ბლოგი

არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს

არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს

ფეისბუქზე გაზიარება

იცოდეთ, რომ ურთიერთობებში საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება არის საჭირო და ეს ნორმალური მოვლენაა.

ამ სიტუაციაში ალბათ ყვლა ჩვენგანი აღმოჩენილა. ყველა შევხვედრივართ ადამიანს, რომელსაც ვთვლიდით ჩვენი დროის, ზრუნვისა და სიყვარულის ღირსად, თუმცა ბოლოს აღმოგვიჩენია, რომ ვცდებოდით. ყველა ჩვენგანს ჰქონია სიტუაცია, როცა ის, ვინც გვსურდა, გვიყვარდა, ვისზეც ვზრუნავდით, არ იჩენდა ანალოგიურ მიდგომას ჩვენს მიმართ. უფრო მეტიც, ვხედავდით მის გულგრილობას, რაც ყველაზე მეტად გვტკენდა გულს.

ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ბოლომდე იდეალური ურთიერთობა. ყველა ურთიერთობას აქვს თავისი პრობლემები. ყველაზე სწორი ურთიერთობა არის ის, რომელშიც პარტნიორები ცდილობენ პრობლემებთან ერთად გამკლავებას, გრძნობენ პასუხისმგებლობას და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს.

თუ თქვენი პარტნიორი გაურბის საუბარს კონფლიქტის გაჩენისას, თუ ცდილობს თქვენ ან გარე ფაქტორებს დააბრალოს უთანხმოება, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ ის არასოდეს იბრძოლებს თქვენთვის, რადგან მას საკუთარი თავის დაცვის უნარიც კი არ აქვს. და საერთოდ, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის მიმართ პატივისცემა გქონდეთ?

ზოგიერთი ადამიანი გაცნობიერებულად ირჩევს მსხვერპლის როლს და მენტალიტეტს და ამას ოსტატურადაც იყენებს რიგ შემთხვევებში. ისინი ძალიან სუსტები არიან იმისათვის, რომ სირთულეებს გაუმკლავდნენ, პრობლემებს თვალი გაუსწორონ და გამოსავალი მოძებნონ. მათ შეიძლება აღიარონ, რომ ძალიან ნანობენ თქვენთან ცუდად მოქცევას, თუმცა, არაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ შეცდომა გამოასწორონ. შეეცადეთ მსგავსი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ.

ადრე თუ გვიან, ყველა ჩვენგანი იძულებული ხდება განსაზღვროს, რას აფასებს რეალურად პარტნიორში და ურთიერთობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, თითოეული ჩვენგანი იმსახურებს პარტნიორისგან დაფასებას და შესაბამის საპასუხო რეაქციას. პრობლემებისა და უთანხმოების მიუხედავად, თუ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, ისინი ყოველთვის შეძლებენ ვითარებასთან გამკლავებას, გამოსავალის მოძებნას და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

იცოდეთ, რომ ურთიერთობებში სრულიად ნორმალურია საკუთარი თავის წინ წამოწევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეგოისტი უნდა იყოთ. მთავარია, სიტუაციას გაუმკლავდეთ ერთობლივი ძალებით, გააანალიზოთ ვითარება და მიიღოთ ობიექტური გადაწყვეტილებები კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამ გზით, თქვენ შეძლებთ გამოხატოთ ურთიერთპატივისცემა, ზრუნვა, დაფასება და სიყვარული.

როცა გადაწყვეტთ ადამიანს გული გაუხსნათ, კარგად მიმოიხედეთ, თვალი ადევნეთ ვითარებას და არასოდეს დაგავიწყდეთ: თქვენ იმსახურებთ იმას, რომ თქვენთვის იბძოლონ. თუ პარტნიორი თქვენს დასაცავად არაფერს აკეთებს და არ იბრძვის თქვენთვის, ნუ დაგწყდებათ გული, რადგან ის რეალურად საკუთარი თავის დამცველიც კი არ არის და ვერც ვერასოდეს შეძლებს ასე მოქცევას.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე
ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2021 წელს: ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყოველთვის პირველ ნაბიჯს გადადგამენ, თუ მათ ვინმე მოეწონათ
ცოტა რამ ტიპიური მერწყულების შესახებ
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“