ბლოგი

ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით

ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით

ფეისბუქზე გაზიარება

ისინი ნებისმიერ ცხოვრებისეულ ქარიშხალს წინ აღუდგებიან!

ოდესმე შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც იდეალური პარტნიორი გეჩვენებოდათ, მაგრამ... რამდენიმე ბედნიერი კვირის შემდეგ ურთიერთობები კოშმარად იქცა? ყველაფერი ფეიერვერკებით, ტკბილი კოცნებით, ხანგრძლივი სატელეფონო საუბრებით და კეკლუცი სმს-ებით იწყებოდა. ერთმანეთს თვალებში უყურებდით, ოცნებებს უზიარებდით,  პირად სატკივარზე საუბრობდით.. თქვენ გვერდით ხომ სწორედ ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელსაც ასე დიდხანს ელოდით.

გავიდა ცოტა ხანი ( დღეები, კვირები ან რამდენიმე თვეც), და ყველაფერი შეიცვალა. წარმოიშვა ისეთი რაღაცები, რისი მოთმენაც ჯერჯერობით შეგეძლოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი ჩახლართული, რთული, აუტანელი გახდა, და ფიქრობთ: რატომ მეგონა, რომ ეს ადამიანი იდეალურად შემესაბამებოდა?

ნაწილობრივ, ამ კითხვას ასტროლოგია პასუხობს: ზოდიაქოს ნიშნების გარკვეული კომბინაციები საბედისწეროა: თავდაპირველად, ურთიერთობები შესანიშნავი გეჩვენებათ, მაგრამ მალევე ინგრევა, და გულგატეხილს გტოვებთ.

გსურთ, თავიდან აიცილოთ ცხოვრებაში მსგავსი დრამა ? მოგიყვებით ნიშნების ყველაზე ძლიერი კომბინაციების შესახებ, რომელთა სასიყვარულო ისტორიებიც, როგორც წესი, ძალიან დიდხანს გრძელდება.

კურო და ქალწული

ამ ორი ნიშნის წარმომადგენლები წყვილში კონფლიქტებს თავს არიდებენ, ყოველთვის ინარჩუნებენ სიმშვიდეს ურთიერთობებში.

კუროს და ქალწულის ურთიერთობები , პირველ რიგში, სიყვარულზე, ლოგიკასა და ორგანიზებულობაზეა დაფუძნებული.

მშვილდოსანი და ვერძი

მშვილდოსნის და ვერძის ურთიერთობები ღრმა ემოციური კავშირით გამოირჩევა.

ბობოქარი ხასიათის გამო, ამ ორი ნიშნის კავშირი რთულია, მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ურთიერთობები მშვენივრად მუშაობს. მშვილდოსანიც, და ვერძიც რუტინას გაურბიან და ერთად უფრო მხიარულად არიან.

კირჩხიბი და თევზები

ეს ერთ-ერთი ისეთი ფანტასტიური წყვილია, რომელსაც ერთმანეთის ერთი გამოხედვით ესმის. ისინი ერთი მთლიანი არიან, ერთმანეთის მიმართ მგრძნობიარე და ყურადღებიანი. ერთად არიან ჭირსა და ლხინში.

უდავოდ, მათი ურთიერთობები ღრმა ემოციური კავშირით ხასიათდება.

სასწორი და კირჩხიბი

ისინი ერთმანეთს თითქმის ყველა დონეზე ავსებენ, და მათ ორმხრივ ზრუნვას საზღვარი არ აქვს. ამ ზოდიაქოს ნიშნების ურთიერთობები  „მონათესავე სულების“ ურთიერთობებს ყველაზე მეტად ჰგავს.

მორიელი და სასწორი

მორიელის და სასწორის კავშირი ღრმა ემოციური კავშირით გამოირჩევა. მათი ორმხრივი ვნება და ერთმანეთის ერთგულება ამ წყვილს განუშორებელს ხდის. ამას გარდა, ინტიმური კუთხით, ისინი ერთმანეთს იდეალურად უხდებიან.

ტყუპები და მერწყული

ტყუპები და მერწყული იმ ნიშნებს ეკუთვნიან, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. იმის მიუხედავადაც, რომ მათ ზოგჯერ ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ ამა თუ იმ საკითხზე, მათ იციან, როგორ შთააგონონ ერთმანეთი და მოტივაცია მისცენ.

ერთი პარტნიორის სუსტი მხარეები ყოველთვის მეორის ძლიერი მხარეებით ანაზღაურდება. ერთად, ისინი ნებისმიერ ქარიშხალს წინ აღუდგებიან.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
ლომისთვის საუკეთესო საჩუქრები
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყოველთვის პირველ ნაბიჯს გადადგამენ, თუ მათ ვინმე მოეწონათ
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
ცოტა რამ ტიპიურ ვერძებზე
სწორი კვება და დიეტა
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
საიდან მოდის გენია? - ზოდიაქოს ყველაზე ნიჭიერი ნიშნები
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?
7 ჭეშმარიტება, რომლებიც ურთიერთობებში უნდა გახსოვდეთ