ერთერთი საუკეთესო დღეა ამ თვეში იმისათვის, რომ სალონში ვიზიტი დაგეგმოთ. განსაკუთრებით ეფექტური დღე იქნება მათთვის, ვისი თმაც ნელა იზრდება, რადგან დღევანდელი პროცედურები ამ პროცესს დააჩქარებს. ვისაც დაზიანებული თმა აქვს, ვარსკვლავები მათთვის ვერაფერ დამამშვიდებელს ვერ ამბობენ, რაგდან თმაზე ზემოქმედება ამ მხრივ რაიმე პოზიტიური შედეგის მომტანი არ იქნება. იმიჯის შეცვლა დადებითად აისახება პირად და კარიერულ ცხოვრებაზე. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ შეღებვისას და გამოიყენოთ მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თმა დაიწვას. ამ დღეს, ყველაზე წარმატებული იქნება თმის ძირების გამაგრებისთვის განკუთვნილი პროცედურის ჩატარება.