კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ვენერა ჰოროსკოპში

ვენერა ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

ვენერა მართავს კუროს და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებს

ვენერას დევიზი: „მიყვარხარ!“. ძველი დროიდან ვენერას უწოდებდნენ სიყვარულის სილამაზის პლანეტას, თუმცა ასტროლოგები ამტკიცებენ: სინამდვილეში მისი გავლენა ვრცელდება უფრო ფართოდ. ვენერა- ადამიანების გრძნობების და მოტივაციის პლანეტაა მისი გამოვლინების სრულ კაშკაშა მრავაფეროვნებაში. ვენერა ჰოროსკოპში პასუხს აგებს მგრძნობელობაზე, გრძნობებზე, სილამაზეზე, მომხიბვლელობაზე, დახვეწილობაზე, შინაგან ჰარმონიაზე, და რათქმა უნდა სიყვარულზე. სიყვარული თავისი თავის მიმართ, გარშემომყოფი ადამიანების და მთელი სამყაროს მიმართ.

მაცდური ვენერასთვის ცნობილია ყველაფერი სიამოვნებისა და დატკბობის შესახებ, იქნება ეს დატკბობა ნამცხვრით თუ ურთიერთობით საყვარელ ადამიანთან. რომანტიკა მისი საქმეა. ადამიანის ჰოროსკოპში პლანეტა ვენერას შემოაქვს ისეთი თვისებები, როგორიცაა სინაზე, მგრძნობელობა, ურთიერთგაგებისკენ სწრაფვა, ზრუნვა, ურთიერთობების დალაგების უნარი. ადამიანი ვენერას გავლენის ქვეშ, როგორც მზე, ავრცელებს თავის ირგვლივ ჰარმონიის და ბედნიერების სხივებს, რომლისკენაც მიისწრაფვიან გარშემომყოფები.

რომანტიული სიყვარულის გარდა, ვენერა პასუხს აგებს ნებისმიერ სხვა ურთიერთობაზე, კონტაქტსა და კავშირზე. ნათესაური ურთიერთობები, მეგობრობა, სასარგებლო და უსარგებლო გაცნობები, საქმიანი კონტაქტები- ყველაფერ ამაზე ვენერა აგებს პასუხს, შემოაქვს რა ადამიანის ჰოროსკოპში თავის ირგვლი საკუთარი პირადი სოციალური ქსელის მსუბუქად და ძალდაუტანებელი აშენების თანდაყოლილი უნარი. და ამაში არაფერია გასაკვირი: სწროედ სიყვარული ქალღმერთი ვენერა ასწავლის იმას, თუ როგორ მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება- შორელის და ახლობლის. ტყუილა კი არაა, როგორც თქვა ბრძენმა, რომ ყველაზე დიდი დედამიწაზე- ეს ადამიანრი ურთიერთობის ფუფუნებაა.

თუმცა, სიყვარული ჩვეულებრივი, მიწიერი ფუფუნების მიმართ ასევე არაა უცხო ლამაზმანი ვენერასთვის. სიამოვნება გემრიელი საჭმლისგან, ძვირფასი მანქანისგან, მოხერხებული ავეჯისგან ან მყუდრო სახლისგან ასევე ეკუთვნის მგრძნობიარე სფეროს, ამიტომაც ადამიანის ხასიათში ვენერას გავლენით გარდაუვლად გამოვლინდება სიყვარული და კარგი ნივთების დაფასების უნარი.

სილამაზე, მშვენიერის დანახვის და დაფასების უნარი, ასევე მჭიდროს არის დაკავშირებული ვენერასთან. ადამიანის ჰოროსკოპში ვენერას შემოაქვს ესთეტიკის ნიჭი- ხელოვნების სათუთად გრძნობის და სიყვარულის უნარი. მისი გავლენის ქვეშ ადამიანები მიდრეკილი არიან გაანებივრონ თავისი გრძნობის ორგანოები: დატკბნენ დიდი ოსტატების ტილოებით, მოუსმინონ ლამაზ მუსიკას, შეისუნთქონ სათუთი სურნელი.. და რა ტქმა უნდა, სწორედ ამ პლანეტის გავლენის წყალობით, რომელიც დაარქვეს სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთის საპატივცემულოდ, ადამიანები ჩანან მიმზიდველი და სასურველი ერთმანეთისთვის.

კულტურის, დახვეწილობის და მომხიბვლელობის პლანეტა, ურთიერთგაგების და სილამაზის პლანეტა. და ბოლოს, სიყვარულის პლანეტა,- ვენერა მის საუკეთესო გამოვლინებაში არის ნამდვილი ბრილინატი ჰოროსკოპის გვირგვინში.

ვენერას გავლენა კუროს ჰოროსკოპზე

ვენერა- მმართველი პლანეტაა კუროსა და სასწორისთვის. კუროს ჰოროსკოპზე მისი გავლენის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია სილამაზისკენ, ცხოვრების სიკეთეებისა და ხელსაყრელობისკენ სწრაფვა. სწორედ ვენერის წყალობით ფული თამაშობს კუროს ცხოვრებაში დიდ როლს, თუმცა არა თავისთავად, არამედ როგორ თავისი ცხოვრების მაქსიმალურად კომფორტულად გახდომის საშუალება. რთული არ დაეთანხმო იმას, რომ მანქანების საუკეთესო მარკები- ძვირფასი მანქანები, ხოლო ქურქი ვერ შეედრება თბილ პალტოს. და დასვენებაც კანარებზე იგებს ბებოს აგარაკთან შედარებით.

თუმცა, არა მხოლოდ მატერიალური სიკეთეები შედის კომფორტის ზონის გაგებაში კუროსთვის. სხეული კომფორტის გარდა, ვენერის გავლენის ქვეშ ის მიისწრაფვის ყველა თავისი გრძნობის ორგანოს კომფორტისკენ, უყვარს გემრიელად ჭამა, და ხელოვნების სათუთი დამფასებელია. მაგრამ ყველაზე მთავარია კუროსთვის- სულის კომფორტი. ის იძენს მას ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც უყვარს.

ვენერას გავლენა სასწორის ჰოროსკოპზე

სასწორის ხასიათში მათ მმართველ პლანეტა ვენერას შემოაქვს შინაგანი ჰარმონია და ადამიანების გულის კეთილგანწყობის მოპოვების უნარი. კომუნიკაბელურობა, კეთილგანწყობა, თავის ირგვლივ სიმყუდროვის შექმნისკენ სწრაფვა, სიყვარულის უნარი, მშვენიერისკენ ლტოლვა და და შემოქმედების ნიჭი- ამ ფასდაუდებელი თვისებების ნაკრებისთვის სასწორმა მადლობა უნდა უთხრას ვენერას მათ ჰოროსკოპში. და რა თქმა უნდა, სიყვარულის პლანეტა აჯილდოებს მისი ფრთის ქვეშ მყოფ ადამიანებს ჯადოსნური მიმზიდველობით საპირისპირო სქესისთვის.

ვენერას პოზიტიური გამოვლინება ხასიათზე და ბედზე:

ჰარმონიისკენ სწრაფვა, ურთიერთობების დალაგების უნარი, მგრძნობელობა და მგრძნობიარობა, სიყვარული, სინაზე, მიბმულობა, ხიბლი, სიამოვნების მიღების და მინიჭების უნარი.

ზოდიაქოს ნიშნებში, რომლებშიც ვენერა არის მმართველი პლანეტა ( კურო და სასწორი), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ნათლად. სხვა ნიშნების ადამიანების ჰოროსკოპში ვენერას და სხვა პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მატი დაბადების მომენტში.

ვენერას სუსტი მხარეები

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ძლიერი მხარეების უკანა მხარეა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ გარემოებისას. ნაზი ვენერასთვის ეს შეიძლება იყოს ზემდეტი სენტიმენტალობა, პასიურობა, პატივმოყვარეობა, სიმდიდრისკენ სწრაფვა, ზოგჯერ- ზედმეტი სიმსუბუქე, თავშეუკავებლობა სიამოვნებებში.

ვენერას მოქცევის პერიოდი

ვენერა- მზიდან მეორე პლანეტაა მზის სისტემაში. მას სჭირდება სულ 224 დღე, რომ შეასრულს კოსმოსური დეფილე ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის გავლით.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ
ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
6 ზოდიაქოს ნიშნისთვის 2021 წელი ყველაზე ბედნიერი იქნება: ვინ მოხვდა სამყაროს თეთრ სიაში
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
ჰოროსკოპის ყველაზე სკანდალური ქალი
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც თავის პარტნიორს ზედმეტად ძლიერ მიეჯაჭვებიან
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს გატკენენ