუიციაც, მაგრამ ხშირად კრიტიკულად არიან განწყობილი სამყაროსა და გარშემო მყოფების მიმართ და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ მკვეთრი შენიშვნები მისცენ, რომლის გამო ხშირად კარგავენ მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს. ქალწულებს აქვთ საკუთარი აზრი ბევრ საკითხზე, მაგრამ მის დაცვას ცდილობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტი ღირსეული და საინტერესოა; სულელი, უჭკუო ოპონენტისთვის რაიმეს მტკიცებას ისინი არ დაიწყებენ. ქალწულების უმრავლესობა შინგანად მომხიბვლელები არიან და თუ მოინდომებენ შეუდარებელნი იქნებიან. ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ჩრდილში ყოფნა. მათ არ უყვართ ყურადღების მიქცევა, ამიტომ მათ ხშირად ბოლომდე ვერ აფასებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მათ ცუდად იცნობს. ჩვეულებრივ ქალწულები ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, მაგრამ ამ მდგომარეობიდან ისინი ადვილად გამოჰყავს ვულგარობას, უხეშობას და სისულელეებს. ამ ყველაფერთან შეჯახებისას ქალწულები თითქოს კარგავენ კოორდინატების ჩვეულ სისტემას; გაცილებით თავშეკავებულები ცდილობენ ამ დროს გაერიდონ გამაღიზიანებელ ობიექტს, ზოგი ხელჩართულ ჩხუბში ერთვება და არ ზოგავენ ძალებს. ქალწულები ძალიან ჭკვინაურად ხარჯავენ ფულს და ცდილობენ არავის მევალე არ იყვნენ. მამაკაც-ქალწულებს დიდი შინაგანი ძალა აქვთ, მაგრამ ამასთან საკუთარ თავს ბედის მორჩილად თვლიან და იშვიათად სჩადიან სასოწარკვეთილ საქციელს. მათ კარგი მეხსიერება აქვთ და სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ძალიან ყურადღებიანი არიან წვრილმანების მიმართ. ქალი-ქალწულები ჩვეულებრივ მორიდებულები და მორცხვები არიან. თუმცა ეს არ არის მათი მთავარი ღირსება. ქალწულებში გვხვდება ქალბატონები, რომელბსაც მძიმე ხასიათი აქვთ, სამაგიეროდ ნათელი გონებით, კარგი გემოვნებით და ვნებიანი სულით გამოირჩევიან.
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 29 დღის წინ
სექსუალობა ახალგაზრდობაში ქალწულები გამოირჩევიან სამყაროზე იდეალისტური შეხედულებით და ეძებენ თავის ერთად-ერთ სიყვარულს, ამიტომ სხვა ნიშნებთან შედარებით დიდხანს რჩებიან ქალიშვილები. მოგვიანებით, როცა აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ, არ ცდილობენ იტრაბახონ მიღწეული გამარჯვებებით და უფრო უმანკოები ჩანან, ვიდრე სინამდვილეში არიან. ქალწულის რჩეული შეიძლება ვერც კი ეჭვობდეს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რამდენადაც ამ ნიშნის ადამიანები ერთის მხრივ არ ცდილობენ ემოციების აშკარად გამოვლენას, ხოლო მეორეს მხრივ პოტენციურ პარტნიორსაც კი კრიტიკულად და სკეპტიკურად აფასებენ. სწორედ ამიტომ ქალწულის სასიყვარულო არქივში გაცილებით მეტი პლატონური გატაცებაა, ვიდრე ვნებიანი რომანები. თუ ასეთი რამ მაინც ხდება, ქალწული ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ის ღრმა განცდებმა შესაძლოა მიიყვანოს ტრაგიკულ დასასრულამდე. სასიყვარულო ურთიერთობებში ჩაბმისას, ქალწული ჩვულებრივ არ ზოგავს ძალას იმაზე, რომ მისი რომანი იყოს შეუდარებელი ყველა მხრივ, მათ შორის ეროტიკული კუთხითაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მას განსაკუთრებით არ აინტერესებს. ქალწულები არ ითმენენ ტყუილს, ყოველთვის გულახდილები არიან პარტნიორის მიმართ და იგივეს ელიან საპასუხოდ. უტაქტობისა და უხეშობისკენ მიდრეკილება რომ არ ჰონოდათ, რაც მძიმე დარტყმას აყენებს პარტნიორს, ქალწულები იქნებოდნენ შეუდარებელი სიყვარულის მასწავლებლები - მათ იციან რა არის ნამდვილი ვნება და არასოდეს აურევენ მას შემთხვევით სიამოვნებასთან.
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 29 დღის წინ
https://horoskopi.ge/v/qalwuli
person
ნიკეა
უპასუხა 1 დღის წინ
idealurebi
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია