Giorgi Baghishvili
უპასუხა
28 დღის წინ
მერწყული - ქალწული ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება * ზოგადი შეთავსება *
ორივე ნიშანი რაციონალურია, აქვთ მაღალი ინტელექტი და სიყვარულს უდგებიან გონივრულად, თუმცა აქ მთავრდება მათი მსგავსება. მერწყულს აქვს თამამი იდეები, რაზეც ქალწულის რეაქცია არის ძალიან თავშეკავებული. სინამდვილეში ორივე თავს არიდებს სიახლოვეს: ქალწული ურთიერთობებში ფრთხილია, ხოლო მერწყული ღრუბლებში დაფრინავს, მას სხვა ადამიანები, საქმეები აინტერესებს, ქალწული კი პირადი მიღწევებით, მომავლის მოწყობით არის დაინტერესებული. ამ წყვილს არათუ ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება, არამედ მეგობრებად ყოფნაც კი არ შეუძლიათ.
* სექსუალური შეთავსება *
მათ შორის ძლიერი სექსუალური ლტოლვა არ არსებობს. ვერც ერთმანეთის აღგზნებას ახერხებენ, მიუხედავად მცდელობისა. ხისტი, პრაქტიკული ქალწული ხშირად აკრიტიკებს მერწყულს, რაც მისთვის მიუღბელია. ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებენ დათმობებზე წასვლით და საერთო ენის გამონახვით. ქორწინება საეჭვოა.