ბლოგი

კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან

კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან

ფეისბუქზე გაზიარება

თუ გყავთ კატა, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა იმისთვის, რასაც ის აკეთებს თქვენთვის და თქვენი სახლისთვის.

 

ბევრი ფიქრობს, რომ კატები არაფერს აკეთებენ, ჭამის, ძილის და კრუტუნის გარდა. სინამდვილეში კი ამ ცხოველებს ბევრი სარგებელი მოაქვთ თავისი პატრონებისთვის, და ეს ხდება ენერგეტიკულ დონეზე.

 

კატები დიდი გულმოდგინებით შრომობენ იმისთვის, რომ თავიდან ააცილონ ჩვენი ცხოვრება ნეგატიური ენერგიისგან. დიახ, ზოგიერთი მათგანი ბუნებით ძალიან ზარმაცია, მაგრამ, თქვენ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ პატარა კნუტიც კი ცდილობს ყოველთვის თქვენთან მოსვლას და ნუგეშის მოცემას, როდესაც თავს დათრგუნულად გრძნობთ. ეს ბევრი ხერხიდან ერთ-ერთია, რომლითაც სახლის ცხოველები გეხმარებიან გასუფთავდეთ ნეგატივისგან და შეიძინოთ ჰარმონიიული მდგომარეობა გარშემო სამყაროსთან.

 

ადამიანებმა ძველი დროიდან იცოდნენ კატების ჯადოსნური ძალის შესახებ. ამ ძალის წყარო არის მათი წარმოუდგენელი უნარი, იგრძნონ თხელი მატერიები.

 

ძაღლები გვიცავენ ჩვენ და იცავენ ჩვენს სახლს ბოროტმოქმედებისგან, ხოლო კატები იცავენ სივრცეს და ჩვენ სხვა ტიპის დაუპატიჟებელ სტუმრებთან შეხვედრისგან- ნეგატიური ენერგეტიკული სუბსტანციებისგან.

 

ოდესმე დაკვირვებიხართ ყურადღებით კატის ქცევას? ჩვენ ვეთანხმებით, რომ ის შეიძლება უცნაურად და იდუმალად მოგვეჩვენოს. ძაღლებთან შედარებით, რომლებიც უფრო სიცოცხლის მოყვარული და პატრონებზე ემოციურად დამოკიდებული არიან, კატები იქცევიან ბევრად უფრო მშვიდად და განცალკევებულად.

 

ჩანს, რომ ისინი იმყოფებიან რაღაც უხილავთან მუდმივ ურთიერთქმედებაში, თუნდაც ცხოვრობენ ჩვენ გვერდით. ეს ხდება იმიტომ , რომ ისინი ფლობენ კავშირს სამყაროს უფრო მაღალ დონეებთან- იმ დონეებთან, რომელიც უხილავია ადამიანის თვალისთვის.

 

შესაძლებელია, შეგინიშნავთ, თუ როგორ ზის და უყურებს კატა რამე უძრავ წერტილს, თითქოს ხედავს რაღაც ისეთს, რასაც ჩვენ ვერ ვიჭერთ მხედველობის დახმარებით. შესაძლებელია, ასეც არის. სამყარო შედგება ენერგიის სხვადასხვა სახეობისგან, და ეს ენერგიები, იქნება პოზიტიური თუ ნეგატიური, მუდმივად მოძრაობს.

 

კატებს იზიდავს ნეგატიური ენერგია, როგორც მაგნიტი. რაც მეტი გროვდება ის გარკვეულ ადგილას, მით მეტად ეს ცხოველები გრძნობენ მისი შთანთქმის და გარდაქმნის მოთხოვნილებას. თუ მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის, რომ თქვენი კატა ატარებს დროის უმეტეს ნაწილს გარკვეულ ოთახში, იცოდეთ- ეს უბრალოდ არ ხდება.

 

რაც უფრო მოდუნებულია თქვენი ფუმფულა ცხოველი, მით მეტად შრომობს, აცნობიერებთ თუ არა ამას.

 

ამას გარდა, კატებს შეუძლიათ ადამიანების დაცვა შელოცვებისგან, გათვალვისგან და მსგავსი რამეებისგან. ამიტომ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უნდა გქონდეთ თქვენს ცხოველთან, თითქოს ეს თილისმაა ან დამცავი, რაც მისცემს მას საშუალებას დაგიცვათ ბოროტი თვალისგან და გარშემომყოფების ბოროტი აზრებისგან.

 

იმისთვის რომ გამოიყენოთ კატის ძალა მაქსიმალურად, უნდა ისწავლოთ სწორად აიყვანოთ ხელში ცხოველი. ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ მარცხენა ხელით შეძლოთ კატის კისრის ნელა მოფერება, ხოლო მარჯვენათი- მისი კუდის მოფერება. ეს შექმნის კატასთან სრულ კონტაქტს, ასევე მოგცემთ შესაძლებლობას, სრულფასოვნად გამოიყენოთ ყველა მისი სასწაული უნარი.

 

ითვლება, რომ კატები ფლობენ მკურნალ ძალას. მისი მოფერებით ან უბრალოდ მასთან წოლით, თქვენ შეძლებთ სრულად მოიშოროთ ემოციური სტრესის სიმძიმე.

 

ასე რომ, კატა არის უმძლავრესი საშუალება გარშემო სივრცის გასუფთავებისთვის ნეგატიური ენერგიისგან. და თუ გყავთ კატა, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა იმისთვის, რასაც ის აკეთებს თქვენთვის და თქვენი სახლისთვის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორია თქვენი ცხოვრების აზრი და დანიშნულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?
ყველაზე მიმზიდველი ადამიანების 14 თვისება
რომელ ქვეყანაში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო ბოსი ხდება
2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი
5 ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი
უკომპრომისო, ეჭვიანი და შურიანი - რომელი ნიშანი შეიძლება იყოს ასეთი?
როგორი თვეა სექტემბერი ამ ნიშნებისთვის?
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიკეთესაც სხვები იყენებენ
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი