person
Tamar Tako
იკითხა 5 დღის წინ
გამარჯობა.შეგიძლიათ ამიხსნათ სიზმარი? დღეს 17 აგვისტოს ვნახე სიზმარი. ვითომ ქუჩაში მივსეირნობდი და კლასელის დედას ვურეკავდი ტელეფონზე. ამ დროს ავტობუსიდან დამინახა იმ ქალმა და ხელი დამიქნია. 😂 მერე დავურეკე და რომ აიღო, დავიბენი და გავუთიშე. ამ სეირნობაში მივადექი ერთ დიდ შენობას. ჩუმად ვუსმენდი კლასელების საუბარს, რომ სპექტაკლის დადგმას აპირებდნენ(ჯერ არ ვიცი,რომ კლასელები ლაპარაკობენ), მერე შევედი და მორიდებით ვკითხე, რომ ჩემს 13 წლის ბიძაშვილს სურდა თეატრალურ წრეზე შემოსვლა და გვიანი ხომ არ იქნებოდა. (მოვატყუე, მერიდებოდა პირდაპირ ჩემს თავზე რომ მეთქვა)😂😂😂 მერე მეც შემომთავაზეს მონაწილეობა და დავიწყეთ ცეკვის დადგმა. გოგოები ვცეკვავდით ტანგოს და ამ დროს მასწავლებელი შემოვიდა, გაემზადეთ უნდა დაესწრნენ თქვენს რეპეტიციასო. ოღონდ ვისზე თქვა არ ვიცი. მერე გამახსენდა რომ სახლში ვაგვიანებდი. დავემშვიდობე და დავბრუნდი სახლში.
comment
0 პასუხი
visibility
777 ნახვა
პასუხი