კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
დისკუსია
person
მარიამ კვირიტიძე
იკითხა 23 დღის წინ
მოკლედ, გამარჯობა.კუროსა და ტყუპების ურთიერთობაზე რამეს ხო ვერ მეტყოდით?ძალიან მომწონს ტყუპი ბიჭი,ანალოგიურად მასაც. ბევრს ვცდილობთ მაგრამ ვერ ვუგებთ ერთმანეთსსს😑😑 თქვენც ესეხართ?
comment 0 პასუხი
visibility 1066 ნახვა
პასუხი
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 22 დღის წინ
ზოგადი შეთავსება მიუხედავად ერთმანეთის მიმართ არსებული ძლიერი მიზიდულობისა, მათ ქორწინებას არსებობა არ უწერია და წარუმატებელი იქნება უკვე იმის გამო, რომ ტყუპები, როგორც წესი, იშვიათად არიან სახლში, ხოლო კუროები ამ დროს ეჭვიანობენ და ბრაზობენ. ზოდიაქოს ეს ნიშნები სრულიად განსხვებული არიან. კურო ფლეგმატურია, ეწინააღმდეგება ცვლილებებს. ტყუპები ქარაფშუტები და მოუსვენრები არიან. თუმცა, გასაოცარი ის არის, რომ სწორედ ამ განსხვებული თვისებების გამო ინტერესდებიან ერთმანეთით - თუმცა ძალიან ხანმოკლე დროით. ტყუპებს იზიდავს კუროს ვნებიანობა, სტაბილურობისა და საიმედოობის მაძიებელი კურო იტანჯება ტყუპების მუდმივი ცვალებადობთ. კურო ძალიან დამოკიდებულია საკუთარ ჩვევებზე, რაც ხელს უშლის ურთიერთობა დაალაგოს მუდმივად სტიმულის მაძიებელ ტყუპებთან. საბოლოოდ კუროს მოთხოვნები აუტანელი ხდება ტყუპებისთვის, რომლებსაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნიათ. მუდმივი კამათი და ჩხუბი, მუდმივი სტუმრიანობა ოჯახში, ხშირი გაურკვევლობა — ყველაფერი ეს იწვევს ურთიერთობების გაფუჭებას და ოჯახის დანგრევას.
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 22 დღის წინ
სექსუალური შეთავსება - გაორებული, მოღალატე, მრავალსახიანი ტყუპები, სრულიად ეწინააღმდეგებიან კუროს სტაბილურ ნატურას. კუროს თავშეკავებულობა აინტრიგებს და ინტერესში აგდებს ტყუპებს, მაგრამ, ამავდროულად აღიზიანებს მისი შენელებული რეაქცია და გაწელილი ეროტიკული ალერსი. უღიმღამო კავშირია და ქორწინებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
person
Nini Menabdishvili
უპასუხა 21 დღის წინ
ნუ ჩემიაზრით ვერგაუგებთ რადგან კურო შედარებით ჩაკეტილი და ერთგული ნიშანია ხოლო ტყუპები შედარებით ცანცარა და რატომღაც არხიბლავთ კუროოებსს (თხისრქა)
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია