ბლოგი

იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ერთი და იმავე სახლში ზოგი ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგი კი პირიქით. ამიტომ, საცხოვრებლის არჩევისას, მოუსმინეთ ვარსკვლავების რჩევებს.

 

ვერძი

 

მათთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს სახლის კომფორტს და სიმყუდროვეს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი სივრცეა, სადაც არავინ შეაწუხებთ. ეს შეიძლება იყოს ძალიან პატარა ადგილი მისაღები ოთახში ან დიდი საძინებელი - არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ამ სივრცეზე წვდომა არავის ჰქონდეს პრესტიჟულ უბანში პატარა ბინასა და გარეუბანში მდებარე ფართო აპარტამენტებს შორის, ვერძი სავარაუდოდ ამ უკანასკნელს აირჩევს. სასურველია, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის საცხოვრებელი არ იყოს ქვედა სართულებზე, რადგან ვერძი ამჯობინებს სამყაროს სიმაღლიდან უყუროს.

 

კურო

 

კუროს უყვარს დედამიწასთან რაც შეიძლება ახლოს ცხოვრება, სადაც ყველაფერი გამწვანებულია, სადაც სუფთა ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა შეუძლია. ამიტომ, თუ შესაძლებლობა იქნება, სიამოვნებით გადავა ქალაქგარეთ. სახლი კუროს უფრო კომფორტულად ეჩვენება, თუ მასში ბევრი ოთახის მცენარეა, ამიტომ მის სახლში ამ დეკორაციებს ნახავთ დაწყებული სამზარეულოდან და დამთავრებული აბაზანით. ის ცდილობს საკუთარი სახლი არა მხოლოდ ლამაზად, არამედ ფუნქციურად აღჭურვოს. ყიდულობს ბრენდირებულ, საუკეთესო ხარისხის ნივთებს, რაც მას მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.

 

ტყუპები

 

ტყუპების სახლში ყოველთვის ბევრი ჰაერი და სინათლეა. კედლების, ავეჯისა და ხალიჩებისთვის ისინი ირჩევენ პასტელურ ფერებს, მაგრამ ამავე დროს უყვარს სხვადასხვა აქსესუარები ნათელი კომბინაციებით. ტყუპები ხშირად ცხოვრობს ორ სახლში. მაგალითად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები იძულებულნი არიან დროის ნაწილი გაატარონ მშობლების სახლში, ნაწილი კი საკუთარ სახლში, ოჯახთან ერთად. მუდმივი საცხოვრებლად ისინი ჩვეულებრივ ირჩევენ ტერიტორიას, სადაც გართობის ნაკლებობა არ არის, რათა ნებისმიერ დროს შეეძლოთ მეგობრებთან ერთად დროის გატარება.

 

კირჩხიბი

 

კირჩხიბს ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის ყველაზე დიდი სახლი აქვს. დროის უმეტეს ნაწილსაც სწორედ სახლში ატარებს, ამიტომ საცხოვრებლად მისთვის აუცილებელია კომფორტი და სიმყუდროვე. კირჩხიბი ყოველთვის გარშემორტყმულია ისეთი საგნებით, რომლებთანაც სასიამოვნო მოგონებები ასოცირდება. ამიტომ, მის სახლში უამრავი ძველი ფოტო და სუვენირია. დიდი სახლი კირჩხიბებისთვის ასოცირდება სიცარიელესა და სიცივესთან, ამიტომ, როცა არჩევენი დგება, ის უპირატესობას ანიჭებს პატარა მყუდრო კუთხეს, სადაც იქნება კომფორტული დივანი, დასასვენებელი სკამი, წიგნების კარადა და ლამაზი ლანგარი უგემრიელესი ნამცხვრებით. ინტერიერში კირჩხიბი უპირატესობას ანიჭებს თბილ და პასტელურ ფერებს.

 

ლომი

 

ლომი ყოველთვის აირჩევს საუკეთესოს და ყველაზე ძვირს, რაც თვალსაჩინოს გახდის მის სიმდიდრესა და პრესტიჟს შემატებს. ლომი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, ხშირად მისი სახლი ხდება მეგობრული შეკრებების კლუბი, ხშირად ხვდებიან როგორც ნათესავები, ასევე მეგობრები და გავლენიანი და მდიდარი ნაცნობები. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების სახლი ან ბინა აუცილებლად უნდა იყოს დიდი და მდებარეობდეს პრესტიჟულ უბანში. ინტერიერში აუცილებლად უნდა იყოს ძვირადღირებული ხის ავეჯი (განსაკუთრებით ანტიკვარული) და მასში ოქროსა და ბრინჯაოს დანამატები: შანდლები, ლარნაკები და სხვადასხვა ფიგურები. რაც უფრო დიდი ზომის ინქნება ეს დეტალები, მით უკეთესი.

 

ქალწული

 

ქალწულს უყვარს ეკოლოგიური მასალები: ხე, ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილები, ქვის ნაწარმი - ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაში. ქალწულისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სილამაზე და კომფორტი, არამედ უპირველეს ყოვლისა ფუნქციონალურობაც. აქედან გამომდინარე, მისთვის მოსახერხებელია კარადები, სადაც ბევრი თარო და უჯრაა ყველა საჭირო ნივთის მოსათავსებლად. რა თქმა უნდა, ქალწულისთვის უსაყვარლესი ნაწილია ტექნიკური სიახლეები - ქალწული ყოველთვის ცდილობს, რომ ის სახლში ჰქონდეს "ჭკვიანი" სარეცხი მანქანა, თანამედროვე ტელევიზორი და შეძლებისდაგვარად ყველა სხვა ბოლო თაობის გაჯეტი.

 

სასწორი

 

სასწორებისთვის იდეალურია საშუალო ზომის ბინა ან სახლი, რომელსაც დიდი გემოვნებით აღჭურვავენ. ის ყოველთვის ლამაზი, ფუფუნების საგნებით სავსეა და ხშირად მუზეუმს მოგაგონებთ. გასაოცარი კი ისაა, რომ ყველა ელემენტი იდეალურად ემთხვევა როგორც სტილში, ასევე ფერში. თუ სასწორს აჩუქებენ ნივთს, თუნდაც ძვირს და ელეგანტურს, მაგრამ მის ინტერიერში არ ჯდება, ეს ნივთი სასწორის სახლში ადგილს ვერ იპოვის. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის სახლის მოწყობას დიდი დრო სჭირდება და ეს პროცეზი ზოგჯერ წლობით ჭიანურდება. მაგრამ მათ მშვენივრად იციან რა უნდათ და შეუძლიათ მოთმინებით, ეტაპობრივად განახორციელოს საკუთარი სურვილები.

 

მორიელი

 

თუ მორიელი ყიდულობს სახლს, ის ირჩევს ადგილს მდინარის ან ტბის ახლოს. მორიელს უყვარს მარტო დასვენება, საკუთარ სახლს თავშესაფარად აღიქვამს და არ სურს მასში უცხოების შეშვება. თავს კარგად გრძნობს პატარა ოთახებში, სადაც გარშემორტყმულია საყვარელი ნივთებით. სახლის ინტერიერში დომინირებს აქტიური ფერები, მაგრამ ხშირად ავეჯი შეიძლება იყოს სრულიად თეთრი. მორიელი მინიმალისტია და ბედნიერებისთვის ცოტა სჭირდება. მის სახლში შესაძლებელია ისეთი საგნების ნახვა, რომლებიც აუცილებელია, დანარჩენი უბრალოდ ხელს უშლის და არც აჩერებს.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსანს უყვარს დიდი ფართობის ბინები და სახლები, ბოლო სართულები ცათამბჯენებში, სადაც არავინ და არაფერი უშლის ხელს თავისუფლად გადაადგილებაში. რაც უფრო მეტი ოთახია მის ბინაში, მით უკეთესი. საცხოვრებელს მშვილდოსანი მაქსიმალურად ითვისებს, ერთში აწყობს უზარმაზარ საძინებელს, მეორეში - კაბინეტს დიდი მაგიდით და წიგნების თაროებით მთელ კედელზე, მესამეში სტუმრების მისაღებს. მშვილდოსანს მიაჩნია, რომ სახლი მას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით. ამიტომ არის პერიოდები, როცა სივრცის მოწყობისთვის სხვადასხვა ნივთებს სიამოვნებით ყიდულობს და მთელ სიტუაციას ცვლის, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ზედაპირული დასუფთავებით შემოიფარგლება.

 

თხის რქა

 

თხის რქა ცოტა სენტიმენტალურია, მას ახასიათებს მიჯაჭვულობა, ამიტომ ხშირად ცხოვრობს იმ უბანში, სადაც გაიზარდა, მაშინაც კი, თუ აქვს შესაძლებლობა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ის ძალიან პასუხისმგებლობით უდგება თავისი სახლის მოწყობას, არ იშურებს ძალისხმევას, დროსა და ფულს, იმისათვის, რომ სახლი იყოს ლამაზი, კომფორტული და ყოველთვის სისუფთავით ანათებდეს. ოდნავი უწესრიგობაც კი არ მისცემს მას ნორმალურად მუშაობის ან დასვენების საშუალებას. ინტერიერში თხის რქა უპირატესობას ანიჭებს გამძლე, მყარი და ძვირადღირებული ბუნებრივი ხის ავეჯს.

 

მერწყული

 

მერწყული ცდილობს თავისი საცხოვრებელი ორიგინალური გახადოს. სახლის არჩევისას ის ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ ფართი პრესტიჟულ უბანში იყოს საინტერესო ისტორიული წარსულით. ამავდროულად, ყველაფერი კომფორტული და თანამედროვე უნდა ჰქონდეს. მერწყულს უყვარს ტექნიკური სიახლეები და ყოველთვის ავსებს სახლს თანამედროვე აღჭურვილობით - იქნება ეს საყოფაცხოვრებო თუ სხვა. ზოდიაქოს ეს ნიშანი უპირატესობას ანიჭებს მოდერნისტულ სტილს. მერწყულის ბინას ბევრი სივრცე და ჰაერი უნდა ჰქონდეს, ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს, რომ მინიმალიზმს მიჰყვეს.

 

თევზები

 

თუ შესაძლებლობა ექნებათ, თევზები აირჩევენ სახლს ქალაქგარეთ, ან პარკის ზონასთან ახლოს მაინც, რადგან ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს ბუნების წიაღში. მათი სახლი სავსეა მყუდრო, რბილი ავეჯით და ნივთებით – ბალიშებით, ჭურჭლით, სუვენირებითა და საგვარეულო განძით. მაშინაც კი, თუ თევზების ბინა პატარაა, მაინც ახერხებს შინაური ცხოველები ჰავდეს, მაგალითად - თევზი, კატა, ძაღლი ან თუთიყუში. თევზები ზრუნავენ წესრიგზე, მათი ბინა თითქმის სტერილურია, მაგრამ ამავე დროს ის ყოველთვის სავსეა სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროთი. ამიტომ, ნებისმიერი სტუმარი თავს ისევე კომფორტულად გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში
მთვარე ჰოროსკოპში
10 წესი იმისათვის, რომ იყოთ უბედური
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა
3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი
რა ვაჩუქოთ ვერძს?
სასწორის მთავარი შეცდომები ურთიერთობის დამყარების დროს
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
5 რამ, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ