დისკუსია
person
nika gelenidze
იკითხა 22 დღის წინ
mainteresebs yvela kirchxibi ertnairia momentaluri sigije da daufiqrebeli nabijebi sigijisken da isterikuli sicili nebismier momenchi es yvelas chvevia tu gamonaklisia ?
comment 0 პასუხი
visibility 1324 ნახვა
პასუხი
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 20 დღის წინ
შეიყვარეთ კიბო! ეს სასწაული იქნება! კიბოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები (22 ივნისი - 22 ივლისი), ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად სრულად შეესაბამებიან მათ „შაბლონურ“ დახასიათებას. ეს ადამიანები, ყველა ერთნაირად ემოციური, აქტიური, წარმოსახვით მოაზროვნენი არიან, ხოლო მეგობრობასა და სიყვარულში გამოირჩევიან უსაზღვრო ერთგულებით. ახლა ეს ყველაფერი გააერთიანეთ და მიხვდებით, რომ კიბოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის შეყვარება ან მასთან დამეგობრება საუკეთესო გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. ქვემოთ წარმოგიდგებთ კიბოს დამახასიათებელ 10 ნიშან-თვისებას, რომლებიც კიდევ უფრო დაგარწმუნებენ ამაში. 1. კიბო ყოველთვის დაგიცავთ და იზრუნებს თქვენზე სიცოცხლის ბოლომდე. კიბო – იდეალური პარტნიორია ნებისმიერ საქმესა და გუნდში. უკეთესი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთანაც ოჯახის შექმნა შეიძლება, უბრალოდ არ არსებობს. ყველაფერი კი მისი ერთგული და თავდადებული ხასიათის დამსახურებაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მებრძოლები სულაც არ არიან. პირიქით, ისინი აღსავსე არიან დედობრივი ინსტინქტით, ხოლო შეტევაზე გადადიან მაშინ, როცა მათ ოჯახს რაიმე საფრთხე ემუქრება. თქვენ შეგიძლიათ იმეგობროთ, იმუშაოთ, ოჯახი შექმნათ კიბოსთან ერთად. ყველა საკითხში საქმე იდეალურად წავა. ეს ადამიანი არასოდეს გიღალატებთ. ერთადერთი, რაც უნდა გახსოვდეთ კიბოსთან ცხოვრებისას - ეს მისი ეჭვიანობაა, რომლის მასშტაბები შესაძლოა მოულოდნელობაც კი იყოს თქვენთვის. მეორეს მხრივ, ეს ცუდი არც არის. კიბო მესაკუთრეა და ყოველთვის ცდილობს დაიცვას ის, რაც მას ეკუთვნის. 2. კიბო ყველაფერს სიყვარულითა და სრული ვნებით აკეთბს კიბო – ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. რასაც ხელს კიდებს გასაკეთებლად, ყველაფერი გააზრებული აქვს გულითაც და გონებითაც. სოწრედ ამიტომ არიან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ასეთი ნაზები, შესანიშნავი პარტნიორები და განუმეორებელი საყვარლები. კიბოსთვის სექსშიც კი თქვენი სურვილები უფრო მნიშნველოვანია, ვიდრე თავისი. 3. კიბო — ზოდიაქოს ყველაზე “მეოცნებე” ნიშანია როცა საუბარია კიბოზე, მის მოსიყვარულე ხასიათს უნდა დაუმატოთ მისი წარმოსახვის უსაზღვრო უნარი და მიხვდებით, რომ მას შეუძლია ნებისმიერი მისი პარტნიორის ცხოვრება ნამდვილ ზღაპრად აქციოს. ჩვეულებრივი უფერული ცხოვრებით კმაყოფილი კიბო არასოდეს იქნება და ყოველთვის დაგანახებთ ზღაპრული ცხოვრების მისეულ ვერსიას. ის ყოველთვის ეცდება გამოგიყვანოთ კომფორტის ზონიდან. ეს კი ის მომენტია, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. 4. თანაგრძნობის უდიდესი თვისების გამო, კიბო საუკეთესო მეგობარი, საყვარელი და თანამებრძოლია თუ თქვენ რჩევა გჭირდებათ, მიმართეთ კიბოს. შესაძლოა მან სულაც არ გითხრათ ის, რასაც მისგან მოელოდით, მაგრამ სწორ რჩევას ნამდვილად მოგცემთ ყურადღებით მოსმენისა და საკითხის არსში ჩაწვდომის შემდეგ. კიბოს ადაპტაციის, მოსმენის, სხვისი მოსაზრების გაგების უდიდესი უნარი აქვს. ის ძალიან ბრძენია. ღრმა ინტუიციის წყალობით კიბო საუკეთესო მრჩეველია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გულახდილები და მზრუნველები არიან. ნებისმიერ ადგილას, სადაც ისინი გაჩნდებიან, თან მიაქვთ მშვიდი და კომფორტული აურა. იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პირად ურთიერთბებში, უკვე ზედმეტია... კიბო – ეს არის პარტნიორი, რომელსაც შეგიძლიათ სრულიად ენდოთ და რომელთან ურთიერთობაშიც შეგიძლიათ იყოთ გულახდილი და გახსნილი. 5. კიბო — ძალიან ამტანი და მდგრადი პიროვნებაა “თუ ამის მიღწევა ან მოპოვება ადვილია, ესეიგი ამად არ ღირს”, – ასე ფიქრობს კიბო. მან იცის, რომ მთელი ცხოვრება საჭიროა ბრძოლა და არაფერი არც ხდება და არც ეძლევა ვინმეს უბრალოდ. სწორედ ამიტომ, კიბო არ გამოდის წყობიდან და არ ნერვიულობს წვრილმანების გამო, და ზოგადად, კიბო არ ჰგავს ზოდიაქოს ზოგიერთ სხვა ფსიქოლოგიურად მსხვრევად ნიშნებს. თუკი კიბოს გზად შეხვდება რაიმე რთული ან გაურკვეველი, ეს ხდება მამოტივირებელი იმისათვის, რომ კიდევ უფრო სწრაფად იმოძრაოს წინ. კიბომ იცის, რომ უბრალოდ საჭროა უკეთესად შეასრულოს თავისი საქმე. 6. კიბოს ადაპტაციის უდიდესი უნარი აქვს კიბოს შეუძლია ფეხდაფეხ მიყვეს პარტნიორს და ადაპტირდეს ნებისმიერი სახის ახალ გარემო-პირობებში. მას შეუძლია ოჯახს მიხედოს, ან პირიქით, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და გუძღვეს ოჯახს. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ კიბოს პირად სივრცეს, თავისუფლების და დამოუკიდებლობის გრძნობას არ უნდა შეეხოთ. ამას ნამდვილად ვერ აიტანს. სწრაფი ადაპტაციისა და ცვლილებებისადმი მოქნილობის ქონის უნარი, არ მოგცემთ საშუალებას, რომ კიბოსთან თანაცხოვრება ოჯახურ რუტინად გექცეთ. სტრესი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რუტინა ნამდვილად გამორიცხულია. 7. კიბო გახსნილია კიბო - ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აზროვნება, სტერეოტიპების მიუხედავად. ის ყოველთვის სრული მზაობით ხვდება ნებისმიერ სიახლეს და ემიჯნება სხვა ადამიანების განსჯას. კიბო თვლის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და ნაკლი. სწორედ ამაში მდგომარეობს კიბოს მომხიბვლელობის საიდუმლო და მიზეზი, რის გამოც ის ყველას უყვარს. 8. კიბო სულიერად თავისუფალია მთელი ცხოვრება კიბო მიუყვება გზას საკუთარი შინაგანი ხმის რითმში მაშინ, როცა ადამიანების უმრავლესობა ბრმად მისდევს ბრბოს. კიბომ იცის, რომ მისი გზა, ეს არ არის უმრავლესობის გზა. ის არ ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას, ზოგჯერ გაურბის კიდეც ამას. კიბო შეკითხვებზე პირდაპირ და გულახდილად პასუხობს. მასთან ურთიერთობაში ადამიანი ყოველთვის სიამოვნებას და სიმარტივეს გრძნობს, რადგან ყველა ზემოთ ნახსენებ თვისებასთან ერთად, კიბოს შეუძლია იყოს უზრუნველ-უდარდელიც და შინაგანი კომფორტით დაკმაყოფილდეს. 9. კიბო არასოდეს შეწყვეტს თქვენს გაოცებას კიბო სავსეა სურპრიზებით და გამოცანებით. გარშემომყოფებს მუდმივად უჩნდებათ სურვილი მასზე უფრო მეტი გაიგონ და ჩაწვდნენ მის გონება-განწყობას. სურპრიზები, რომლებსაც კიბო გაგიკეთებთ, ყოველთვის სასიამოვნო იქნება. ასე რომ, არ შეგეშინდეთ. კიბო იმპორვიზაციის ოსატატია. მას შეუძლია საჩუქრების კეთბა და სიამოვნოების მონიჭება დაუსრულებლად. 10. კიბოს არ უყვარს კამათი და უსიამოვნებები კამათში კიბო ნამდვილი ოსტატია. ის მომენტი, თუ როგორ მიყავს მას დაძაბული საუბარი, წარმოაჩენს მის არაკონფლიქტურ ხასიათს. სიმშვიდისა და მომგრიგებლური ტონის შენარჩუნება კიბოს შეუძლია ნებისმიერი სირთულის დაძაბულობის დროსაც კი. კიბოს ძალიან არ უყვარს, როცა მის ახლობლებს შორის დაძაბულობა და კამათია. იმ თვისების გამო, რომ კიბოს შეუძლია საკითხის ყველა კუთხით განხილვა, საშუალებას აძლევს მას იყოს საუკეთესო არბიტრი და მომრიგებელი.
person
დათო მალაყმაძე
უპასუხა 8 დღის წინ
გამონაკლისიც არსებობს 100 000 000-ში 10
person
Dali mari
უპასუხა 2 დღის წინ
დაქალი მყავს რომესაც დარდი არ გააჩნია სულ კარგ ხასიათზე ზედ რო ვინმე დააკლა მაინც და რავი მგონი ხო ერთნაირები ხართ ყველა 😂😂😂😂😂😂😂😂 მაგრად კი გაკლიათ ისე 😂💜
person
ჯოგლიᲫე ლევან
უპასუხა 18 დღის წინ
მოკლედ მᲗვარეს უნდა ზდიო კირᲩხიბი რომ გაიგო სადაა მაᲨინ როცა კივის... მᲗვარის ცვალებადობა მოქმედებს კირᲩხიბზე
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია