კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
დისკუსია
person
gvantsa
იკითხა 29 დღის წინ
სასწორი გოგოს და კურო ბიჭის ურთიერთობა როგორია, რამდენად აქვთ საერთო მომავალი? მადლობა
comment 0 პასუხი
visibility 895 ნახვა
პასუხი
person
saba adamia
უპასუხა 16 დღის წინ
კურო სასწორში ხედავს თბილ, საიმედო პარტნიორს. სასწორები დაბადებულები არიან იმისათვის, რომ მოხიბლონ და გრძნობები გაუღვივონ საპირისპირო სქესს. ორივე ნიშანს მართავს ვენერა, თუმცა მათი მგრძნობელობა გამოიხატება სხვადასხვაგვარად. დიდი მსგავსებისა და ბევრი საერთო ინტერესის მიუხედავად, ხანგრძლივი ქორწინება მათ შორის წარმოუდგენელია სრულიად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული პრინციპების ქონის გამო. დროთა განმავლობაში, სასწორის გაუფრთხილებლობა და სიყვარულისადმი ზედაპირული დამოკიდებულება კუროს აღიზიანებს, ხოლო სასწორებს არ მოსწონთ კუროს მესაკუთრეობა. ამ ნიშნების რომანტიული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება. სექსუალური შეთავსება თითქმის ერთნაირი ტემპერამენტის და სექსისადმი დამოკიდებულების მქონე ამ ორ ნიშანს შორის კავშირი საკმაოდ წარმატებული იქნება. კურო წამყვან როლს შეითავსებს, ხოლო სასწორი ემოციებითა და ვნებებით შეავსებს საძინებელს. საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის აგება შეუძლიათ.
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია