ბლოგი

მარტივი რჩევები 2023 წელს უფრო მეტი წარმატებისა და ბედნიერებისთვის

მარტივი რჩევები 2023 წელს უფრო მეტი წარმატებისა და ბედნიერებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ დამდეგი ახალი წელი მარტივი არ იქნება, რაზეც კარგა ხანია საუბრობენ ასტროლოგები, ზოდიაქოს ყველა ნიშანს მაინც ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ბედნიერი და წარმატებული გახდეს. თუმცა, ამის მისაღწევად, საჭიროა ასტროლოგების გარკვეული რჩევების და რეკომენდაციების გათვალისწინება.

მაშ ასე, რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებმა იმისათვის, რომ 2023-ში უფრო წარმატებული და ბედნიერი იყოს?

 

უნდა დაკავდეთ საყვარელი საქმით

 

აუცილებელია ნაკლები დრო დაუთმოთ უსარგებლო საქმეს. მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოთ იმაზე, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში. უნდა აკეთოთ ის, რაც ყოველთვის კარგად გამოგდით. ენაწყლიანმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ეს უნარი, რათა მალე მიაღწიონ სასურველ მიზანს. მათთვის, ვისაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლია მარტივად დაამყაროს კომუნიკაცია უცხო ადამიანებთან, რეკომენდირებული არ არის ბევრი დროის გატარება სოციალურ ქსელებში.

2023 წელს, არასასურველია დროის ხარჯვა უსარგებლო საკითხებზე, რადგან ის ისედაც ცოტა გენებათ. ადამიანები, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან საქმეზე, რომელიც სიამოვნებას გვრით, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

 

უნდა იცხოვროთ აქ და ახლა

 

ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს აწმყოთი. სწორედ ამიტომ, 2023 წელს, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადავადების გარეშე უნდა გააკეთოთ და იფიქროთ უკეთეს ხვალინდელ დღეზე. რეალურად ბედნიერი ადამიანები არასოდეს იყურებიან უკან და არ იქექებიან წარსულში. უკან გახედვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა რაიმე მნიშვნელოვანის ან სასიამოვნოს გახსენება გინდებათ.

თუკი აწმყოს შეცვლა როგორმე ჯერ კიდევ  შესაძლებელია, წარსულთან დაკავშირებით ამის გაკეთებას ვერასოდეს შეძლებთ. ბედნიერებას არ უყვარს ისინი, ვინც მუდმივად იხსენებს ან ცხოვრობს წარსულით. ასეთი ადამიანები ხელიდან უშვებენ წარმატების შესაძლებლობებს!

 

უნდა ისიამოვნოთ მიმდინარე პროცესით

 

ზედმეტად ამბიციური ადამიანები 2023 წელს შეეჯახებიან სხვადასხვა წარუმატებლობებს და გამარჯვებას ნაკლებად იზეიმებენ. ბედნიერებას მოიპოვებენ ისინი, ვისაც შეუძლია ერთ კონკრეტულ, მაგრამ მნიშვნელოვან პროცესზე კონცენტრირება. უნდა ეცადოთ, რომ სიამოვნება მიიღოთ ადამიანებთან ურთიერთობით, ამასთან, არ არის საჭირო მიზნად დაისახოთ ოჯახის შექმნა. ასევე, რეკომენდირებულია ისიმოვნოთ სამუშაო პროცესით და ამ ეტაპზე, არ იფიქროთ უფრო მეტი ფულის გამომუშავებაზე.

2023 წელს არ უნდა დაელოდოთ როდის მოგეცემათ შესაძლებლობა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. მიზნების ჩამონათვალში შესრულებულის აღმნიშვნელი ნიშნის დასასმელად, საჭიროა ეცადოთ სიამოვნების მიღებას ყველაფერი იმისგან, რაც თქვენს გარშემო ხდება. ნუ აეკიდებით ბედნიერებას, რადგან მას ვერ დაეწევით.

ახალ წელს, სასურველია იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომლის ნდობასაც შეძლებთ, რათა გულახდილად შეძლოთ ყველაფერზე საუბარი, გაუზიაროთ ემოცია ან გაანდოთ საიდუმლო. თუ ასეთს ვერ ნახავთ, ალტერნატივად დღიურის წარმოების დაწყება შეგიძლიათ. ესეც დაგეხმარებათ ურთიერთობის ჩანაცვლებასა და ენერგეტიკის გაძლიერებაში.

 

უნდა დაისვენოთ

 

ზოდიაქოს ყველა ნიშანს მიმავალი წლის ბოლოს უგროვდება დაღლილობა და სტრესი. იმისათვის, რომ 2023 წელს ამ დგომარეობით არ გადახვიდეთ და ან იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, აუცილებლად წინასწარ დაგეგმეთ დასვენება. თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ნუ დახარჯავთ მას ფუჭად. უმჯობესია საყვარელი ჰობით ან მედიტაციით დაკავდეთ. ყოველთვის მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დასვენების შეწყვეტა ან გაუქმება საქმის გამო, ყველაზე არასასურველი რამ არის ცხოვრებაში, რადგან ძალის და ენერგიის აღდგენა წარმოადგენს წარმატებული და ბედნიერი მომავლის საფუძველს.

 

უნდა შეიძინოთ ან გააძლიეროთ სასარგებლო ჩვევები

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანს ბავშვობიდან უნდა ჰქონდეს, თუმცა, ბევრი ადამიანი ამას ვერ ახერხებს. იმისათვის, რომ უფრო წარმატებული იყოთ, საჭიროა სასარგებლო საქმე აკეთოთ, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს ჯანმრთელობას და კარგ განწყობაზე ყოფნას. მათთვის, ვინც ბევრ ყავას მიირთმევს, რეკომენდირებულია მისი ჩანაცვლება წყლით, მათთვის კი, ვინც მუდმივად ცდილობს საქმე გადადოს, საჭიროა გრაფიკის შედგენა და მისი მკაცრი დაცვა.

Horoskopi.ge-ს გუნდი გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დამდეგ წელს!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თხის რქის ქვები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც გამდიდრება ელით 2023-ში
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
მარსი ჰოროსკოპში
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს
ცოტა რამ ტიპური სასწორების შესახებ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ვიბრაციების დონე იზრდება
ნეპტუნი ჰოროსკოპში
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
4 წყვილი, რომლებიც არასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით